ინტეგრირდით Wolt Drive API-სთან

შექმენით ჩეკაუტის უპრობლემო გამოცდილება თქვენს ვებგვერდსა ან აპლიკაციაში

Wolt Drive API-სთან ერთად

დაუკავშირეთ თქვენი გაყიდვის წერტილი Wolt Drive-ს, რომ ის გამოჩნდეს თქვენი კლიენტებისთვის ჩეკაუტისას.

გაეცანით შესაძლებლობების მთელ სპექტრს

თქვენ აკონტროლებთ

შექმენით სრული გამოცდილება თქვენი კლიენტებისთვის, შეკვეთის განთავსებიდან კურიერის თვალყურის დევნებამდე რეალურ დროში.

ჩვენ ზურგს გიმაგრებთ

ჩვენი განთქმული უპირატესობა მსოფლიო კლასის მხარდაჭერის სამსახური და პასუხის გაცემის უმოკლესი დროა.

სრული დოკუმენტაცია

მიიღეთ წვდომა API-ს სრულ დოკუმენტაციაზე, წარმატებულ მაგალითებსა და მხარდაჭერის ადგილობრივ სერვისზე.

ნახეთ API დოკუმენტაცია აქ

Wolt Drive თქვენი საუკეთესო პარტნიორია მიტანის სერვისში

ხშირად დასმული კითხვები

Wolt Drive Api სწორი არჩევანია ჩემთვის?

Wolt Drive API-ს ინტეგრაცია საუკეთესო გზაა უპრობლემო ჩეკაუტის პროცესის შესაქმნელად, რომელიც სრულად შეიძლება მოერგოს თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს. API-ს საშუალებით თქვენ შეძლებთ შექმნათ მიწოდების გამოცდილება, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენი ბიზნესისა და მომხმარებელთა საჭიროებებს.

როგორ ჩავაშენო Wolt Drive API ჩემს ვებგვერდსა ან აპლიკაციაში?

Drive API მოითხოვს გარკვეულ კონფიგურაციას და, პოტენციურად, რამდენიმე ხაზიან კოდს. მაგრამ ჩვენ შექმნილი გვაქვს შესანიშნავი დოკუმენტაცია, რომელიც თქვენ და თქვენს გუნდს ინტეგრაციაში დაგეხმარებათ.

როგორი იქნება ჩეკაუტის პროცესი ჩემი კლიენტებისთვის?

აბსოლუტურად უპრობლემო! Wolt Drive API-სთან თქვენი ვებგვერდისა ან აპლიკაციის დაკავშირებით შემდგომ, თქვენი კლიენტები ჩვეულებრივ ასრულებენ გადახდას და შემდეგ ჩვენ ვაგზავნით კურიერს. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ რომელ შეკვეთებზე, პროდუქტებსა თუ არეალზე გახადოთ Wolt Drive ხელმისაწვდომი.

ჩემი კლიენტები დაინახავენ Wolt Drive-ის ლოგოს ჩემს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში?

როგორც მოისურვებთ. თქვენი გადასაწყვეტია, როგორი გამოცდილება გსურთ თქვენი მომხმარებლისთვის. Wolt Drive შეიძლება გამოჩნდეს, ან არა, მერჩანტის გადაწყვეტილებით, მისი ბიზნესისა ან პროდუქტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

დაწყება ძალიან სწრაფი და მარტივია

Wolt Drive ყველა მერჩანტისთვის ხელმისაწვდომია, მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ წარმოდგენილი Wolt-ის აპლიკაციაში. რასაც არ უნდა ყიდდეთ, ეს მოხერხებული მიტანის სერვისია. ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის - მოდით, ვისაუბროთ თქვენს საჭიროებებზე.