მომხმარებელთა მომსახურების პირობები – საქართველო
„Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენზე გავრცელდეს ეს მომხმარებელთა მომსახურების პირობები („მომსახურების პირობები“).
გთხოვთ, „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობამდე ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „მომსახურების პირობები“. თუ თქვენ არ დაეთანხმებით „მომსახურების პირობებს“, თქვენ ვერ ისარგებლებთ „Wolt-ის მომსახურებით“. ეს „მომსახურების პირობები“ ვრცელდება „Wolt-ის მომსახურებით“ ნებისმიერი ფორმით სარგებლობაზე და წინამდებარე დოკუმენტის საფუძველზე გაფორმებულ „ნასყიდობის ხელშეკრულებებზე“. „Wolt-ის მომსახურების“ უფრო დეტალური აღწერილობა და სისტემის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე wolt.com.
თუ თქვენ გაქვთ „ანგარიში - Wolt-ი სამსახურში“, ეს „მომსახურების პირობები“, აგრეთვე, ვრცელდება ჩვენს კლიენტ ორგანიზაციაზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“ („კლიენტი ორგანიზაცია“) იმ შეკვეთებთან დაკავშირებით, რომლებსაც თქვენ განახორციელებთ „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“-ს საშუალებით. ამ „მომსახურების პირობებსა“ და „Wolt-ის კორპორატიულ პირობებს“ შორის, რომელიც ვრცელდება „კლიენტ ორგანიზაციაზე“, შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „Wolt-ის კორპორატიულ პირობებს“.
„მომსახურების პირობები“ ფორმდება მხოლოდ ჩვენსა და „მომხმარებელს“ შორის.„ეფლ ინკ.“ (Apple Inc.) არ არის მხარე და ის არ არის პასუხისმგებელი „Wolt-ის აპლიკაციაზე“ ან მის შინაარსზე. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ „ეფლ ინკ.“ (Apple Inc.) და მისი შვილობილი კომპანიები („ეფლი“), „მომსახურების პირობებისთვის“ წარმოადგენენ მესამე პირებს, რომელთა სასარგებლოდაც დაიდო ხელშეკრულება და „მომსახურების პირობებზე“ თქვენი თანხმობის საფუძველზე „ეფლს“ ექნება უფლება (და იგულისხმება, რომ გაცხადებულია თანხმობა ასეთი უფლების მინიჭებაზე), რომ გამოიყენოს „მომსახურების პირობები“ თქვენ წინააღმდეგ, როგორც მესამე პირმა, რომლის სასარგებლოდაც დაიდო ხელშეკრულება.
1. ტერმინთა განმარტება
„პარტნიორი კურიერი“ – ნიშნავს დამოუკიდებელ კონტრაქტორს, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე (მომსახურების ხელშეკრულებაზე) Wolt–თან და რომელიც არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან მათი შემცვლელი პირი, რომელიც ახორციელებს მიწოდების მომსახურებას „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით.
„პარტნიორი“ - ნიშნავს რესტორანს, საცალო მაღაზიას ან სხვა მომსახურების მიმწოდებელ პარტნიორს, რომელიც არის მოვაჭრე და რომელსაც ხელი აქვს მოწერილი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე „Wolt“-თან, ან მის შემცვლელს. „პარტნიორი“, როგორც მოვაჭრე, მომხმარებელს სთავაზობს თავის პროდუქტებს და მიწოდების ან სხვა სერვისებს „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „Wolt-ის მომსახურებაში“ სხვაგვარადაა გათვალისწინებული, ყველა „პარტნიორი“ არის მოვაჭრე ადგილობრივი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობით მინიჭებული მნიშვნელობის შესაბამისად.
„ნასყიდობის ხელშეკრულება“ - ნიშნავს ხელშეკრულებას „შეკვეთის“ განთავსების საშუალებით „პარტნიორის“ პროდუქტებისა და შესაძლო მიწოდების ან სხვა მომსახურების შესყიდვის შესახებ. „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“-ს გამოყენებით განხორციელებულ „შეკვეთებთან“ დაკავშირებით „ნასყიდობის ხელშეკრულება“ წარმოადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ ხელშეკრულებას „პარტნიორსა“ და „კლიენტ ორგანიზაციას“ შორის. „მომხმარებლის“ მიერ „Wolt-ის მომსახურებაში“ თავისი ანგარიშიდან გადახდის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხორციელებულ „შეკვეთებთან“ დაკავშირებით „ნასყიდობის ხელშეკრულება“ წარმოადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ ხელშეკრულებას „პარტნიორსა“ და „მომხმარებელს“ შორის.
„მომხმარებელი“ ან „თქვენ“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, რომელიც სარგებლობს „Wolt-ის მომსახურებით“. „მომხმარებელი“ უნდა იყოს 18 ან მეტი წლის.
„Wolt“-ი ნიშნავს შპს „ვოლტ ჯორჯიას“, საიდენტიფიკაციო ნომერი – 405260042, მისამართი – საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N49დ, იმ „მომხმარებლებისთვის“, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში.
„Wolt-ის აპლიკაცია“ ნიშნავს ციფრულ აპლიკაციას, სახელწოდებით Wolt , რომელსაც Wolt-ი სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „Wolt-ის პარტნიორების“ პროდუქტების შესაკვეთად.
„ანგარიში - Wolt-ი სამსახურში“ ნიშნავს მომხმარებლის ანგარიშს „Wolt-ის აპლიკაციაში“, რომელსაც დამატებული აქვს „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“.
„ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“ ნიშნავს გადახდის მეთოდსა და „Wolt-ის აპლიკაციის“ ფუნქციას, რომლის საშუალებითაც „კლიენტი ორგანიზაციის“ უფლებამოსილ „მომხმარებლებს“ შეუძლიათ გააკეთონ „შეკვეთა“ „კლიენტი ორგანიზაციის“ ხარჯზე.
„კლიენტი ორგანიზაცია“ - ნიშნავს Wolt-ის მომხმარებელ კომპანიას, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება Wolt-თან „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“-სთან დაკავშრებით.
„Wolt-ის მომსახურება“ ნიშნავს „Wolt-ის აპლიკაციასა“ და „Wolt-ის“ ვებ-გვერდს wolt.com, ასევე სხვა დამატებით მისამართებს, როგორც აღნიშნულია wolt.com-ზე.
2. „Wolt-ის“ მონაცემები
● Wolt Enterprises Oy, როჰჯოინენ რაუტატიეკატუ 21, ჰელსინკი, ფინეთი, ბიზნეს საიდენტიფიკაციო ნომერი 2646674-9, დღგ-ს გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი FI26466749.
საქართველოში მყოფი „მომხმარებლებისთვის“ – შპს „ვოლტ ჯორჯია“, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი N49 დ, თბილისი 0179, საქართველო, საიდენტიფიკაციო ნომერი – 405260042 და დღგ–ს გადამხდელის ნომერი: 405260042;
● სავაჭრო სახელწოდება: “Wolt”,
● ელექტრონული ფოსტის მისამართი: support@wolt.com.
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამართლებრივად „Wolt–ის მომსახურება“ მოგეწოდებათ Wolt-ის ადგილობრივი კომპანიის მიერ, ხოლო საგადახდო მომსახურებას Wolt Enterprises Oy ეწევა მესამე პირი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საშუალებით. შესაბამისად, Wolt Enterprises Oy დაგეხმარებათ შესაძლო თანხის დაბრუნებასთან, პრეტენზიებთან და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც ეხება თქვენს ტრანზაქციებს “Wolt-ის მომსახურებაში“. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ შპს „ვოლტ ჯორჯიას” ან Wolt Enterprises Oy-ს ზემოთ მოცემულ საკონტაქტო დეტალებზე იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვება დავა ან მოთხოვნა „Wolt-ის მომსახურებასთან“ დაკავშირებით Wolt-ის ან „პარტნიორების“ წინააღმდეგ.
„პარტნიორთა“ მონაცემები, მათი პროდუქციისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება „Wolt-ის მომსახურებაში“.
3. „Wolt-ის მომსახურების“ აღწერა
3.1. Wolt-ი, როგორც „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შუალედური მომსახურების მიმწოდებელი, გთავაზობთ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მობილური აპლიკაციისა და ვებ-გვერდის საშუალებით აკავშირებს „მომხმარებლებს“, „პარტნიორებსა“ და „პარტნიორ კურიერებს“. „Wolt“–ის ტექნოლოგია „მომხმარებელს“ აძლევს საშუალებას თავისი არჩეული „პარტნიორისგან“ საკვების და სხვა სახის პროდუქტების, ასევე, მიწოდების სერვისის შესაძენად განათავსოს შეკვეთა. „Wolt-ი“ არ არის რესტორანი, ან საკვების დამზადების ბიზნესი.
3.2 „პარტნიორები“ „Wolt-ის მომსახურებაში“ განათავსებენ ინფორმაციას თავიანთი პროდუქციის, სერვისებისა და სავაჭრო პოლიტიკის შესახებ, მათ შორის და არამხოლოდ, ინფორმაციას პროდუქტის მახასიათებლების, ალერგენებისა და პროდუქტის მოხმარების ინსტრუქციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ალერგია ან სხვა კვებითი შეზღუდვა ან სხვა მიზეზის გამო გსურთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება პროდუქტის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შესაბამის „პარტნიორს”, რომლის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო მონაცემებიც მითითებულია „Wolt-ის მომსახურებაში“. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „Wolt”–ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც დაუკავშირდება „პარტნიორს“ თქვენს ნაცვლად ამ კითხვებით. „პარტნიორი“ პასუხისმგებელია პროდუქტების შესახებ ზუსტი, განახლებული და კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე, მათ შორის, გასაყიდი ფასისა და საცალო ფასის მითითებაზე, ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „პარტნიორის“ პროდუქტებისა და სერვისების ყიდვა და გაყიდვა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს „პარტნიორის“ ან „Wolt“–ის დამატებით პირობებზე კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, როგორც ეს გათვალისწინებულია „Wolt-ის მომსახურებაში.“
3.3 „პარტნიორის“ პროდუქციისა და სერვისების, რომლის ყიდვაც სურს „მომხმარებელს“ „პარტნიორისაგან“, არჩევისას „მომხმარებელი“ იძლევა მავალდებულებელი ძალის „შეკვეთას“ „პარტნიორისაგან“ პროდუქტებისა და მომსახურების შეძენის შესახებ იმ პირობებით, რომლებიც „მომხმარებელს“ მიეწოდება „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით შეკვეთის განხორციელებამდე („შეკვეთა“). „შეკვეთის“ მიღების შემდეგ „Wolt-ი“ „შეკვეთის“ დეტალებს გადასცემს „პარტნიორს“. როდესაც „შეკვეთას“ დაეთანხმება „პარტნიორი“ და „Wolt-ი“ მიაწვდის „მომხმარებელს“ შეკვეთის დადასტურებას „პარტნიორის“ სახელით, „მომხმარებელსა“ ან „კლიენტ ორგანიზაციასა“ და „პარტნიორს“ შორის ფორმდება „ნასყიდობის ხელშეკრულება“ „პარტნიორის“ პროდუქტებსა და შესაბამის შემთხვევაში, მიწოდების ან სხვა მომსახურებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, „ნასყიდობის ხელშეკრულება“ მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებით ფორმდება Wolt-თან და არა „პარტნიორთან“, როგორც ასახულია ქვითარზე. „Wolt-ი“ მიაწვდის „მომხმარებელს“ ქვითარს „პარტნიორის“ სახელით. „შეკვეთის“ შესრულება დამოკიდებულია შესაძლებლობაზე და „Wolt-ი“ იტოვებს უფლებას, თავისი დისკრეციის ფარგლებში, რომ გააუქმოს ან უარი თქვას შეკვეთის მიღებაზე.
3.4 მიწოდების მომსახურების შეკვეთის შემთხვევაში, პლატფორმა ატყობინებს „პარტნიორ კურიერს“, რომ არსებობს მიწოდების შესაძლებლობა და ტექნოლოგია საშუალებას იძლევა „მომხმარებლმადე“ მიწოდება განხორციელდეს. მიწოდების მომსახურებისათვის „პარტნიორები“ ან “Wolt”-ი ახდევინებენ „მომხმარებელს“ მიწოდების საფასურს, მომსახურების საფასურსა და დამატებით გადასახდელებს (შესაბამის შემთხვევაში), როგორც ეს უფრო დეტალურადაა განსაზღვრული „Wolt“–ის მომსახურებაში“, საჭიროების შემთხვევაში.
3.5. „მომხმარებლის“ მიერ არჩეული „პარტნიორი“ მოამზადებს ან/და შეაგროვებს და ჩაალაგებს „შეკვეთაში“ მითითებულ პროდუქტებს .
3.6. Wolt-ი მხოლოდ შუალედური მომსახურების მიმწოდებელია. Wolt-ი არ არის „მომხმარებლის“ წინაშე პასუხისმგებელი „პარტნიორის“ მიერ „ნასყიდობის ხელშეკრულების“ ჯეროვანი შესრულებისათვის. „Wolt–ი“ არ არის საბოლოო პასუხისმგებელი პირი „პარტნიორი კურიერების“ მიერ განხორციელებული მიწოდების მომსახურებისათვის, თუმცა „მომხმარებლის“ წინაშე პასუხისმგებელ პირად გამოდის „Wolt–ი“ და ის გადაუხდის კომპენსაციას „მომხმარებელს“ ნაკლოვანი მიწოდების მომსახურებისთვის. Wolt-ი პასუხისმგებელია პლატფორმის გაუმართავობით გამოწვეულ ზიანზე, რამაც გამოიწვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებ(ებ)ის დარღვევა. Wolt-ის მიერ შესრულებული ნებისმიერი თანხის დაბრუნება, რაც ხდება მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, არ განიხილება, როგორც უარის თქმა პასუხისმგებლობის იმ გამორიცხვაზე, რაც დამახასიათებელია Wolt-ისათვის, როგორც შუამავლი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის.
3.7 „Wolt -ის მომსახურების” გამოყენებისას, შესაძლოა დადგენილი იყოს „შეკვეთის“ მინიმალური ღირებულება, რის თაობაზეც გეცნობებათ „Wolt -ის მომსახურებაში” „შეკვეთის“ განხორციელებამდე. თუ „შეკვეთა“ არ აკმაყოფილებს მინიმალური ღირებულების შესახებ მოთხოვნას, „თქვენ“ გექნებათ შესაძლებლობა, დაფაროთ სხვაობა, რათა დაკმაყოფილდეს მინიმალური ღირებულების შესახებ მოთხოვნა, ან დაუმატოთ პროდუქტები თქვენს „შეკვეთას“. „პარტნიორი“ თავისი დისკრეციის ფარგლებში განსაზღვრავს „Wolt–ის მომსახურებაში“ ხელმისაწვდომი პროდუქტების არჩევანსა და მათ საფასურს. „პარტნიორმა“, ასევე, შესაძლებელია დააწესოს კონკრეტული შეზღუდვები თქვენს „შეკვეთაზე“, როგორიცაა რაოდენობის ან ზომის შეზღუდვა. „პარტნიორი“ თავადაა პასუხისმგებელი შეგატყობინოთ ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ, რომელიც უკავშირდება ნებისმიერი პროდუქტის ხელმისაწვდომობას. „მომხმარებელი“ თანახმაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროდუქტი დროებით არ არის ხელმისაწვდომი, „პარტნიორმა“ შეასრულოს „შეკვეთის“ დანარჩენი ნაწილი იმ პროდუქტის გარეშე, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი. „თქვენ“ არ დაგეკისრებათ იმ პროდუქტების საფასურის გადახდა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი „შეკვეთის“ განთავსების მომენტისათვის.
4. შეკვეთის გაუქმების უფლება
4.1 „თქვენ“ არ შეგიძლიათ გამოიხმოთ ან გააუქმოთ პროდუქტის ან მომსახურების „შეკვეთა“ მას შემდეგ, რაც მას განათავსებთ, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს სხვაგვარადაა გათვალისწინებული ამ „მომხმარებელთა მომსახურების პირობებით“. პროდუქტის ან მომსახურების „შეკვეთის“ განთავსებამდე „თქვენ“ ყურადღებით უნდა გადახედოთ თქვენს არჩევანს.
4.2 თუ „თქვენ“ ხართ მომხმარებელი, „თქვენ“ გაქვთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება 14 დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონით“, გათვალისწინებული წესებით. „მომხმარებელი“ ამ „მომხმარებელთა მომსახურების პირობებისათვის“ განიმარტება, როგორც ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს “Wolt–ის მომსახურებას“ და განათავსებს „შეკვეთებს“ იმ მიზნით, რომელიც უპირატესად არ უკავშირდება მის კომერციულ ან სხვაგვარ თვითდასაქმებულის პროფესიულ საქმიანობას.
4.3 „Wolt–ი“ მოქმედებს ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების მიხედვით. გარკვეულ პროდუქტებთან დაკავშირებით ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის და დაბრუნების უფლებების გამოყენება შესაძლებელია კანონით გამოირიცხოს, მათ შორის შემდეგზე:
პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია, ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს;
პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მომხმარებლის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
ჰერმეტულად დაცულ პროდუქტებზე, რომლებიც ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე ვერ დაექვემდებარება დაბრუნებას, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების შემდეგ ჰერმეტულობა დაირღვა;
პროდუქტებზე, რომლებიც მათი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიწოდების შემდეგ განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტებს;
დალუქულ აუდიო ან ვიდეოჩანაწერზე ან პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომლებზეც ლუქი დაირღვა მიწოდების შემდეგ;
იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 (ოცდაათ) ლარს არ აღემატება.
4.4 „თქვენ“ გაქვთ კანონიერი უფლება უარი თქვათ იმ პროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლებზეც ვრცელდება დაბრუნების უფლება, პროდუქტის მიწოდებიდან 14 დღის განმავლობაში, ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზეზის მითითების გარეშე. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებით, თქვენ უნდა შეატყობინოთ „Wolt“–ს თქვენი გადაწყვეტილების შესახებ ნათელი განცხადებით (მაგალითად, ამ „მომხმარებელთა მომსახურების პირობებში“ მითითებული ელექტრონული ფოსტის ან მესიჯის საშუალებით, რომელიც იგზავნება „Wolt–ის აპლიკაციაში“ მომხმარებელთა მომსახურების ჩატის საშუალებით) ზემოხსენებულ 14 დღიან ვადაში. ამ ვადის გასვლასთან ერთად „თქვენ“ კარგავთ პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. „პარტნიორი“, როგორც მოვაჭრე, უფლებამოსილებას ანიჭებს Wolt–ს, რომ მიიღოს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება „პარტნიორის“ ნაცვლად. იმ შემთხვევაში, თუ „პარტნიორი“ მომხმარებელს სთავაზობს ხელშეკრულებაზე უარის თქმის 14 დღეზე უფრო ხანგრძლივ ვადას, ასეთი ვადა მოქმედებს იმ „შეკვეთებისთვის“, რომლებიც კეთდება „Wolt–ის მომსახურების“ საშუალებით, თუ ეს ცხადადაა მითითებული „პარტნიორის“ აღწერილობაში „Wolt-ის მომსახურებაში“. თუ თქვენ გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პროდუქტის დაბრუნების ქვემოთ მოცემული ფორმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებისათვის და ინფორმაციის „Wolt–ისათვის“ გასაგზავნად, რომელსაც „Wolt–ი“ გადაუგზავნის „პარტნიორს“:
პროდუქტის დაბრუნების ფორმის ნიმუში
ვის: [მიუთითეთ „პარტნიორის“ დასახელება, „პარტნიორის“ მისამართი და მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი]
ამ დოკუმენტით მე/ჩვენ (*) ვაუქმებთ ხელშეკრულებას, რომელიც ჩემთან/ჩვენთან (*) გაფორმდა შემდეგი პროდუქტების ნასყიდობის შესახებ(*)/შემდეგი მომსახურების გაწევის შესახებ (*):
შეკვეთის თარიღი (*) / მიღების თარიღი (*):
მომხმარებლის (მომხმარებლების) სახელი:
მომხმარებლის (მომხმარებლების) მისამართი:
მომხმარებლის (მომხმარებლების) ხელმოწერა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება შევსებულია ქაღალდზე):
(*) – ამ ნიშნით აღნიშნული ტექსტიდან წაშალეთ ის არჩევანი, რომელიც არარელევანტურია თქვენს შემთხვევაში
4.5 იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უარს იტყვით „ნასყიდობის ხელშეკრულებაზე“, „Wolt–ი“ სრულად დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას, რომელიც „თქვენგან“ მიიღო, მათ შორის, მიწოდების საფასურს, მომსახურების საფასურს და შესაძლო დამატებით გადასახდელებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 14 დღისა იმ დღიდან, როცა ჩვენ მივიღებთ „ნასყიდობის ხელშეკრულებაზე“ ან მის ნაწილზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას.
4.6 თანხის დასაბრუნებლად ჩვენ გამოვიყენებთ იმავე გადახდის საშუალებას, რომელიც „თქვენ“ გამოიყენეთ „შეკვეთის“ შეძენისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „თქვენთან“ ამ საკითხზე სხვაგვარი შეთანხმება არსებობს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ „თქვენ“ „შეკვეთის“ საფასური გადაიხადეთ „Wolt–ის კრედიტების“ საშუალებით, ჩვენ დაგიბრუნებთ „Wolt–ის კრედიტებს“. Wolt–მა შეიძლება უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ „პარტნიორი“ მიიღებს დაბრუნებულ პროდუქტებს ან სანამ „თქვენ“ წარმოადგენთ იმის დასტურს, რომ დააბრუნეთ პროდუქტი, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
4.7 თქვენ პროდუქტი უნდა დააბრუნოთ ან გაგზავნოთ „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტში, საიდანაც „თქვენ“ ის შეუკვეთეთ. „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტის საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია „Wolt–ის მომსახურებაში“. თქვენ პროდუქტები უნდა დაუბრუნოთ „პარტნიორს“ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა „ნასყიდობის ხელშეკრულებაზე“ უარის თქმის შესახებ ჩვენთვის შეტყობინებიდან. ეს ვადა დაცულად ითვლება, თუ თქვენ გაგზავნით პროდუქტს ამ 7 დღიანი ვადის გასვლამდე.
4.8 „თქვენ“ ვალდებული ხართ, დაფაროთ პროდუქტის დაბრუნების ხარჯები. დაბრუნებული პროდუქტი არ უნდა იყოს გამოყენებული და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ხელახლა გაყიდვა. „თქვენ“ პასუხისმგებელი იქნებით პროდუქტის ღირებულების შემცირებისთვის, თუ ასეთი შემცირება გამოწვეულია პროდუქტებთან ისეთი მოპყრობით, რაც არაა დაკავშირებული მათი მდგომარეობის, თვისებების და ფუნქციონირების შემოწმებასთან. იმ შემთხვევაში, როცა პროდუქტის მახასიათებლები არ შეესაბამება „Wolt –ის მომსახურებაში“ მითითებულ მონაცემებს ან პროდუქტს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი, პარტნიორი უზრუნველყოფს პროდუქტის უკან დაბრუნებას თავისი რესურსით. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დაზიანდება ტრანსპორტირებისას, Wolt –ის მიერ გაწეული მიწოდების მომსახურების პროცესში, Wolt უზრუნველყოფს პროდუქციის დაბრუნებას თავისი რესურსით.
4.9. ზოგჯერ შესაძლებელია, რომ „შეკვეთის” განხორციელების მომენტში “პარტნიორს” არ ჰქონდეს „თქვენ“ მიერ შეკვეთილი პროდუქტი. მსგავსი შემთხვევებისთვის და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც „პარტნიორს“ შეუძლია ჩანაცვლება, „თქვენ“ შეგიძლიათ „შეკვეთის“ დადასტურებამდე აირჩიოთ, გსურთ თუ არა, რომ „პარტნიორმა“ ჩაანაცვლოს ასეთი პროდუქტი სხვა მსგავსი პროდუქტით. თუ „თქვენ“ კონკრეტულ ან ყველა პროდუქტზე მიუთითეთ, რომ გსურთ ჩანაცვლება, მაშინ, ჩანაცვლება მოხდება შემდეგი პრინციპით.(1) “პარტნიორი” ირჩევს ჩასანაცვლებელ პროდუქტს, რომელიც ყველაზე ახლოს არის „თქვენ“ მიერ შეკვეთილ პროდუქტთან ფასით, ხარისხით და რაოდენობით.(2) “პარტნიორი” ითვალისწინებს ალერგიებს, თუ „თქვენ“ შეკვეთილი გაქვთ ულაქტოზო პროდუქტი ჩანაცვლება უნდა მოხდეს ულაქტოზო პროდუქტით, უგლოტენო პროდუქტის – უგლუტენო პროდუქტით.(3) უშაქრო/დიეტური გამაგრილებელი სასმელი ჩანაცვლებული იქნება იგივე ტიპის – უშაქრო/დიეტური სასმელით. (4) ორგანული პროდუქტი ჩანაცვლებული იქნება ორგანულით. და ადგილობრივი წარმოების პროდუქტი ჩანაცვლდება, ასევე, ადგილობრივი წარმოების პროდუქტით.
თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩანაცვლებული პროდუქტი გემოთი შეიძლება განსხვავდებოდეს თავდაპირველად შეკვეთილი პროდუქტისაგან. თქვენ არ ჩამოგეჭრებათ დამატებითი თანხა “ჩანაცვლებული” პროდუქტისთვის. თუ “ჩანაცვლებული” პროდუქტის ფასი ნაკლებია ორიგინალზე, მაშინ თქვენ ჩამოგეჭრებათ “ჩანაცვლებული” პროდუქტის საფასური.
5. „მომხმარებლის“ ანგარიშები
5.1. „თქვენ“ გაქვთ შეზღუდული, არაექსკლუზიური, გადაუცემადი და არა–სუბლიცენზირებადი უფლება, რომ ისარგებლოთ “Wolt-ის მომსახურებით“ ჩვენ მიერ პერიოდულად „თქვენთვის“ შემოთავაზებული ფორმით და მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომლებიც მითითებულია ამ დოკუმენტში.“მომხმარებლისთვის“ მინიჭებული „ეფლი“–ს App Store–დან ჩამოტვირთული iOS „Wolt-ის აპლიკაციის“ ლიცენზია შეზღუდულია და იძლევა „Wolt-ის აპლიკაციის“ გამოყენების საშუალებას „ეფლი“–ს ბრენდის პროდუქტებზე, რომლებიც ეკუთვნის ან კონტროლდება „მომხმარებლის“ მიერ და იმგვარად, როგორც ეს ნებადართულია „გამოყენების წესებით“, რომლებიც გათვალისწინებულია App Store–ის „მომსახურების პირობებითა“ და წინამდებარე „მომსახურების პირობებით“.
5.2. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისათვის „მომხმარებელმა“ უნდა შექმნას მომხმარებლის ანგარიში „Wolt-ის მომსახურებით“ გათვალისწინებული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით. „Wolt-ის მომსახურების“ რეკვიზიტები პერსონალურია (თუ განსხვავებული შეთანხმება არ არსებობს „Wolt-სა“ და „კლიენტ ორგანიზაციას“ შორის). „მომხმარებელმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის ანგარიშის რეკვიზიტები და შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა „მომხმარებლის“ ან „კლიენტი ორგანიზაციის“ ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად, დარჩეს კონფიდენციალურად და გამოყენებული იქნას უსაფრთხო გზით, რომელიც არაა ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის. „მომხმარებელს“ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მომხმარებლის ანგარიში.
5.3. თუ არსებობს ეჭვი, რომ არაუფლებამოსილმა პირმა გაიგო „მომხმარებლის“ ანგარიშის რეკვიზიტები ან აქვს წვდომა „მომხმარებლის“ ანგარიშზე, „მომხმარებელმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ Wolt-ს. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია „Wolt-ის მომსახურების“ ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის და ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც განხორციელდება „მომხმარებლის“ ანგარიშიდან.
5.4. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისათვის თქვენ უნდა წარუდგინოთ მოქმედი საკრედიტო ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების შესახებ ინფორმაცია „Wolt-ს“. „Wolt-ი“ არ ინახავს „თქვენი“ გადახდის დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას, რადგან ამას ახორციელებს მესამე პირი – გადახდის მომსახურების პროვაიდერი, რომელსაც იყენებს „Wolt-ი“. „თქვენ“ აცხადებთ თანხმობას, რომ გადაიხდით ყველა იმ შესყიდვის საფასურს, რომლებიც “Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისთვის დაგეკისრათ, გარდა იმ შესყიდვებისა, რომლებიც განხორციელდა „ფუნქცია - Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით „კლიენტი ორგანიზაციის“ ხარჯზე. „თქვენ“ უნდა განაახლოთ საკრედიტო ბარათისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, რომელიც ატვირთეთ „თქვენს“ მომხმარებლის ანგარიშში.
6. ანგარიშსწორება
6.1. „მომხმარებელი“ ან „ანგარიში – Wolt-ი სამსახურში“–ს შემთხვევაში – „კლიენტი ორგანიზაცია“ იხდის ნასყიდობის საფასურს, რომელიც მითითებულია „შეკვეთაში“, „Wolt-ის მომსახურების“ შესაბამისი ანგარიშსწორების ფუნქციის გამოყენებით. „Wolt-ი“ ან Wolt–ის ჯგუფის კომპანია, რომელსაც „Wolt–ის“ მიერ აქვს მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება, „პარტნიორის“ სახელით იღებს ყველა გადახდას „მომხმარებლებისა“ და „კლიენტი ორგანიზაციებისაგან“. თუ „შეკვეთა“ განხორციელებულია „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს გამოყენებით, „მომხმარებელი“ ადასტურებს გადახდას „კლიენტი ორგანიზაციის“ სახელით „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით. „მომხმარებლის“ ან „კლიენტი ორგანიზაციის“ გადახდის ვალდებულება წარმოიშობა „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებით „შეკვეთის“ განთავსებისთანავე.
6.2. „მომხმარებელმა“ შეიძლება შეასრულოს ეს გადახდის ვალდებულება მხოლოდ „Wolt-ის მომსახურებით“ გათვალისწინებული ონლაინ გადახდის მეთოდის საშუალებით. როდესაც „მომხმარებელი“ ან „ანგარიში – Wolt-ი სამსახურში“–ს შემთხვევაში – „კლიენტი ორგანიზაცია“ გადაუხდის ნასყიდობის საფასურს „Wolt-ს“, „მომხმარებელი“ ან „კლიენტი ორგანიზაცია“ ამით ასრულებს გადახდის ვალდებულებას „პარტნიორის“ წინაშე.
6.3. გადახდა ავტომატურად განხორციელდება „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათიდან, ლანჩისთვის განკუთვნილი ბენეფიტიდან ან „კლიენტი ორგანიზაციისთვის“ განკუთვნილი „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით, „შეკვეთის“ მიწოდებისას. Wolt-ი უფლებამოსილია „პარტნიორის“ სახელით განახორციელოს „მომხმარებლის“ საკრედიტო ბარათზე, ლანჩისთვის განკუთნილ ბენეფიტზე ან „კლიენტი ორგანიზაციის“ „ფუნქცია – Wolt-ი სამსახურში“–ს საშუალებით თანხის ავტორიზებული დაკავება როგორც კი „შეკვეთა“ განთავსდება „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებით. Wolt-ი იყენებს მესამე პირს – საგადახდო მომსახურების პროვაიდერს – ანგარიშსწორების განხორციელებისათვის.
6.4 ზოგიერთ შემთხვევაში და გადახდის მეთოდის გათვალისწინებით, ნასყიდობის ფასი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს ტექნიკური, ვალუტის გაცვლის კურსთან დაკავშირებული მიზეზით, რაც გადახდის პროცესის ნაწილია. „Wolt–ი“ არ იღებს პასუხისმგებლობას ვალუტის კონვერტაციით გამოწვეულ განსხვავებაზე და არ შეგვიძლია წინასწარ განვსაზღვროთ ზუსტი ოდენობა, რომელიც დაკისრებული იქნება, როდესაც გადახდის მეთოდი დაკავშირებულია უცხოური ვალუტის კონვერტაციის საკითხთან.
6.5 ნაღდი ანგარიშსწორება წარმოადგენს გადახდის დამატებით საშუალებას, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში. თანხის დაბრუნება ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთების დროს: თანხის დაბრუნება ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთებისას მოხდება „Wolt -ის კრედიტების“ სახით ან სხვა შესაბამისი მეთოდის გამოყენებით. „მომხმარებლის“ გამოუცხადებლობა ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთების დროს: იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი, რომელმაც გააკეთა ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთა, არ იმყოფება მიწოდებისთვის შეთანხმებულ ადგილას ან არ გამოცხადდება 5 წუთის შემდეგ, „Wolt -ის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება დაუკავშირდება „მომხმარებელს“ და შეუთანხმდება გადახდის შესაბამის ფორმაზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა მხარდაჭერისგანყოფილება ვერ შეძლებს მომხმარებელთან დაკავშირებას გამოუცხადებლობიდან 24 საათის განმავლობაში, „Wolt-ი“ მიიღებს შესაბამის ზომებს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს „მომხმარებლისთვის“ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შესაძლებლობის ჩამორთმევას ან აღნიშნული „მომხმარებლის“ ანგარიშის გაუქმებას, რის შედეგადაც „მომხმარებელი“ ვეღარ შეძლებს შემდეგი შეკვეთების განხორციელებას.
6.6 როდესაც „თქვენ“ ამატებთ წონის მიხედვით გასაყიდ პროდუქტს „თქვენს“ „შეკვეთაში“, „Wolt–ს“ არ ეცოდინება მათი ზუსტი წონა მანამ, სანამ პროდუქტს არ აწონის „პარტნიორი“. ასეთი წონაზე დამოკიდებული პროდუქტებისთვის, ნებისმიერი ფასი, რომელიც მითითებულია „Wolt–ის მომსახურებაში“ არის „პარტნიორის“ მიერ მოწოდებული სავარაუდო ღირებულება. „თქვენს“ შეკვეთაში მითითებული წონაზე დამოკიდებული პროდუქტის საბოლოო ფასი განისაზღვრება და დაგეკისრებათ პროდუქტის რეალური წონის მიხედვით, რომელსაც „თქვენ“ მიიღებთ. წონის სხვაობით გამოწვეული ფასის განსხვავების დასაფარად, „Wolt–ი“ დროებით დააკავებს თანხას თქვენი ბარათიდან. დროებით დაკავებული ან ჩამოჭრილი თანხის ოდენობა იქნება მაქსიმუმ 20% „თქვენს“ „შეკვეთაში“ მითითებული წონაზე დამოკიდებული პროდუქტის ღირებულებისა. იმ შემთხვევაში, თუ „თქვენს“ „შეკვეთაში“ მითითებული პროდუქტი იწონის „თქვენი“ „შეკვეთის“ დასტურში მითითებულზე ნაკლებს, „Wolt–ი“ აგინაზღაურებთ ფასის სხვაობას. თუ პროდუქტი იწონის იმაზე მეტს, ვიდრე მითითებულია „თქვენი“ „შეკვეთის“ დასტურში, „Wolt–ი“ ჩამოგაჭრით ფასთა სხვაობას წონაზე დამოკიდებული პროდუქტისთვის დროებით დაკავებული თანხიდან. დროებით დაკავებული თანხის ის ნაწილი, რომელიც არაა საჭირო ფასის სხვაობის დასაფარად, დაგიბრუნდებათ ან აგინაზღაურდეათ თქვენს ბარათზე.
7. „Wolt-ის“ კრედიტები და ტალონები
7.1. „Wolt-ის მომსახურების“ „მომხმარებლებს“ შეუძლიათ მიიღონ Wolt-ის კრედიტები ან ტალონები, მაგალითად, „Wolt-ის მომსახურებაში“ გაწევრიანებისათვის ახალი მომხმარებლების მოწვევით („რეკომენდაციის პროგრამა“). „რეკომენდაციის პროგრამის“ მიხედვით, „Wolt-მა“ შეიძლება შესთავაზოს თავის „მომხმარებლებს“ Wolt–ის კრედიტების ან ტალონების გამომუშავეის შესაძლებლობა, როგორც წამახალისებელი პრიზი მეგობრების მოწვევისთვის, რომ ისინი დარეგისტრირდნენ „Wolt“–ის ახალ „მომხმარებლებად“ და განათავსონ თავიანთი პირველი შეკვეთა „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით. თითოეული კვალიფიციური რეკომენდაციისთვის, „მომხმარებელმა“ შეიძლება მიიღოს „Wolt-ის კრედიტები და ტალონები“, რომლებიც დაზუსტებულია Wolt-ის „რეკომენდაციის პროგრამის პირობებში“. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ან შევწყვიტოთ „რეკომენდაციის პროგრამის პირობები“ ნებისმიერ დროს.
7.2 „Wolt–ის მომსახურების“ „მომხმარებლებს“ შეუძლიათ მოიპოვონ „Wolt–ის კრედიტები და ტალონები“ „Wolt“–ის მიერ დროდადრო შექმნილი წამახალისებელი კამპანიების საშუალებითაც. თქვენ ეთანხმებით, რომ წამახალისებელი შეთავაზებები: (1) შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ სამიზნე აუდიტორიისთვის, კონკრეტული მიზნისთვის და კანონიერად; (2) არ შეიძლება იყოს დუბლირებული, გაიყიდოს ან გადაცემული იქნას რაიმე გზით, ან ხელმისაწვდომი იყოს ზოგადად საზოგადოებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ღიად ნებადართულია „Wolt–ის“ მიერ; (3) დამოკიდებულია იმ სპეციალურ პირობებზე, რომლებსაც „Wolt–ი“ დაადგენს ასეთი წახალისებისთვის ან კამპანიისთვის. მაგალითად, წამახალისებელი შეთავაზებები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ კონკრეტული „მომხმარებლებისთვის“ ან შეიძლება შეიზღუდოს მათი გამოყენება სპეციალური „პარტნიორებით“ ან დღის მონაკვეთით.
7.3. „Wolt-ს“ შეუძლია ცალმხრივად განსაზღვროს „Wolt-ის კრედიტებისა და ტალონების“ გადაცემის, გამოყენებისა და მოქმედების პირობები.
7.4. რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბონუსის სახით მიღებული კრედიტებისა და ტალონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
7.5. „მომხმარებლებს“ შეუძლიათ „Wolt–ის კრედიტებისა და ტალონების“ გამოყენება თავიანთ შესყიდვებზე მხოლოდ „Wolt-ის მომსახურებაში“ და სპეციალური კამპანიის ან წახალისების სპეციალური პირობების გათვალისწინებით. „Wolt-ის კრედიტები და ტალონები“ არ შეიძლება გადაიცვალოს ნაღდ ფულში. „Wolt-ის“ „კრედიტებისა და ტალონების“, რომლებიც „თქვენ“ მიიღეთ, მოქმედების ვადა მითითებულია „Wolt–ის მომსახურებაში.“ ვადის გასვლასთან ერთად, კრედიტები და ტალონები წაიშლება „თქვენი“ ანგარიშიდან. ვადაგასული კრედიტები და ტალონები არ ექვემდებარება გამოსყიდვას და არ შეიძლება გამოყენებული იქნას რომელიმე შეკვეთისთვის.
7.6. „Wolt-ის კრედიტები და ტალონები““ გაუქმდება, თუ „Wolt-ი“ დააფიქსირებს „Wolt-ის კრედიტებისა და ტალონების“ ბოროტად გამოყენების შემთხვევას ან გაუჩნდება ეჭვი ან აღმოაჩენს, რომ „Wolt-ის კრედიტები და ტალონები“ მინიჭებული იქნა არასწორი საფუძვლით. ასეთ შემთხვევებში, „Wolt-მა“ უნდა გამოწეროს ანგარიშ-ფაქტურა იმ ოდენობის თანხაზე, რომელიც გადახდილი იქნა ასეთი „Wolt-ის კრედიტებისა და ტალონების“ გამოყენებით.
8. „შეკვეთის“ მიწოდება
8.1. თუ „მომხმარებელი“ „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით ითხოვს „შეკვეთის“ მიწოდებას, „შეკვეთა“ მიწოდებული იქნება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია „მომხმარებლის“ მიერ „Wolt-ის მომსახურებაში“. „მომხმარებელს“, ასევე, მოეთხოვება „Wolt -ის მომსახურებაში“ მიუთითოს ქუჩის მისამართი. თუ შეკვეთაში მოთხოვნილია უკონტაქტო მიწოდება, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტები მიწოდებულად ჩაითვლება, როცა ისინი დატოვებული იქნება კართან და “პარტნიორი კურიერი” „Wolt–ის მომსახურებაში“ მონიშნავს შეკვეთის სტატუსს „მიწოდებული“, რის შემდეგაც თქვენ ატარებთ შეკვეთილ პროდუქტებთან დაკავშირებულ რისკს.
8.2. „მომხმარებელს“ უნდა შეეძლოს ზარების მიღება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც „მომხმარებელმა“ მიუთითა „Wolt-ის მომსახურებაში“. თუ „მომხმარებლის“ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვერ მოხდება დაკავშირება, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს „Wolt-ის“ ან „პარტნიორის“ მიერ და „მომხმარებელს“ ან „კლიენტ ორგანიზაციას“ შეიძლება დაეკისროს „შეკვეთის“ სრული ღირებულების გადახდა, როგორც ეს აღწერილია 8.4 პუნქტში.
8.3. „მომხმარებელს“ შეუძლია მიუთითოს, რომ შეკვეთის მიწოდება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად (მიწოდების სტანდარტული მეთოდი) ან წინასწარ შეუკვეთოს და მიუთითოს მიწოდების კონკრეტული დრო, რა ფარგლებშიც ეს შესაძლებელია „Wolt–ის მომსახურებაში“ „შეკვეთის“ განთავსების დროს.
8.4. მიწოდების სტანდარტული მეთოდი: „მომხმარებელი“ უნდა იმყოფებოდეს „შეკვეთაში“ მითითებულ მიწოდების მისამართზე „შეკვეთის“ გაკეთებიდან იმ დრომდე, სანამ „შეკვეთაში“ მითითებულ პროდუქციას ჩაიბარებს. თუ „მომხმარებელი“ არ იმყოფება მის მიერ მითითებულ ადგილზე შეკვეთილი პროდუქტების მიწოდებიდან ხუთი წუთის განმავლობაში და „მომხმარებელთან“ დაკავშირება ვერ ხერხდება მიმწოდებელი „კურიერის“ მიერ დაკავშირების ორი მცდელობის შედეგად, მიწოდება შეიძლება გაუქმდეს „Wolt-ის“ ან „პარტნიორის“ მიერ და „მომხმარებელს“ ან „კლიენტ ორგანიზაციას“ შეიძლება დაეკისროს „შეკვეთის“ სრული ღირებულების გადახდა.
8.5. „წინასწარი შეკვეთის“ მიწოდება: იმისათვის, რომ მიიღოს „შეკვეთა“, „მომხმარებელი“ უნდა იმყოფებოდეს მითითებულ მისამართზე დროის მონაკვეთში, რომელიც იწყება წინასწარი შეკვეთის მიწოდების დრომდე ათი წუთით ადრე და მთავრდება მიწოდების მომენტში.
9. „შეკვეთის“ წაღება „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტიდან
9.1. თუ „მომხმარებელს“ არ შეუკვეთავს „შეკვეთაში“ მითითებული „პარტნიორის“ პროდუქტების მიწოდება, არამედ უნდა მათი წაღება „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტიდან, პროდუქტები შეიძლება იქნას წაღებული „პარტნიორის“ იმ სავაჭრო პუნქტიდან, რომელიც „შეკვეთაში“ მიუთითა „მომხმარებელმა“. „მომხმარებელი“ მიიღებს ცალკე ელექტრონულ დასტურს, როდესაც პროდუქცია მზად იქნება წასაღებად. „პარტნიორმა“ ან „Wolt-მა“ შეიძლება განსაზღვრონ „შეკვეთაში“ მითითებული პროდუქტების წაღების დროს „მომხმარებლის“ იდენტიფიცირების პირობები.
9.2. „პარტნიორმა“ უნდა შეინახოს შეკვეთილი პროდუქტი 60 წუთის განმავლობაში მას შემდეგ, რაც „პარტნიორმა“ შეატყობინა „მომხმარებელს“, რომ „შეკვეთა“ წასაღებად მზადაა. თუმცა, ეს ვალდებულება შეზღდუდულია კონკრეტული „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტის სამუშაო საათებით და „შეკვეთა“ წაღებული უნდა იქნას „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტის დახურვამდე.
10. ადგილზე მოხმარება
10.1. თუ „მომხმარებელმა“ აირჩია, რომ „შეკვეთით“ გათვალისწინებული პროდუქცია მოიხმაროს „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტში, „მომხმარებელი“ მიიღებს ცალკე ელექტრონულ დასტურს იმ მოსალოდნელი დროის შესახებ, როცა პროდუქტები მზად უნდა იყოს „პარტნიორის“ სავაჭრო პუნქტში.
11. სავარაუდო დრო
11.1. მიწოდების, წაღების ან ნებისმიერი სხვა დრო, რომელიც ეცნობება „მომხმარებელს“ „პარტნიორის“ ან „Wolt-ის“ მიერ „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით არის მხოლოდ სავარაუდო დრო. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ „შეკვეთა“ მიწოდებული იქნება ან წასაღებად ან მოხმარებისთვის მზად იქნება განსაზღვრულ დროს. პროდუქტის მიწოდების დროზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საგზაო საცობები, პიკის საათები და ამინდი.
12. ინტელექტურალური საკუთრების უფლებები
12.1. „Wolt-ის მომსახურების“ ან მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლება და შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე ყველა ნაწილი და ასლი უნდა იყოს მხოლოდ Wolt-ის ან/და მისი აფილირებული კომპანიების/ქვეკონტრაქტორების/ლიცენზიანტების ექსკლუზიური საკუთრება. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებები“ გულისხმობს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს (მათ შორის, მონაცემთა ბაზაზე და კატალოგზე უფლებებს და ფოტოებზე უფლებებს), პატენტებს, სასარგებლო მოდელებს, დიზაინზე უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს, სავაჭრო სახელწოდებას, სავაჭრო საიდუმლოებას, „ნოუ ჰაუს“ და რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ნებისმიერ სხვა ფორმას.
12.2. ეს „მომსახურების პირობები“ არ ანიჭებს „მომხმარებელს“ რაიმე სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს „Wolt-ის მომსახურებაზე“ და ყველა უფლებას, რომელიც პირდაპირ არაა მითითებული ამ დოკუმენტში, ინარჩუნებს Wolt-ი და მისი ქვეკონტრაქტორები/ლიცენზიანტები.
12.3. „ეფლი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე გამოძიებაზე, დაცვაზე, მორიგებაზე ან მოთხოვნის შესრულებაზე, რომელიც უკავშირდება iOS „Wolt-ის აპლიკაციის“ ან თქვენ მიერ მისი გამოყენების საშუალებით ნებისმიერი მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას.
12.4 „მომხმარებელი“ „Wolt–ს“ ანიჭებს საერთაშორისო, როიალტისგან თავისუფალ, ლიცენზიით და ისე გადაცემად გამოყენების, ცვლილების, ხელახალი წარმოების, გავრცელების, გამოსახვისა და გამოქვეყნების უფლებას ნებისმიერი იმ კონტენტისა, რომელიც მიწოდებულია „მომხმარებლის“ მიერ „Wolt–ის მომსახურებასთან დაკავშირებით. ასეთი კონტენტი შესაძლოა მოიცავდეს ფოტოებს, მონაცემებს, ინფორმაციას, უკუკავშირს, შეთავაზებებს, ტექსტსა და სხვა მასალას, რომელიც აიტვირთება, გამოქვეყნდება პოსტის სახით ან სხვაგვარად იქნება გადაცემული „Wolt–ის მომსახურებასთან“ დაკავშირებით.
13. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობის დამატებითი დებულებები
13.1. „Wolt-ის მომსახურება“ ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც არიან 18 ან მეტი წლის. „თქვენ“ არ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, როგორც „მომხმარებელი“, თუ „თქვენ“ არ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას.
13.2. „მომხმარებელმა“ უნდა დაიცვას ყველა შესაბამისი წესი და რეგულაცია, როდესაც ის სარგებლობს „Wolt-ის მომსახურებით“, მათ შორის, ალკოჰოლისა და თამბაქოს, სამედიცინო და სხვა ისეთი პროდუქტების შეძენის დროს, რომლებზეც ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა. თუ იმ პროდუქტების, რომლებზეც ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა, (მაგალითად, ალკოჰოლი და თამბაქოს პროდუქტები) მიწოდება დასაშვებია იმ ქვეყანაში, სადაც „მომხმარებელი“ იმყოფება, „მომხმარებელს“ შესაძლოა უარი ეთქვას ასეთი პროდუქტების მიწოდებაზე იმ შეთხვევაში, თუ ის ვერ შეძლებს წარუდგინოს „შეკვეთის“ მიმწოდებელ „Wolt-ის“ კურიერს სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ფოტოიანი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი , რომელიც ადასტურებს, რომ „მომხმარებელი“ არის პროდუქტის შეძენისათვის კანონმდებლობით მოთხოვნილი ასაკის. “მომხმარებელს” შეიძლება უარი ეთქვას იმ პროდუქტების მიწოდებაზე, რომლებზეც ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა, “მომხმარებლის” ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც (მაგ. ალკოჰოლური სასმელის მიწოდებაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ “მომხმარებელი” არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ნიშნებს ავლენს). იმ შემთხვევაში, თუ იმ პროდუქტების, რომლებზეც ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა მიწოდებაზე უარის თქმა ხდება ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, „Wolt–ს“ უფლება აქვს „მომხმარებელს“ კომპენსაციის სახით დაარიცხოს მიწოდების მომსახურების ღირებულების, მომსახურების საფასურისა და მიწოდების მომსახურებისთვის შესაძლო დამატებითი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)ორმაგი ოდენობა, რადგან საჭირო ხდება ამ პროდუქტების დაბრუნება „პარტნიორთან“.
13.3. „Wolt-ი“ მუდმივად ავითარებს „Wolt-ის მომსახურებას“ და შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს ან ამოიღოს „Wolt-ის მომსახურების“ სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ფუნქციები, პროდუქცია და „პარტნიორები“, რომლებიც ხელმისაწვდომია „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით.
13.4. „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისას „მომხმარებელი“ შეიძლება წააწყდეს შინაარსს ან ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს არასწორი, არასრული, მოძველებული, შეცდომაში შემყვანი, არალეგალური, დამამცირებელი ან სხვაგვარად საზიანო. „Wolt-ი“, ზოგადად, არ ამოწმებს „პარტნიორის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. „Wolt-ი“, არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების (მათ შორის „პარტნიორების“) ინფორმაციისთვის ან ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი გამოყენებით ან მასზე დაყრდნობით.
13.5. „თქვენ“ ან „კლიენტი ორგანიზაცია“ პასუხისმგებელი ხართ ნებისმიერი მოწყობილობის ან აღჭურვილობის (როგორიცაა ტელეფონი) მოპოვებასა და შენარჩუნებაზე და იმ კავშირებზე, რომელიც საჭიროა „Wolt-ის მომსახურებაზე“ წვდომისა და მისი გამოყენებისათვის, ასევე შესაბამის ხარჯებზე.
13.6 „მომხმარებელი“ ვალდებულია: (i) არ გამოიყენოს ან არ ეცადოს გამოიყენოს სხვა პირის Wolt-ის ანგარიში ან/და არ მოიპოვოს წვდომა სხვა პირის გადახდის მონაცემებზე „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით ან არ გამოიყენოს სხვა პირის გადახდის ბარათები „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისას, იმ პირის თანხმობის გარეშე; (ii) არ გადაიღოს ასლები, შეცვალოს ან შექმნას „Wolt-ის მომსახურებიდან“ ან ნებისმიერი მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიიდან ნაწარმოები ნამუშევრები; (iii) არ განახორციელოს საინჟინრო ანალიზი, დეკომპილაცია, დაშლა, გაშიფვრა ან სხვაგვარად არ ეცადოს, რომ მოიპოვოს „Wolt-ის მომსახურების“ ან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, ან მისი ნებისმიერი ნაწილის საწყისი კოდი; (iv) არ წაშალოს „Wolt-ის მომსახურებაში“ შენახული ნებისმიერი საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნის ან საკუთრების უფლების შემცველი ცნობები; (v) არ წაშალოს, დაფაროს ან გააბუნდოვანოს „Wolt-ის მომსახურებაში“ არსებული ნებისმიერი რეკლამა; (vi) არ შეაგროვოს, გამოიყენოს, გადაიღოს ასლები და არ გადასცეს „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია Wolt-ის თანხმობის გარეშე; (vii) არ გამოიყენოს ბოტები ან სხვა ავტომატიზებული საშუალებები „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისთვის; (viii) არ შექმნას Wolt-ის ანგარიში ყალბი მონაცემების ან სხვა პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით; ან (ix) არ შევიდეს „Wolt-ის მომსახურებაში“ სხვა საშუალებით გარდა იმ ინტერფეისებისა, რომელიც უზრუნველყოფილია Wolt-ის მიერ, როგორებიცაა „Wolt-ის აპლიკაცია“ და „Wolt-ის ვებ–გვერდი“.
13.7. „Wolt-ს“ აქვს დისკრეციული უფლებამოსილება დაუყოვნებლივ ამოშალოს „მომხმარებელი” „Wolt-ის მომსახურებიდან” ან/და უარი თქვას ან გააუქმოს მისი „შეკვეთები”, იმ შემთხვევაში,როდესაც „მომხმარებელი“ (i) ბოროტად იყენებს „Wolt-ის მომსახურებას“ ან ზიანს აყენებს „Wolt-ის მომსახურებას“ ან „პარტნიორს“ ან Wolt-ს ან Wolt-ის დასაქმებულებს; (ii) Wolt-ს აქვს გონივრული ეჭვი, რომ “მომხმარებლის“ მხრიდან ადგილი აქვს თაღლითობას „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისას; (iii) „მომხმარებელი“ განათავსებს ცრუ „შეკვეთას“ (მაგალითად, არ იხდის საფასურს ან არ იმყოფება მიწოდების ან წაღების ადგილზე „შეკვეთის“ მისაღებად) ან სხვაგვარად არ ასრულებს ამ „მომსახურების პირობებით“ გათვალისწინებულ თავის ვალდებულებებს; (iv) არსებობს გონივრული ეჭვი “შეკვეთის“ სისწორესთან ან მის ნამდვილობასთან დაკავშირებით. თუ Wolt-ი გააუქმებს „შეკვეთას“, რომლის საფასურიც უკვე გადახდილია, Wolt-მა უნდა გადარიცხოს ეს თანხა მომხმარებლის იმავე ანგარიშზე ან „ანგარიში – Wolt-ი სამსახურში“–ს იმ ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა გადახდა „მომხმარებლის“ მიერ.
13.8. „მომხმარებელთა“ შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამმუშავებლები არიან შპს “ვოლტ ჯორჯია“ და Wolt Enterprises Oy, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს სხვაგვარადაა განსაზღვრული. შპს „ვოლტ ჯორჯია“–მ და Wolt Enterprises Oy-მ უნდა დაამუშავოს „მომხმარებლისგან“ შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების“ შესაბამისად.
13.9. „მომხმარებელი“ უნდა ემორჩილებოდეს ხელშეკრულების მესამე პირებისათვის განკუთვნილ შესაბამის პირობებს, როდესაც იყენებს „Wolt-ის აპლიკაციას“ ან „Wolt-ის მომსახურებას“.
13.10. „მომხმარებელი“ გარანტიას იძლევა, რომ (1) ის არ იმყოფება ქვეყანაში, რომელზეც აშშ–ის მთავრობის ემბარგოა დაწესებული ან რომელიც აშშ–ის მთავრობის მიერ აღიარებულია, როგორც „ტერორისტების მხარდამჭერი“ ქვეყანა; და (2) ის არ არის აშშ–ის მთავრობის მიერ აკრძალულ ან შეზღუდულ პირთა სიაში.
14. მოქმედების ვადა და შეწყვეტა
14.1. ეს „მომსახურების პირობები“ „Wolt-სა“ და „მომხმარებელს“ შორის მოქმედებს, როგორც მავალდებულებელი ძალის მქონე ხელშეკრულება, შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებამდე, სანამ „მომხმარებელი“ სარგებლობს „Wolt-ის მომსახურებით“.
14.2. „მომხმარებელს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობა. „Wolt-ს“ შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს „Wolt-ის მომსახურების“ მიწოდება დროებით ან სამუდამოდ.
15. ნაკლი და საჩივრები
15.1. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „Wolt-ის მომსახურება“ შეიძლება ნებისმიერ დროს შეფერხდეს ან სამუდამოდ შეწყდეს. „Wolt-ის მომსახურება“ შეიძლება ასევე დროებით შეჩერდეს. ნუ გამოიყენებთ „Wolt-ის მომსახურებას“ რაიმე ინფორმაციის შესანახად. მიუხედავად იმისა, რომ „Wolt-ი“ გონივრულ ზომებს იღებს იმისთვის, რომ ჩვენი პლატფორმა და მომსახურება(მათ შორის, ახალი ან/და დროებითი მომსახურება, როგორიცაა უკონტაქტო მიწოდება, ახალი ტექნოლოგიით მიწოდება ან ახალი კატეგორიის პროდუქტების მიწოდება) შეცდომების გარეშე განხორციელდეს, „Wolt-ი“ არ გაძლევთ რაიმე დაპირებას ან გარანტიას „Wolt–ის მომსახურების“, მისი მახასიათებლების ან Wolt–ის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურების საიმედოობის, ფუნქციონირებადობის, დროულობის, ხარისხის ან შესაბამისობის თაობაზე. „Wolt-ი“ არ გპირდებათ და არ გაძლევთ გარანტიას არაფერზე, რაც პირდაპირ არაა გათვალისწინებული ამ „მომხმარებელთა მომსახურების პირობებით“.
15.2. „პარტნიორი“ მხოლოდ თავადაა პასუხისმგებელი „Wolt–ის მომსახურების“ საშუალებით გაყიდული მათი პროდუქტის შიგთავსზე, ხარისხზე, უსაფრთხოებასა და შეფუთვაზე და აქვს კანონისმიერი ნაკლზე პასსუხისმგებლობა მათი პროდუქტებისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. „მომხმარებელმა“, რომელმაც აღმოაჩინა „ნასყიდობის ხელშეკრულების“ შესრულების ხარვეზები, დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს პრეტენზია „Wolt-თან“ ან პირდაპირ „პარტნიორთან“, აღნიშნული ხარვეზების ნათლად აღწერით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „Wolt–მა“ ან „პარტნიორმა“ შეიძლება გთხოვოთ პროდუქტის ფოტოს გაგზავნა იმისათვის, რომ დოკუმენტირებული და შემოწმებული იქნას ნაკლი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ნაკლის ან შეუსაბამობის არსებობა „თქვენს“ შეკვეთილ პროდუქტებთან დაკავშირებით, „თქვენ“ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გახვიდეთ ხელშეკრულებიდან.
15.3. „პარტნიორი“ დამოუკიდებლადაა პასუხისმგებელი „შეკვეთის“ შემცველობას, მის მომზადებასა და შეფუთვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეფექტისათვის ან „ნასყიდობის ხელშეკრულების“ შესრულებაში სხვა ხარვეზებისათვის. Wolt არ არის პასუხისმგებელი „Wolt–ის მომსახურებაში“ „პარტნიორის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე და არ იძლევა რაიმე გარანტიას პროდუქტის ხელმისაწვდომობის, ხარისხის ან შესაბამისობის თაობაზე. „პარტნიორის“ ვალდებულებები და „შეკვეთის“ ნაკლზე პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება მე–16 მუხლით.
15.4. „ეფლი“ არ არის ვალდებული უზრუნველყოს „Wolt-ის აპლიკაციის“ ტექნიკური მომსახურება ან მხარდაჭერა. თუ რაიმე ტექნიკური მომსახურება ან მხარდაჭერაა საჭირო შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ, და არა „ეფლი“, ვართ ვალდებული უზრუნველვყოთ ასეთი ტექნიკური მომსახურება ან მხარდაჭერა. თუ არსებობს რაიმე გარანტია კანონის თანახმად, რომელზე უარის თქმაც არ შეიძლება, მხოლოდ ჩვენ, და არა „ეფლი“ ვართ პასუხისმგებელი ასეთ გარანტიაზე. ჩვენ, და არა „ეფლი“, ვართ პასუხისმგებელი ვუპასუხოთ „მომხმარებლის“ ან ნებისმიერი მესამე პირის პრეტენზიას iOS „Wolt-ის აპლიკაციასთან“ ან „მომხმარებლის” მიერ iOS „Wolt-ის აპლიკაციის“ ფლობას ან/და გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ: (i) საქონელზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიები; (ii) ნებისმიერი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ iOS “Wolt-ის აპლიკაცია“ არ შეესაბამება რომელიმე კანონის ან მარეგულირებელ მოთხოვნებს; და (iii) პრეტენზიები, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის დაცვასთან, კონფიდენციალურობის დაცვასთან ან კანონის მსგავს მოთხოვნებთან, მათ შორის iOS „Wolt-ის აპლიკაციის მიერ“ HealthKit და HomeKit პროგრამების გამოყენებასთან.
16. „პარტნიორის“ ვალდებულებები და კანონისმიერი გარანტია
16.1 „პარტნიორი“ ვალდებულია უზრუნველყოს, რომ „მომხმარებლისთვის“ მიწოდებული პროდუქტები შეესაბამებოდეს „Wolt-ის მომსახურებაში“ მითითებულ აღწერილობას და გააჩნდეს „Wolt-ის მომსახურებაში“ მითითებული მახასიათებლები.
16.2 თუ პროდუქცია ნაკლის მქონე აღმოჩნდა, „მომხმარებელს“ უფლება აქვს, „პარტნიორს“ მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. „მომხმარებელს“ არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.
16.3 პროდუქტის შეკეთება და შეცვლა „მომხმარებლის“ პირველი რიგის უფლებებია. „მომხმარებელს“ უფლება აქვს, „პარტნიორს“ მოსთხოვოს პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. პროდუქტის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს „პარტნიორის“ მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 16.4 პროდუქცია შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ „მომხმარებელს“ არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა.
16.5 „მომხმარებელს“ უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტების ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) პროდუქციის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) „პარტნიორმა“ პროდუქცია გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და „მომხმარებელმა“ ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) „პარტნიორის“ მიერ პროდუქტის შეკეთება ან შეცვლა „მომხმარებელს“ მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
16.6 „მომხმარებელს“ უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
16.7 „მომხმარებელს“ უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
16.8 თუ „მომხმარებელმა“ პროდუქციის ნაკლი პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი „პარტნიორს“ ეკისრება. თუ „მომხმარებელმა“ საქონლის ნაკლი პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა პროდუქციის მიწოდებისას, „მომხმარებელს“ ეკისრება.
17. გამოსაყენებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
17.1. ეს „მომსახურების პირობები“ ექვემდებარება და განიმარტება იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სადაც „მომხმარებელი“ იმყოფება.
17.2. თუ „თქვენ“ ხართ „მომხმარებელი“, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ვერ ჩამოგერთმევათ თქვენი ქვეყნის მომხმარებელთა სავალდებულო დაცვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლებები.
17.3. ამ „მომსახურების პირობებიდან“ წარმოშობილი დავები უნდა გადაწყდეს იმ ქვეყნის სასამართლოების მიერ, სადაც იმყოფება „მომხმარებელი“. „მომხმარებელს“ ყოველთვის აქვს შესაძლებლობა მიმართოს შესაბამის სასამართლოს იმ ქვეყანაში, სადაც მას აქვს იურიდიული მისამართი. თუ თქვენ ხართ „მომხმარებელი“, რომელიც იმყოფება ევროკავშირის ტერიტორიაზე, თქვენ და „Wolt-ს“ შეგიძლიათ გამოიყენოთ „დავების ონლაინ მოგვარების“ პლატფორმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი დავების გადასაწყვეტად. ეს პლატფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე ec.europa.eu/odr. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
18. ცვლილებები
18.1. ამ „მომსახურების პირობებში“ შესაძლებელია შევიდეს ცვლილებები.
18.2. „მომხმარებლის მომსახურების პირობების“ შეცვლილი რედაქცია „Wolt-მა“ უნდა გამოაქვეყნოს „Wolt–ის ვებ-გვერდზე“. „Wolt-მა“ უნდა შეატყობინოს „მომხმარებელს“ არსებითი ცვლილებების შესახებ „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით ან ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც „მომხმარებელი“ უთითებს „Wolt-ის მომსახურებაში“. თუ „მომხმარებელი“ არ ეთანხმება „Wolt-ის“ „მომსახურების პირობების“ რომელიმე ცვლილებას, მან უნდა შეწყვიტოს „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობა.
19. უფლების გადაცემა
19.1. „Wolt-ი“ უფლებამოსილია წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თავისი ყველა და ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს შვილობილ კომპანიას ან უფლებამონაცვლეს ან მისი „Wolt-ის მომსახურებასთან“ დაკავშირებული ბიზნეს აქტივების შემძენს ან შემსყიდველს „მომხმარებლის“ წინასწარი თანხმობის გარეშე.
19.2. „მომხმარებელი“ არ არის უფლებამოსილი წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული თავისი რომელიმე უფლება ან ვალდებულება გადასცეს ვინმეს სრულად ან ნაწილობრივ.
განახლებულია 2024 წლის 16 ოქტომბერს