Wolt - ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება

Wolt-ი მონაცემთა დაცვის საკითხს სერიოზულად ეკიდება. კონფიდენციალურობა და ინფორმაციის დაცვა Wolt–ისათვის პრიორიტეტულია. ეს „კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება“ აღწერს ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით იმისათვის, რომ თქვენი კონფიდენციალურობა დაცული იყოს ჩვენი მომსახურებებით სარგებლობისას.

Wolt Enterprises Oy, ქვეყნების მიხედვით ადგილობრივი Wolt კომპანიები და DoorDash Inc., რომლებიც ეკუთვნიან კომპანიათა ერთსა და იმავე ჯგუფს (Wolt-ი, „ჩვენ“) ამუშავებენ „Wolt”-ის აპლიკაციის საშუალებით შეკვეთილი Wolt-ის საკვებისა და საცალო ვაჭრობის „მომხმარებლებისა“და სხვა Wolt–ის მიწოდების პროდუქტებისა და მომსახურების „მომხმარებლების“, ასევე, ვებ-გვერდის:wolt.com(„ვებ-გვერდი“) ვიზიტორების პერსონალურ მონაცემებს.

ამ „კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში“ ტერმინი „Wolt-ის მომსახურება“ ნიშნავს Wolt-ის ვებ-გვერდს, „Wolt-ის აპლიკაციასა“ და სხვა მომსახურებებს, რომლებსაც Wolt აწვდის „მომხმარებლებს“. „მომხმარებელი“ან „თქვენ“ ნიშნავს ორივეს, ჩვენსა და ჩვენი ჯგუფის კომპანიების კლიენტებს, Wolt-ის მიწოდების მომსახურების მომხმარებლებს, წარმომადგენლებსა და სხვა ჩვენი კლიენტი ორგანიზაციების ავტორიზებულ მომხმარებლებს, პოტენციურ კლიენტებსა და„Wolt-ის მომსახურების“მომხმარებლებს. ჩვენი „კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება“განმარტავს, მაგალითად, ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა ტიპებს, თუ როგორ ვამუშავებთ მათ და როგორ შეგიძლიათ თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს თქვენი უფლებებით სარგებლობა (მაგალითად, გასაჩივრების უფლება, წვდომის უფლება).

ზოგიერთი ჩვენი მომსახურება შესაძლოა დაექვემდებაროს ცალკე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ გამოვაქვეყნებთ ცალკეული კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ვრცელდება კონკრეტულ მომსახურებაზე.

„Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება“ შესაძლოა პერიოდულად განახლდეს მონაცემთა დამუშავების პრაქტიკაში არსებული ცვლილებების ასახვის ან სხვა მიზნით. ამჟამად მოქმედი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე. თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩვენ არ შევიტანთ არსებით ცვლილებებს წინამდებარე „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში“და არ შევზღუდავთ მომხმარებლების უფლებებს ამ დოკუმენტით.

1. მონაცემთა დამმუშავებელი (დამმუშავებლები)

წინამდებარე „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება“ ვრცელდება Wolt-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.Wolt არის DoorDash Inc.-ის, ტექნოლოგიური კომპანიის, რომლის მისამართია 303 2nd St, Suite 800, სან– ფრანცისკო, კალიფორნია 94107, აშშ.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, Wolt Enterprises Oy და ადგილობრივი Wolt ჯგუფის კომპანიები მოქმედებენ, როგორც „მომხმარებლის“ პერსონალურ მონაცემთა ერთობლივი დამმუშავებლები. ეს ნიშნავს, რომ Wolt Enterprises Oy და ადგილობრივი Wolt ჯგუფის კომპანია ერთობლივად ადგენენ მიზნებსა და საშუალებებს, რომლითაც უნდა განხორციელდეს პერსონალურ მონაცემთა დამუშავება.

იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში, ადგილობრივი Wolt ჯგუფის კომპანია არის – Wolt Georgia LLC, ჩუღურეთის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზირი N61, 0179 თბილისი, საქართველო.

Wolt Enterprises Oy, ასევე, პასუხისმგებელია იმისათვის, რომ განიხილოს მონაცემთა სუბიექტების ყველა მოთხოვნა და Wolt-ის ჯგუფის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შეკითხვები ადგილობრივი მონაცემთა დამმუშავებლების სახელით.

Wolt, ასევე, უზრუნველყოფს მიწოდებას, როგორც მომსახურებას სხვა კომპენიებისთვის (მაგალითად, Wolt Drive API და eCommerce integrations). ასეთ შემთხვევაში, Wolt არის უფლებამოსილი პირი დამუშავების ისეთ საკითებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მიწოდების დავალების მიღება, მართვა და შესრულება, ისევე, როგორც კომპანიასთან კომუნიკაცია და მიწოდების დადასტურება.

2. Wolt-ის საკონტაქტო მონაცემები

Wolt Enterprises Oy

ბიზნესის საიდენტიფიკაციო ნომერი: 2646674-9

ფაქტობრივი მისამართი: არკადიატკატუ 6, ჰელსინკი, 00100, ფინეთი

ელექტრონული ფოსტის მისამართი: support@wolt.comwolt.com/ka/geo

მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ვოლტმა დანიშნა მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელთან დაკავშირებაც შეგიძლიათ ზემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით ან წერილის გაგზავნით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე privacy@wolt.com.

3. დამუშავებული პერსონალური მონაცემები და მონაცემთა წყაროები

ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც საჭირო და შესაბამისია დამუშავების კონკრეტული მიზნისათვის. ჩვენს მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დაიყოს 2 ძირითად მონაცემთა კატეგორიად: „მომხმარებლის მონაცემები“ და „გამოყენების მონაცემები“.

„მომხმარებლის მონაცემები“

„მომხმარებლის მონაცემები “წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ვაგროვებთ პირადად თქვენგან ან ჩვენი „კლიენტი ორგანიზაციისგან“, რომლის მეშვეობითაც თქვენ სარგებლობთ „Wolt-ის მომსახურებით“ („ლიენტი ორგანიზაცია“) გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ „მომხმარებელთა მონაცემები“ ჩვენი „მომხმარებლებისგან“ ან „კლიენტი ორგანიზაციებისგან“ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, მომსახურების ხელშეკრულების „კლიენტ ორგანიზაციასთან“ დადების შემდეგ ან როდესაც „მომხმარებელი“ დარეგისტრირდება „Wolt-ის მომსახურება“-ზე, გამოიწერს ნიუსლეთერს ან შეავსებს ფორმას.

შემდგომში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ასევე ვაგროვებთ ნებისმიერი ტრანზაქციისა და გადახდის დეტალებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ „Wolt-ისმომსახურებით“ სარგებლობისას.

„მომხმარებლის მონაცემები“, რომლებიც საჭიროა „Wolt-ისმომსახურებით“ სარგებლობისათვის

ჩვენ მიერ შემდეგი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება აუცილებელია თქვენსა და ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულების სათანადოდ შესრულებისთვის, აგრეთვე, „კლიენტი ორგანიზაციების“ წინაშე ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ჩვენი კანონიერი ინტერესისთვის და იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები.

ჩვენსა და„კლიენტ ორგანიზაციას“ შორის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „კლიენტი ორგანიზაცია“გვაწვდის თქვენს სახელს, გვარსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

როდესაც თქვენ რეგისტრირდებით „Wolt-ის მომსახურება“-ზე და ქმნით მომხმარებლის ანგარიშს, უნდა მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

● სახელი და გვარი

● ტელეფონის ნომერი

● ელექტრონული ფოსტის მისამართი

● ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი გადახდის დოკუმენტის(ებ)-ს, როგორიცაა თქვენი გადახდის დოკუმენტის(ებ)-ის რაოდენობა და მათი ვადის გასვლის თარიღი (საჭიროა საკვების და სხვა პროდუქტების „Wolt-ის მომსახურებით“ შესაკვეთად, თუმცა არ ინახება Wolt-ის მიერ, ვინაიდან Wolt-ი გადახდის ოპერაციებისთვის იყენებს მესამე პირს–გადახდის მომსახურების პროვაიდერს).

„მომხმარებლის მონაცემები“ , რომლებსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისას

თქვენი როგორც მომხმარებლის ან კლიენტის გამოცდილება შესაძლოა გაუმჯობესდეს ჩვენთვის შემდეგი ინფორმაციის მოწოდებით:

ანგარიშის დამატებითი ინფორმაცია:

  • ფოტოსურათი

  • მიწოდების მისამართი

  • ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები (თუ თქვენ დათანხმდებით თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემის დამუშავებაზე)

  • პარტნიორის სპეციალური ბონუს ბარათი ან ლოიალურობის პროგრამაში მონაწილეობა, თუ ეს ეხება თქვენს ქვეყანას

  • როცა ხდება ასაკობრივ შეზღუდვას დაქვემდებარებული პროდუქტების შეკვეთა: ასაკი, და

  • სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას ან მოგვიანებით, როდესაც ახდენთ თქვენი პროფილის ცვლილებას

სხვა ინფორმაცია. ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ აგრეთვე თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული სხვა ინფორმაცია, როგორიცაა:

  • ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება თქვენს შეკვეთებს Wolt–ის ან „Wolt-ის მომსახურების“ საშუალებით (მაგალითად, შესყიდული ნივთები, სპეციალური მითითებები, შეკვეთის თარიღი და დრო, შეკვეთის სრული ღირებულება და შეკვეთის სხვა ისტორია)

  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით შეფასების, კომენტარების ან გამოკითხვაზე პასუხის ფორმით

  • რჩეული რესტორნები ან მწარმოებლები და სხვა პრიორიტეტები,

  • მარკეტინგული შეტყობინებების გამოწერა და გაუქმება (Opt–ins and opt-outs) და

  • ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით ან ჩვენი ჩატის კორესპონდეციის მეშვეობით, მათ შორის, ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ თქვენ მიერ ჩვენს კლიენტთა მომსახურებასთან განხორციელებული ზარების ჩაწერით.

თქვენი და “კლიენტი ორგანიზაციის“ მიერმოწოდებული მომხმარებლის მონაცემების გარდა, ჩვენ მიერ ხდება მესამე პირის– მომსახურების პროვაიდერის მიერ თქვენზე მოწოდებული მონაცემების დამუშავებაც. მაგალითად, კორპორატიული მომხმარებლების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ კომპანიის საკონტაქტო პირის მონაცემები, რათა შესაძლებელი გახდეს კომპანიასთან კომუნიკაცია და მარკეტინგი, ისევე, როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვა. ასეთი მონაცემები თავდაპირველად მოიპოვება საჯარო წყაროებიდან, როგორიცაა ადგილობრივი კომერციული რეესტრები, კომპანიებიდან, რომლებიც ასეთ საინფორმაციო მომსახურებას ეწევიან ან თავად კომპანიებიდან (კორპორატიული მომხმარებლებისგან).

თუ თქვენი შეკვეთა მოიცავს პროდუქტებს ან მომსახურებას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა სენსიტიური (განსაკუთრებული კატეგორიის) პერსონალური მონაცემები, Wolt–მა უნდა დაამუშაოს ასეთი მონაცემები იმისათვის, რომ თქვენ მოგაწოდოთ „Wolt-ის მომსახურება“. შეკვეთის შემადგენლობის გარდა ეს შეიძლება, ასევე, მოიცავდეს მაგალითად, სამედიცინო რეცეპტის მონაცემებს, იმ წამლების შემთხვევაში, რომელიც რეცეპტით გაიცემა. Wolt იღებს ნებისმიერ დამატებით დაცვით ზომას, რომელიც ასეთი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვისაა გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობითა და რეგულაციებით. თუ შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით ასეთი რამ არის მოთხოვნილი, Wolt–ი გთხოვთ ცალკე თანხმობას ასეთი ტიპის პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის და თქვენ შეგიძლიათ გაიხმოთ ასეთი თანხმობა ნებისმიერ დროს თქვენი პროფილის პარამეტრებიდან ან Wolt–ის მხარდაჭერასთან შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: support@wolt.com დაკავშირების საშუალებით.

თუ თქვენ დაუკავშირდებით ან შეხვალთ თქვენს ანგარიშზე „ფეისბუქის“ (Facebook) მეშვეობით, „ფეისბუქი“ ჩვენ გაგვიზიარებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი პროფილის ფოტო, თქვენს რამდენიმე „ფეისბუქ“ მეგობარს და თქვენი„ფეისბუქ“-ის საიდენტიფიკაციო ნომერს. სანამ Wolt–ს აქვს თავისი გვერდი Facebook-ზე, Wolt და Facebook თქვენი პერსონალური მონაცემების ერთობლივი დამმუშავებლები არიან. Facebook–ზე მონაცემების დამუშავების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომიაMeta–ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში.

გამოყენების მონაცემები

გამოყენების მონაცემები ჩნდება „მომხმარებლის“ „Wolt–ის მომსახურებასთან“ ინტერაქციისას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც წესი არ ვიყენებთ „გამოყენების მონაცემებს“ რათა მოვახდინოთ, თქვენი, როგორც ინდივიდის იდენტიფიცირება, თქვენი ამოცნობა კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს მათ მიხედვითაც, ცალკე ან „მომხმარებლის მონაცემებთან“ ერთად. ასეთ დროს, „გამოყენების მონაცემები“ შესაძლოა ჩაითვალოს პერსონალურ მონაცემებად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩვენ აქედან გამომდინარე მოვეპყრობით მას, როგორც პერსონალურ მონაცემებს.

როდესაც თქვენ სტუმრობთ ან უკავშირდებით „Wolt-ის მომსახურებას“ ჩვენ შეგვიძლია ავტომატურად შევაგროვოთ შემდეგი „გამოყენების მონაცემები“ :

  • ინფორმაცია, რომელიც აღწერს თქვენს მოწყობილობასან ვებ-ბრაუზერს და Wolt–ის აპლიკაცია, მათი ვერსიები, მახასიათებლები, შესაძლებლობები და პარამეტრები

  • ინფორმაცია თქვენი ოპერატორის, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის შესახებ და ქსელური კავშირის ტიპი, მათ შორის IP მისამართი

  • თქვენი მოწყობილობის მიერ, აპლიკაციების მომწოდებლების ან რეკლამის განმახორციელებელი მესამე პირების მიერ უზრუნველყოფილი იდენტიფიკატორები ან იდენტიფიკატორები, რომლებსაც ჩვენ თავად ვქმნით

  • ინფორმაცია ქვეყნის, ადგილის, სასაათო სარტყელის და IP გეოლოკაციის შესახებ

  • საიდან გადახვედით თქვენ ბმულის საშუალებით „Wolt–ის მომსახურების“ გვერდზე და ბმულები, რომლებზეც თქვენ გადახვედით „Wolt–ის მომსახურებიდან“

  • „Wolt-ისმომსახურებასთან“ ურთიერთობისა და მისი გამოყენების დეტალები. ეს მოიცავს , მაგალითად, გამოყენების ნიმუშს, რომელ მახასიათებლებს იყენებთ, რეკლამებს, კონკრეტულ კამპანიაში მონაწილეობას და შთაბეჭდილებებს და ინტერაქციას დაინფორმაციას გაკეთებული შეკვეთების შესახებ

  • მონაცემები თვალყურის დევნებისა და აღრიცხვის ტრანზაქციებისთვის, რომლებსაც გვაწვდიან ჩვენი სარეკლამო პარტნიორები, მათ შორის დროის აღმრიცხველები (timestamps) და სხვა ზემოხსენებული იდენტიფიკატორები

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აკონტროლოთ თქვენი მოწყობილობის სარეკლამო და ანალიტიკური იდენტიფიკატორები, იხილეთ ქვემოთ „ქუქი ფაილებისა და სხვა ტექნიკის“ განყოფილებაში.

ქუქიფაილები (Cookies) და სხვა ტექნიკა

როდესაც „მომხმარებლები“ სტუმრობენ „Wolt-ისმომსახურებას“ ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტექნიკას „გამოყენების მონაცემებისა“ და სხვა ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვისათვის, მათ შორის ქუქიფაილებს (cookies), ვებ–გვერდების მონაცემების შემნახველებს და აპლიკაციის ტელემეტრიას.

Cookies ფაილები და ვებგვერდების სხვა მონაცემები ინახება თქვენს მოწყობილობაში და საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ „Wolt-ის სერვისების“ ვიზიტორების იდენტიფიცირება, გავაუმჯობესოთ „Wolt-ის სერვისებით“ სარგებლობის გამოცდილება და, ამასთან, შევქმნათ ჩვენი ვიზიტორების შესახებ ერთიანი ინფორმაცია. აღნიშნული გვეხმარება „Wolt-ის სერვისების“ გაუმჯობესებასა და ჩვენი „მომხმარებლების“ უკეთ მომსახურებაში. Cookies ფაილები და ვებგვერდების სხვა მონაცემები არ დააზიანებს თქვენს მოწყობილობას ან ფაილებს. ჩვენ ვიყენებთ Cookies ფაილებს და ვებგვერდების სხვა მონაცემებს იმისთვის, რომ მოვახდინოთ „Wolt-ის სერვისების“ და მისაწოდებელი ინფორმაციის „მომხმარებლების“ ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგება.

თქვენ შეიძლიათ მართოთ თქვენ მიერ გაკეთებული ქუქი ფაილების არჩევანიაქ.

„მომხმარებლებს“ შეუძლიათ დააყენონ თავიანთი ვებ-ბრაუზერი ისე, რომ უარი თქვას ქუქიფაილებზე. მაგალითად, შემდეგი ბმულები გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალოთ ქუქი ფაილებისა და სხვა ვებ მონაცემების პარამეტრები ზოგიერთ პოპულარულ ვებ-ბრაუზერზე:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „ქუქიფაილების“ გამოყენებაზ ეუარის თქმამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს „Wolt-ის მომსახურების“ ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვოდმობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

„Wolt-ის მომსახურება“იყენებს ფსევდონიმიზაციას, რომელიც თქვენ მიერ აპლიკაციისა და მომსახურების გამოყენების, შეთავაზებების დადგენისა და პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

Wolt, ასევე იყენებს მხოლოდ–სეანსისას გამოყენებად მესამე პირების თვალყურის დევნების (session-only 3rd –party tracking) ტექნიკებს ჩვენი სარეკლამო პარტნიორების მიერ ინიცირებული გარიგებების შემოწმებისა და აღრიცხვისათვის.

თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი ქუქი ფაილების არჩევანი ჩვენს ვებ–გვერდზე არსებული ქუქი ფაილების ბანერის საშუალებით.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ მართოთ თქვენი კომუნიკაცია და სხვა კონფიდენციალურობის პარამეტრები Wolt–ის აპლიკაციის საშუალებით.

Wolt-ის ვიზიტორის იდენტიფიკატორი შეიძლება გამოირთოს iOS და Android მობილურ მოწყობილობებზე თქვენი პარამეტრების ცვლილებით: (iOS–ისთვის: პარამეტრები ->Wolt -> Wolt-ის პარამეტრები -> თვალყურის დევნების შეზღუდვა, და Android–ისთვის: Wolt- ის აპლიკაცია -> პროფილი -> პარამეტრების ღილაკი ზედა მარჯვენა კუთხეში)

ზოგადად, სარეკლამო იდენტიფიკატორები შეიძლება გამოირთოს iOS მობილური მოწყობილობებზე გრაფის „შეზღუდე რეკლამებზე თვალყურის დევნება“ - (Limit Ad Tracking tab) გააქტიურებით (პარამეტრები -> კონფიდენციალურობა -> რეკლამირება -> რეკლამებზე თვალყურის დევნების შეზღუდვა). ზოგადი მიმოხილვისა და სარეკლამო იდენტიფიკატორზე მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ„ეფლ“-ის (Apple) რეკლამირებისა და კონფიდენციალურობის გვერდი (Apple Advertising and Privacy site).

Wolt იყენებს ანალიტიკისა და ტელემეტრიის პროვაიდერ სხვადასხვა მესამე პირებს, მარკეტინგის ან აფილირებულ პარტნიორებს და სხვა მომსახურებებს, რომლებიც ინტეგრირებულია ჩვენს კლიენტის კომპიუტერულ პროგრამაში, რომელიც ჩამოთვლილია ქვემოთ:

სახელი

პარტნიორი

მიზანი

პარტნიორის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Google Analytics

Google

ვიზიტორების და გამოყენების ანალიტიკა

Link

Google AdSense

Google 

რეკლამის ტარგეტირება

Link

Google Tag Manager

Google

ანალიტიკა და ანგარიშგება

Link

Upwave

Upwave

ანალიტიკა, მარკეტინგი და Wolt-ის აპლიკაციის ანგარიშები 

Link

AppsFlyer

AppsFlyer

ანალიტიკა, მარკეტინგი და Wolt-ის აპლიკაციის ანგარიშები

Link

hCaptcha

Intuition Machines, Inc.

ბოტების დეტექცია, თავიდან აცილება და დარეპორტება

Link

Bugsnag

SmartBear Software Inc.

შეცდომების გამოვლენა და შესწორების თვალყურის დევნება ვებგვერდებზე და აპლიკაციაში

Link

Facebook Graph API

Meta

რეკლამების მართვა

Link

Facebook Pixel

Meta

რეკლამების კონვერტაციის მეთვალყურეობა

Link

Firebase

Firebase

მობილური და ვებ აპლიკაციების დეველოპმენტის პლატფორმა

Link

Intercom

Intercom

CS-თან ჩატი

Link

Ravelin

Ravelin

თაღლითობის საწინააღმდეგო

Link

Riskified

Riskified

გადახდებთან დაკავშირებული თაღლითობისგან დაცვა

Link

Adform

Adform

ონლაინ რეკლამების განთავსება და მართვა 

Link

Floodlight

Floodlight

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

Microsoft Clarity

Microsoft

მომხმარებელთა სითბური რუკების ანალიზი

Link

Interspace

Interspace (Accesstrade)

აფილირებული მარკეტინგის პლატფორმა

Link

Microsoft Bing

Microsoft

საძიებო სისტემა

Link

Iterable

Iterable

მარკეტინგის ავტომატიზაცია

Link

LinkedIn InsightTag

LinkedIn Marketing Solutions

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

Taboola Pixel

Taboola

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

TradeDoubler

TradeDoubler

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

Twitter Universal Website Tag

Twitter Ads

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

Yahoo

Yahoo

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

Reddit Pixel

Reddit Ads

რეკლამის/კონვერტაციის მონიტორინგი

Link

Sentry

Sentry.io

ფუნქციონალური პროგრამული უზრუნველყოფა

Link

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა ზემოხსენებული პლატფორმა მუდმივად და ყველა ბაზარზეარ გამოიყენება.

4. დამუშავების მიზნები და საფუძვლები

ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც საჭიროა და შეესაბამება კონკრეტულ დამუშავების მიზნებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნებიდან და სამართლებრივი საფუძვლებიდან ერთი ან რამდენიმე შეიძლება ვრცელდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაზე.

პირველ რიგში, Wolt-იახდენსთქვენიპერსონალურიმონაცემებისდამუშავებას, რათაშეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები თქვენ წინაშე ან კლიენტი ორგანიზაციების წინაშე, მაგალითად, იმ ფარგლებში, რაც საჭიროა იმისათვის, რომ:

  • შეძლოს თქვენთვის „Wolt-ის მომსახურების“ შემოთავაზება თქვენსა და Wolt-თან „კლიენტ ორგანიზაციასა“ და Wolt-ს შორის, Wolt დრაივის მომხმარებელსა და Wolt–ს შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში;

  • შეასრულოს თქვენსა და Wolt–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და იმ მიზნით, რომ მართოს და მოგაწოდოთ თქვენი „შეკვეთა“, ასევე, დაგიკავშირდეთ პირობების, კონფიდენციალურობის პოლიტიკის ან სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, რომლებიც უკავშირდება ხელშეკრულებას;

  • დაამუშაოს თქვენი გადახდები ან თანხის უკან დაბრუნების საკითხები (შესაბამის შემთხვევაში) და მიაწოდოს ჩვენს პარტნიორებს (რესტორნებს, საცალო მოვაჭრეებს და ჩვენს კურიერებს, შემდგომში ერთობლივად მოიხსენიებიან, როგორც „პარტნიორი“) ინფორმაცია, რომელიც საჭიროა თქვენი შეკვეთის მოსამზადებლად ან მოსაწოდებლად; და

  • უპასუხოს თქვენს შეკითხვებს ან გაგიწიოთ საჭირო მხარდაჭერა იმ შემთხვევებში, როცა თქვენ დაგვიკავშირდებით ჩვენ.

ასევე, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, თუ გვაქვს შესაფერისი და გამართლებული ინტერესი (რაც არის კანონიერი ინტერესი) რომ ვმართოთ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი, აგრეთვე, ჩამოვაყალიბოთ და შევინარჩუნოთ კლიენტებთან ურთიერთობა. როდესაც ჩვენი კანონიერი ინტერესების საფუძველზე ვირჩევთ თქვენი მონაცემების გამოყენებას, ჩვენს ინტერესებზე წინ თქვენს კონფიდენციალურობის უფლებას ვაყენებთ და მაგალითისთვის, გთავაზობთ, ჩვენი მარკეტინგული შეტყობინებების გამორთვის მარტივ საშუალებას, აგრეთვე ვიყენებთ ფსევდონიმიზირებულ ან დეპერსონალიზებულ მონაცემებს, ასეთი შესაძლებლობის არსებობისას. თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ თქვენი მონაცემების კანონიერი ინტერესის საფუძველზე დამუშავებაზე. თუმცა, Wolt–მა შეიძლება უგულებელყოს ასეთი უარი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, მაგალითად, თუ დამუშავება საჭიროა სამართლებრივი მოთხოვნების მომზადების, განხორციელების ან დაცვისათვის.

ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით, რაც საჭიროა და ეფუძნება კანონიერ ინტერესს, მაგალითად:

  • საჩივრების განხილვის, ვალების ამოღებისა და სამართლებრივი პროცესებისთვის. ჩვენ შესაძლოა მოვახდინოთ მონაცემთა დამუშავება თაღლითობის, ჩვენი მომსახურების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ინფორმაციის, სისტემისა და ქსელის დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

  • იმისათვის, რომ შეგეხმიანოთ„Wolt-ისმომსახურებასთან“ დაკავშირებით და შეგატყობინოთ მასში შესული ცვლილებების შესახებ, ან ვითხოვოთ თქვენგან მიმოხილვა ან შეფასება „Wolt–ის მომსახურების“ შესახებ

  • განვახორციელოთ „Wolt–ის მომსახურების“ მარკეტინგი ან გაჩვენოთ. მიზნობრივი ან პერსონალიზებული რეკლამები „Wolt-ის მომსახურებების“ საშუალებით ან სხვაგვარად მოგაწოდოთ მომსახურებისა და პროდუქტების მიზნობრივი მარკეტინგი, რაც თქვენთვის შესაძლოა იყოს საინტერესო. იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ამგვარი მიზნობრივი ჯგუფი, ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ ინფორმაცია, რომელიც ჩამოთვლილია ზემოთ „გამოყენების მონაცემების“ ნაწილში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პერსონალური მონაცემების დამუშავება მარკეტინგის მიზნებისთვის შესაძლებელია დაფუძნებული იქნეს თქვენს თანხმობაზე (გთხოვთ, იხილოთ „პირდაპირი მარკეტინგის“ ნაწილი).

  • „Wolt-ის მომსახურების“ ხარისხის გაუმჯობესებისა და ჩვენი ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის, მაგალითად, „Wolt-ის მომსახურების“გამოყენების ტენდენციის ანალიზის გზით, იმ მონაცემების დამუშავებით, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებასთან.

  • იმისათვის, რომ ჩვენი მომსახურება შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნილებებს, პერსონალური მონაცემები შეიძლება გამოყენებული ქნას პირობითად მომხმარებელთა კმაყოფილების შესამოწმებლად. შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნულის განხორციელებისას ვიყენებთ მხოლოდ შეჯამებულ, დეპერსონალიზებულ მონაცემებს.

  • დავამუშავოთ თქვენი მონაცემები Wolt–ის კომპანიების ჯგუფში კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების შესაბამისად.

„Wolt-ის მომსახურების“ გაწევის ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ავტომატური საშუალებები, რაც შესაძლოა, ასევე, მოიცავდეს ავტომატური საშუალების მიერ გადაწყვეტილების მიღებას.

მეტიც, ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების ადმინისტრირება და შესრულება. ეს მოიცავს მონაცემებს, რომლებიც დამუშავებულია ჩვენი ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულების შესასრულებლად და შესაბამისი ორგანოებისთვის, როგორიცაა საგადასახადო ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო, ინფორმაციის მიწოდებისათვის, იმპერატიული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად.

„Wolt-ის მომსახურების“ ზოგიერთ ეტაპზე თქვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებისთვის მოგეთხოვოთ თანხმობის გაცემა. მაგალითად, “Wolt–ის აპლიკაციაში” თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი მარკეტინგის შესახებ და სხვა საკითხებზე გაცემული ნებართვები. თუ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ გამოიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს ჩვენთან დაკავშირების საშუალებით ან მაგალითად, Wolt–ის აპლიკაციაში შესაბამისი თანხმობის პარამეტრის ცვლილებით.

5. ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებისთვის მონაცემების გადაცემა

Wolt თქვენს პერსონალურ მონაცემებს ძირითადად ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებში ინახავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს მომსახურების პროვაიდერები და ჯგუფის კომპანიები და ვოპერირებთ რამდენიმე გეოგრაფიულ ადგილას. ჩვენ და ჩვენს სერვისპროვაიდერებს შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა ან მათი დამუშავება ისეთი იურისდიქციების შემთხვევებშიც, რომლებიც ევროპის ეკონომიკური ზონის ან„მომხმარებლის“ ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებს გარეთაა.

ჩვენ მივიღებთ საჭირო ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ „მომხმარებლის“პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვა იმ იურისდიქციებში, სადაც ხდება მათი დამუშავება. ჩვენ აგრეთვე უზრუნველვყოფთ შესაფერისი და შესაბამისი ხარისხის დაცვას პერსონალური მონაცემების ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ მყოფი ქვეყნებისთვის მიწოდებისას ჩვენს მომსახურების პროვაიდერებთან მთელი რიგი გარიგებების დადების გზით, რომლებიც ეფუძნება სტანდარტულსახელშეკრულებოდებულებებს ან სხვა სათანადო დაცვის მექანიზმის გამოყენებით.

პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ მითითებულ მისამართებზე ჩვენთვის მომართვის გზით.

6. მონაცემთა მიმღებები

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაზიარებთ მხოლოდ Wolt-ის ორგანიზაციის შიგნით იმ შემთხვევაში და იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს გონივრულად საჭიროა „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების“ მიზნებისათვის.

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არ ვუზიარებთ „Wolt-ის ორგანიზაციის“ გარეთ მყოფ მესამე პირებს გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

მონაცემების გაზიარება უფლებამოსილი მომსახურების პროვაიდერებისთვის „კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში“ მითითებული მიზნებისთვის

იმ ფარგლებში, რამდენადაც მესამე პირებს (როგორიცაა რესტორნები, მწარმოებლები ან საცალო მოვაჭრეები, რომლებიც შეკვეთას ამზადებენ, ჩვენი კურიერები, რომლებსაც შეკვეთა მოაქვთ და„კლიენტი ორგანიზაცია“, რომელმაც შესაძლოა გადაიხადოს თქვენი შეკვეთის თანხა) სჭირდებათ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე ჩვენი და ასეთი მესამე პირების მიერ „Wolt-ის მომსახურების“განსახორციელებლად ან სხვა ლეგიტიმური მიზნით. აქედან გამომდინარე, ასეთ მესამე პირებს ვაწვდით თქვენს მონაცემებს. მაგალითად, ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი ტელეფონის ნომერი „პარტნიორს“, რომელიც ამზადებს თქვენს შეკვეთას, თუკი ეს საჭირო გახდება, მაგალითად, იმისათვის, რომ თქვენ გკითხონ თანახმა ხართ თუ არა შეკვეთაში პროდუქტის ჩანაცვლებაზე ან მოგაწოდონ ინფორმაცია, რომ თქვენს შეკვეთას აკლია ნივთი ან დააზუსტონ განსაკუთრებული მოთხოვნები.

ამასთან, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები მივაწოდოთ ჩვენი ჯგუფის კომპანიებს ან ავტორიზებულ მომსახურების პროვაიდერებს და პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთვის ან ჩვენთან თანამშრომლობით ახორციელებენ მომსახურებას (მონაცემთა შენახვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანალიტიკის,გაყიდვების,მარკეტინგის და გადახდასთან დაკავშირებული თაღლითობის თავიდან აცილების ჩათვლით), რათა მათ ჩვენთვის დაამუშავონ თქვენი პერსონალური მონაცემები, ხოლო გადახდის მომსახურების პროვაიდერებმა - თქვენ მიერ განხორციელებული გადახდები.

როდესაც მონაცემების დამუშავება ხდება მესამე პირის მიერ „Wolt-ის სახელით“, ასეთი შემთხვევებისთვის Wolt-ს მიღებული აქვს სათანადო სახელშეკრულებო და ორგანიზაციული ზომები თქვენი მონაცემების მხოლოდ „კონფიდენციალურობის შესახებ განცხადებაში“ მითითებული და კანონმდებლობით და რეგულაციებით გათვალისწინებული მიზნებისთვის დამუშავების უზრუნველსაყოფად. დამუშავება მოხდება ჩვენი ინსტრუქციების, კონფიდენციალურობის ვალდებულებისა და უსაფრთხოების ზომების შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირ მესამე პირს მიაწვდით, მაგალითად ბმულის მეშვეობით „Wolt-ისმომსახურებაში“, ასეთ დროს, დამუშავება მოხდება მათი პოლიტიკისა და სტანდარტების მიხედვით.

„პარტნიორებთან“ ერთად „Wolt–ისმომსახურების“ განსახორციელებლად

იმ ფარგლებში, რამდენადაც მესამე პირებს, როგორიცაა პარტნიორები, რომლებიც ამზადებენ, ყიდიან ან/და ახორციელებენ შეკვეთის მოწოდებას, ჩვენი პარტნიორი კურიერები, რომლებსაც შეკვეთა მოაქვთ და „კლიენტი ორგანიზაცია“, რომელმაც შესაძლოა გადაიხადოს თქვენი შეკვეთის თანხა, სჭირდებათ პერონალურ მონაცემებზე წვდომა Wolt–ის მომსახურების განსახორციელებლად, ჩვენ ვაწვდით ასეთ მესამე პირებს თქვენს მონაცემებს.

ჩვენ ვაწვდით „პარტნიორს“ და შესაბამის შემთხვევაში მის მშობელ კომპანიას ან ფრენშაიზის მიმცემს, პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა თქვენი შეკვეთის განსახორციელებლად. „პარტნიორის“ როლიდან გამომდინარე ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენს სახელს, მიწოდების მისამართს, მონაცემებს შესყიდვასთან დაკავშირებით – შესყიდვის ადგილის, შეკვეთის ნომრის, შეკვეთისა და მიწოდების დროის, მიწოდების მეთოდის, შეკვეთილი პროდუქტების, კომენტარებისა და შეკვეთის თაობაზე თქვენი უკუკავშირის ჩათვლით. ასეთი მონაცემების გაზიარება ხდება იმისათვის, რომ „პარტნიორს“ ჰქონდეს შეკვეთის მომზადების შესაძლებლობა, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, მაღაზიიდან პროდუქტების წამოღების, „პარტნიორის“ მომსახურების და იმ პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა, რომელიც ხელმისაწვდომია Wolt–ზე, ისევე, როგორც „პარტნიორის“ სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც „პარტნიორი“ ასეთ ინფორმაციას ამუშავებს თავისი უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელების მიზნით, როგორიცაა მისი სამართლებრივი ვალდებულებები თქვენ წინაშე, „პარტნიორი“ დამოუკიდებელი პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელია და პასუხისმგებელია დამუშავების ოპერაციების კანონიერებაზე.

თქვენ შესაძებლობა გექნებათ „Wolt–ის მომსახურებაში”დაამატოთ დეტალები თქვენი პარტნიორზე მორგებული ბონუს ბარათის ან ლოილურობის პროგრამის შესახებ იმ მიზნით, რომ ეს დაუკავშირდეს „პარტნიორთან“ განთავსებული თქვენი შეკვეთის შესაბამის ლოიალურობის პროგრამას, „პარტნიორის“ მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. Woltგაუზიარებს ასეთ დეტალებს „პარტნიორს“ და „პარტნიორი“ არის დამოუკიდებელი მონაცემთა დამმუშავებელი და პასუხისმგებელია დამუშავების კანონიერების უზრუნველყოფაზე.

ჩვენ, ასევე, შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და სახელი პარტნიორს, რომელიც ამზადებს თქვენს შეკვეთას, საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, იმისათვის, რომ თქვენ გკითხოთ თანახმა ხართ თუ არა შეკვეთაში პროდუქტის ჩანაცვლებაზე ან მოგაწოდონ ინფორმაცია, რომ თქვენს შეკვეთას ნივთი აკლია ან დააზუსტონ განსაკუთრებული მოთხოვნები ან სხვა საჭირო მიზნით, რომელიც დაკავშირებულია შეკვეთის სრულყოფასთან. ჩვენი მწარმოებელი პარტნიორების მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული მიწოდებისას ჩვენ შესაძლოა, ასევე, გავუზიაროთ მათ თქვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

სამართლებრივი მიზნებისთვის და სამართლებრივი პროცესებისთვის

ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ მესამე პირს Wolt-ის გარეთ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კეთილსინდისიერად მიგვაჩნია, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა გონივრულია შემდეგ მიზეზთა გამო: (i) მოქმედი კანონების, რეგულაციების ან/და სასამართლოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; (ii) თაღლითობის, დანაშაულის, უსაფრთხოების ან ტექნიკური პრობლემების გამოსავლენად, მათი პრევენციისთვის ან სხვაგვარად მოსაგვარებლად ან/და (iii) კანონმდებლობის შესაბამისად Wolt-ის, მისი „მომხმარებლების“ან საზოგადოების ქონების, ინტერესების ან უსაფრთხოების დასაცავად. შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩვენ შეგატყობინებთ ასეთი დამუშავების შესახებ.

სხვა კანონიერი მიზნებისთვის

თუ Wolt-ი ჩაბმულია შერწყმის, შეძენის ან აქტივების გაყიდვის პროცესში, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები გადავცეთ პროცესში ჩართულ მესამე მხარეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ყველა პერსონალური მონაცემის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას. ჩვენ ყველა „მომხმარებელს“ შევატყობინებთ, როდესაც მოხდება მათი პერსონალური მონაცემების გადაცემა ან ისინი გახდებიან სხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკის საგანი.

თქვენი აშკარად გამოხატული თანხმობით

ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები Wolt-ის გარეთ მესამე პირებს, თქვენ მიერ აშკარად გამოხატული თანხმობის არსებობის შემთხვევაში. თქვენ გაქვთ უფლება გამოიხმოთ ასეთი თანხმობა, მაგალითად, ჩვენთვის მომართვის გზით ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

7. შენახვის პერიოდი

Wolt-ი არ ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმაზე დიდი ხნით, ვიდრე ეს კანონით არის ნებადართული და აუცილებელი „Wolt-ის მომსახურების“ ან მისი შესაბამისი ნაწილის განხორციელებისათვის. შენახვის პერიოდი დამოკიდებულია ინფორმაციის ხასიათზე და დამუშავების მიზნებზე. შენახვის მაქსიმალური ვადა შესაძლოა განსხვავდებოდეს მისი გამოყენებიდან გამომდინარე.

მას შემდეგ რაც „მომხმარებელი“ წაშლის თავის მომხმარებლის ანგარიშს, პერსონალური მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დამუშავება კანონითაა მოთხოვნილი ან გონივრულად საჭიროა ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების ან კანონიერი ინტერესებისათვის, როგორიცაა საჩივრების განხილვა, ბუღალტრული აღრიცხვა, შიდა ანგარიშგება და შემოწმება.

ჩვენ რეგულარულად შევაფასებთ პერსონალური მონაცემების შენახვის პერიოდს, რათა მონაცემთა შენახვა მოხდეს მხოლოდ საჭირო დროის განმავლობაში.

8. თქვენი უფლებები

წვდომისუფლება

თქვენ უფლება გაქვთ გქონდეთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და ინფორმირებული იყოთ ჩვენ მიერ მათი დამუშავების შესახებ. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას იხილოთ ზოგიერთი მონაცემი თქვენი „Wolt-ის მომსახურების“მომხმარებლის ანგარიშის გამოყენებით ან დაგვიკავშირდეთ ჩვენ და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი.

თანხმობის გამოხმობის უფლება

იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება„მომხმარებლის“მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, „მომხმარებელი“ უფლებამოსილია გაიხმოს თავისი თანხმობა ნებისმიერ დროს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. თანხმობის გახმობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობის შესაძლებლობაზე. თანხმობის გახმობა გავლენას არ ახდენს თანხმობის გახმობამდე განხორციელებული მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე.

შესწორების უფლება

თქვენ გაქვთ თქვენი იმ არასწორი ან არასრული პერსონალური მონაცემების შესწორების ან შევსების უფლება, რომლებიც ჩვენთან ინახება, ჩვენთვის მომართვის გზით. თქვენ შეგიძლიათ შეასწოროთ ან განაახლოთ თქვენი ზოგიერთი პერსონალური მონაცემი „Wolt-ის მომსახურების“თქვენი მომხმარებლის ანგარიშიდან.

წაშლის უფლება

თქვენ ასევე შეგიძლიათ გვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენი სისტემებიდან წაშლა. ჩვენ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მოვიქცევით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ გვაქვს ასეთი მონაცემების წაშლისგან თავის შეკავების კანონიერი საფუძველი.

გასაჩივრების უფლება

თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ პერსონალური მონაცემის ისეთი გამოყენება, როდესაც ისინი მუშავდება სხვა მიზნით, რომელიც არ არის საჭირო „Wolt-ის მომსახურების“განხორციელების ან კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. თუ თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ პერსონალურ მონაცემთა შემდგომი დამუშავების შესახებ, ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს „Wolt-ის მომსახურებაზე“ წვდომაზე.

დამუშავების შეზღუდვის უფლება

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა, როცა, მაგალითად, თქვენი მოთხოვნა მონაცემთა წაშლის, შეცვლის ან გასაჩივრების თაობაზე განხილვისპროცესშია ან/და როდესაც ჩვენ არ გვაქვს თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერი საფუძველი. აღნიშნულმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს „Wolt-ის მომსახურებაზე“წვდომაზე.

გადაცემის უფლება

თქვენ გაქვთ ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების სტრუქტურირებულ და ხშირად გამოყენებად ფორმატში მიღების უფლება და მათი დამოუკიდებლად მესამე პირისთვის გადაცემის უფლება.

როგორ გამოიყენოთ თქვენი უფლებები

ზემოაღნიშნული უფლებების გამოყენება შესაძლებელია„ვოლტის“ მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირების ან ჩვენთვის ზემოთ მითითებულ მისამართებზე წერილის ან ელექტრონული ფოსტის გამოგზავნის გზით, რომლებიც უნდა შეიცავდეს: სახელსა და გვარს, მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერს. თუ თქვენ გაქვთ „ვოლტის“ ანგარიში ჩვენ გირჩევთ დაგვიკავშირდეთ „ვოლტის“ მხარდაჭერის საშუალებით, რადგან ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს უფრო იოლად მოვახდინოთ იდენტიფიცირება. ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის. ჩვენ გვაქვს უარის თქმის ან თანხის დაკისრების უფლება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არაგონივრულად მეორდება, გადაჭარბებული ან აშკარად დაუსაბუთებელია.

9. პირდაპირი მარკეტინგი

“მომსახურების“ მომხმარებელი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს აგვიკრძალოს თავისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგისთვის, ბაზრის კვლევისა და პროფილის განსაზღვრისთვის გამოყენება, ჩვენთვის შეტყობინების გამოგზავნით ჩვენ მიერ ზემოთ მითითებულ მისამართებზე, ან „Wolt-ის მომსახურების“ ფუნქციის გამოყენების ან გამოწერის გაუქმების საშუალებით, რომლის შეთავაზებაც ხდება პირდაპირი მარკეტინგის ნებისმიერ შეტყობინებასთან დაკავშირებით.

10. საჩივრის წარდგენა

იმ შემთხვევაში, თუ „მომხმარებელი“ ჩათვლის, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პერსონალური მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობას, მას უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ადგილობრივ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში ფინეთში, მონაცემთა დაცვის ომბუდსმენთან (tietosuoja.fi). „მომხმარებელს“ შეუძლია გამოიყენოს ალტერნატიული გზაც და შეიტანოს საჩივარი მონაცემთა დაცვის სხვა ადგილობრივ და კომპეტენტურ საზედამხედველო ორგანოში.

11.  ინფორმაციული უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ფიზიკური დაცვის საშუალებებს, რათა დავიცვათ ის პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და ვამუშავებთ. ასეთი დაცვის ზომები მოიცავს, მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში, კოდირებას, ფსევდონიმიზაციას, firewalls-ს, დაცულ ობიექტებსა და წვდომის დაცულ სისტემებს (secure facilities and access right systems). ჩვენი უსაფრთხოების კონტროლი შემუშავებულია მონაცემთა კონფიდენციალურობის, ერთიანობის, ხელმისაწვდომობის, მდგრადობისა და მონაცემთა აღდგენის შესაბამის დონეზე შესანარჩუნებლად. ჩვენ რეგულარულად ვახდენთ „Wolt-ის მომსახურების“, სისტემებისა და სხვა აქტივების უსაფრთხოების შემოწმებას. მეტიც, Wolt–ის თანამშრომლების წვდომა პერსონალურ მონაცემებზე შეზღუდულია და ხელმისაწვდომობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა არის საჭირო თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულების მიზნით.