გაზარდეთ ონლაინ გაყიდვები Wolt-ის მეშვეობით
გააცანით თქვენი მაღაზია Wolt App-ის უზარმაზარ მომხმარებელთა ბაზას – მიწოდების ან თვითგატანის შეთავაზებით ახალ და არსებულ მომხმარებლებს.
მოდით ერთად გავზარდოთ თქვენი ონლაინ ბიზნესი
შესთავაზეთ მიწოდების და თვითგატანის სერვისი
გახსენით შემოსავლის ახალი ნაკადი და შესთავაზეთ მიწოდებისა და თვითგატანის სერვისი Wolt-ზე, ჩვენი კურიერ-პარტნიორების ან თქვენი საკუთარი მძღოლების მეშვეობით.
იქონიეთ წვდომა დიდ მხარჯავებზე
მოიზიდეთ Wolt+ -ის გამომწერლები - მომხმარებლები, რომლებიც უფრო ხშირად აკეთებენ შეკვეთებს და ხარჯავენ მეტს თითო შეკვეთაზე.
თვალყური ადევნეთ თქვენს ბიზნესს
გამოიყენეთ ჩვენი ადმინისტრირების ინსტრუმენტი, რათა თვალყური ადევნოთ ბიზნესის შესრულების ეფექტურობას და მოიპოვოთ ღირებული ინფორმაცია გაყიდვების შემდგომი გაზრდისთვის.
როგორ მუშაობს ეს?
მომხმარებელი ათვალიერებს Wolt-ის აპლიკაციას და აკეთებს შეკვეთას თქვენი მაღაზიიდან. თქვენთვის შეკვეთა გამოჩნდება Merchant App-ში, მის შესასრულებლად. შეფუთვის და მზადყოფნის შემდეგ მოვა პარტნიორი-კურიერი, რათა მიიღოს შეკვეთა და მიაწოდოს საქონელი მომხმარებელს. საერთო ჯამში, მომხმარებელს სჭირდება დაახლოებით 30 წუთი, რათა მიიღოს და ისიამოვნოს საკუთარი შეკვეთით.
მოიზიდეთ Wolt+ -ის გამომწერლები
გაზარდეთ გაყიდვები Wolt+ -ის მომხმარებელთა მოზიდვით: ერთგული გამომწერლების, რომლებიც უფრო ხშირად უკვეთავენ, ვიდრე Wolt-ის სხვა მომხმარებლები. თუ თქვენ დარეგისტრირებული ხართ Wolt+ -ზე, თქვენს მაღაზიას გაუკეთდება რეკლამა Wolt+ -ის მომხმარებლთა შორის და გამოჩნდება სპეციალურ განთავსებებში Wolt App-ზე.
შესთავაზეთ მეტი მოქნილობა Pickup-ის (თვითგატანის) მეშვეობით
გახდით სამეზობლოში საყვარელი წერტილი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის თვითგატანის სერვისის შეთავაზებით. თქვენი ბიზნეს გვერდის შექმნის შემდეგ, თქვენთან ახლოს მყოფი მომხმარებლები შეძლებენ თქვენი ადგილმდებარეობის პოვნას და შეკვეთების განთავსებას, რომლებსაც თავად გაიტანენ.
დაწყება მარტივია – დარეგისტრირდით დღესვე
დარეგისტრირდით და მიიღეთ მაქსიმუმი Wolt-ისგან. უბრალოდ შეავსეთ რამდენიმე დეტალი თქვენი ბიზნესის შესახებ და უმოკლეს დროში ყველაფერი მზად იქნება.
დამატებითი სერვისები თქვენი ბიზნესის განსავითარებლად
აქციეთ აპლიკაციის მეტი ვიზიტორი მყიდველებად და გაზარდეთ ცნობადობა თვითდაფინანსებული აქციებით, ისეთებით, როგორიცაა უფასო მიწოდება 0/GEL(0 ლარად), ფასდაკლებები და სპეციალური შეთავაზებები.
თვალყური ადევნეთ შესყიდვებს live-ში და რეალურ დროში შეიტანეთ ცვლილებები თქვენი მენიუს ჩამონათვალში ან მარაგში. გაყიდვების გასაზრდელად, მოიპოვეთ წვდომა შესრულების ღირებულ ანგარიშებზე.
ჩვენი 24/7 მომხმარებელთა მხარდამჭერი სერვისი პასუხობს თქვენს ადგილობრივ ენაზე სულ რამდენიმე წუთში. ჩვენ კავშირზე ვართ თქვენთვის და თქვენი მომხმარებლებისათვის დღის ბოლო შეკვეთის მიწოდებამდე.
მეტი გაყიდვების განსახორციელებლად, გაზარდეთ თქვენი ხილვადობა Wolt-ის სამომხმარებლო აპლიკაციაში, რათა გაზარდოთ გაყიდვები Wolt Ads-ის მეშვეობით.