Wolt Ads ბრენდებისთვის
მიწვდი Wolt-ის მილიონობით მომხმარებელს, რომელიც მზადაა იყიდოს შენი პროდუქტი.
რა არის Wolt Ads ბრენდებისთვის?
Wolt Ads ბრენდებისთვის სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც შენი ბრენდის, ბიზნესის ან პროდუქტის საუკეთესო პოზიციონირებას გთავაზობს ჩვენს აპლიკაციაში და მის გარეთ.
წვდომა აუდიტორიაზე, რომელიც მზადაა იყიდოს
სწორ მიგნებებზე დაყრდნობით, მიწვდები სწორ აუდიტორიას მათთვის მისაღებ სწორ მომენტში
ცნობადობიდან შეძენამდე
შენი მესიჯი მიწვდება სწორ აუდიტორიას, სწორ დროს.
ციფრულიდან ფიზიკურამდე
მიუახლოვდი შენს მომხმარებელს ფიზიკური არხებით, მაგალითად ბრენდირებული ჩანთებით, სემპლინგით თუ რეკლამით ტრანსპორტზე.
აღმოაჩინე ჩვენი სარეკლამო ინსტრუმენტები
უკეთესი დაგეგმვისთვის
მართე შენი სწრაფი ზრდის სტრატეგია რეალურ მონაცემებზე და ანალიტიკაზე დაყრდნობით. სტრატეგიული დაგეგმვისთვის საჭირო მიგნებები კატეგორიის, ბრენდისა და მყიდველის შესახებ შენს ხელთაა.
აპლიკაციის გარეთ
დაუკავშირდი მყიდველებს, რომლებიც ეძებენ და ყიდულობენ შენი ბრენდის მსგავს პროდუქტებს. დაუმიზნე შენი ბრენდის რეკლამა კონკრეტულ აუდიტორიას ჩვენი Instagram, Google და TikTok არხებისა და, ასევე, ჩვენი სხვა პროგრამული გადაწყვეტების მეშვეობით. გადაიყვანე ეს აუდიტორია პირდაპირ შენს პროდუქტებზე აპლიკაციაში, სადაც მომხმარებელი მყისიერად შეძლებს შეძენას.
In-App რეკლამა
დაიკავე შენი ადგილი Wolt-ის ყველაზე თვალსაჩინო პოზიციებზე – როგორიცაა აღმოჩენა, ძიება და პროდუქტის რეიტინგები. ეს შესანიშნავი გზაა შენს ბიზნესზე, ბრენდსა ან პროდუქტზე ყურადღების მიქცევისთვის, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სარეკლამო პროდუქტები მოიცავს ბანერებს, პროდუქტის წამოწევას სიებში და ისეთ მედია კომუნიკაციებს, როგორიცაა ელ-ფოსტა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
ფიზიკური რეკლამა
ციფრულიდან ფიზიკურამდე - კიდევ უფრო მიუახლოვდი შენს სამიზნე აუდიტორიას პროდუქტის მიმზიდველი შეფუთვით, ბრენდირებული ჩანთებით და ჰიპერ-მიზნობრივი სემპლინგით. ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ მათ სახლებში მივიტანთ.
პერსონიფიცირებულ სერვისს?
შენი პირადი გლობალური პარტნიორობის მენეჯერთან ერთად, შენ შეძლებ მიიღო მიგნებები შესაბამისი კატეგორიების, პროდუქტებისა და კლიენტების შესახებ, უკეთესი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად. შენ ასევე გექნება წვდომა სხვა ქვეყნებში ახალი პროდუქტის ტექნოლოგიებსა და კომერციულ ინიციატივებზე, რაც დაგეხმარება ერთობლივი ბიზნეს გეგმის შემუშავებაში.
შედეგის მომტანი რეკლამა
შენი ბრენდი მეტ ყურადღებას მიიქცევს
ჩვენი პარტნიორი ბრენდების 100%-მა გააუმჯობესა პოზიციონირება Wolt-ის აპლიკაციაში 2-ჯერ ან მეტჯერ.
Wolt Ads-ის კომუნიკაცია საინტერესო და აქტუალურია
ჩვენ რეკლამის 100%-ს ვუჩვენებთ იმ მომხმარებელს, ვისთვისაც ის ყველაზე საინტერესოა მათი პრეფერენციებიდან გამომდინარე.
შედეგიანი რეკლამა
პარტნიორმა ბრენდებმა მიაღწიეს გაყიდვების 70%-ზე მეტ ზრდას Wolt Ads-ის გამოყენებით.
Wolt Ads-ის უნიკალური აქტივობები
ცნობადობიდან შეძენამდე - შენს მესიჯი მიწვდება სწორ აუდიტორიას სწორ დროს.