Wolt Merchant App-ის გამოყენება
ისწავლეთ Wolt Merchant App-ის გამოყენების საფუძვლები და გადადით დამოუკიდებელ ტრენინგზე შეკვეთების მართვისა და თქვენი ობიექტის მუშაობის გამარტივების მიზნით.
მიმოხილვა
- როგორ შევიდეთ Wolt Merchant App-ში
- შეკვეთების მიმოხილავა Merchant App-ში
- შეკვეთების მართვა Merchant App-ში
- შეკვეთების უარყოფა Merchant App-ში
- სამუშაო საათების მართვა
- როგორ დავუკავშირდე Wolt-ის მხარდაჭერის გუნდს Merchant App-იდან?
- როგორ ავარჩიო ჩემთვის სასურველი ხმოვანი შეტყობინება
Wolt Merchant App არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად მართოთ შეკვეთები. მიუხედავად იმისა, რომ აქ განვიხილავთ საფუძვლებს, აუცილებლად შედით თქვენს აპლიკაციაში სრული ინდივიდუალური ტრენინგის გასავლელად და აღმოაჩინეთ ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომ შეძლოთ შეუფერხებლად მუშაობა.
როგორ შევიდეთ Wolt Merchant App-ში
შექმენით მომხმარებელთა სახელი და პაროლი Merchant Portal-ის საშუალებით ან გამოიყენეთ თქვენი Wolt ანგარიშის მენეჯერის მიერ მოწოდებული მონაცემები.
თუ აპს რამდენიმე წევრი იყენებს, შეგიძლიათ დაამატოთ მომხმარებლის ანგარიშები შემდეგნაირად:
Merchant Portal-ში გადადით „წვდომის მენეჯმენტზე“.
აირჩიეთ „Merchant App-ის მომხმარებლები“
როლების მინიჭება იმის მიხედვით, თუ აპის რა ნაწილებზე სჭირდებათ მომხმარებლებს წვდომა.
Merchant App-ის მიმოხილვა
„აქტიური შეკვეთების“ მთავარი ეკრანი არის მართვის ცენტრი, რომელიც აჩვენებს თქვენს ყველა მიმდინარე შეკვეთას ერთიანად. აქ იხილავთ ყველა ხელსაწყოს, რომელიც გჭირდებათ შეუფერხებლად მუშაობისთვის.
ნავიგაცია აპში
შეეხეთ ნავიგაციის ხატულას გვერდითა პანელის გასახსნელად, სადაც თქვენ ნახავთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ, მათ შორის:
აქტიური შეკვეთები
წინა შეკვეთები
მენიუს რედაქტორი
პარტნიორის სახელმძღვანელო
Wolt მხარდაჭერა
პარამეტრები
ყველა მიმდინარე შეკვეთის ნახვა
თქვენ შეგიძლიათ მარტივად ადევნოთ თვალყური ყველა მიმდინარე შეკვეთას, როდესაც ისინი გადადის სვეტებში, „ახალი“ „მიმდინარეობს მიწოდება“, მათი მიღებისა და მომზადებისას. ეს თანდმიმდევრული პროცესია და თქვენ მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებთ.
ობიექტის ხელმისაწვდომობის მიმოხილვა
ეს ღილაკი აჩვენებს თქვენი ობიექტის მიმდინარე სტატუსს. მწვანე წერტილი „ღია“ ნიშნავს, რომ მზად ხართ მიიღოთ შეკვეთები. გჭირდებათ შესვენება? თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი ობიექტის სტატუსი ნებისმიერ დროს მხოლოდ ერთი შეხებით.
შეკვეთების მიმოხილავა Merchant App-ში
Wolt Merchant App გთავაზობთ ყველა ძირითად შესაძლებლობას, რომელიც გჭირდებათ შეკვეთების ეფექტურად მართვისთვის. იხილეთ მოკლე მიმოხილვა:
შეკვეთების ბარათების მიმოხილვა
შეკვეთის ბარათები შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას თითოეული შეკვეთის შესახებ:
შეკვეთის ნომერი: მიამაგრეთ იგი შეფუთვაზე მარტივი იდენტიფიკაციისთვის.
მიწოდების ტიპი: იქნება ეს წასაღები შეკვეთა თუ მისატანი.
შეკვეთილი პროდუქტები: დეტალური სია იმისა, რაც მომხმარებელმა შეუკვეთა.
მომზადების დრო: გიჩვენებთ, რამდენი დრო დაგრჩათ მიტანამდე.
შეკვეთის დეტალები: შეეხეთ ხატულას დამატებითი ინფორმაციისთვის, როგორიცაა პროდუქტის ფოტოები ან ბეჭდვის ვარიანტები.
შეკვეთის ტიპების განსახვავება
არსებობს ორი ძირითადი შეკვეთის ტიპი, რომლებიც სხვადასხვა მიდგომას საჭიროებს:
ჩვეულებრივი შეკვეთები: უნდა მიიღოთ 3 წუთის განმავლობაში, რომ თავიდან აიცილოთ ავტომატური უარყოფა.
დაგეგმილი შეკვეთები: მოსაზმადებელი მოგვიანებით, ამიტომ თქვენ გაქვთ 15 წუთი შეკვეთის დასადასტურებლად მას შემდეგ, რაც მას გახსნით.
💡 რჩევა: დაგეგმილი შეკვეთის დადასტურების შემდეგ, ის გადავა ჩანართში „დაგეგმილი“. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როდესაც დადგება მომზადების დაწყების დრო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა შეკვეთის შემთხვევაში.
სხვადასხვა ტიპის მიტანის მართვა
Wolt მიტანა: დაადასტურეთ 3 წუთში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთა ავტომატურად იქნება უარყოფილი.
ობიექტის მიტანა: ისარგებლეთ თქვენი კურიერების მომსახურებით შეკვეთის მისატანად.
წასაღები: მომხმარებელი შეკვეთას თქვენი ობიექტიდან წაიღებს.
შეკვეთების მართვა Merchant App-ში
შეკვეთების მართვა Merchant App.-ით ძალიან მარტივია. შეკვეთების მიღებიდან მათ გადაცემამდე —აქ მოცემულია პროცესის სწრაფი მიმოხილვა.
შეკვეთის დადასტურება
ℹ️ პირველ რიგში: Merchant App ყოველთვის გახსნილი დატოვეთ. თუ ის დახურულია, თქვენი ბიზნესი მომხმარებლებისთვის ხაზგარეშე რეჟიმში გამოჩნდება და თქვენ არ მიიღებთ შეკვეთებს.
ახალი შეკვეთის შემოსვლისას მიიღებთ შეტყობინებას — დასადასტურებლად უბრალოდ შეეხეთ ღილაკს „მიღება“.
აუცილებლად დაადასტურეთ 3 წუთში ავტომატური უარყოფის თავიდან ასაცილებლად. მიმოიხილეთ შეთავაზებული მომზადების დრო და დაარედაქტირეთ საჭიროების შემთხვევაში. თქვენი მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას სავარაუდო მომზადების დროის შესახებ.
შეკვეთის მომზადება
შეკვეთის მიღების შემდეგ, ის გადადის „მიმდინარე“ სტატუსში და იწყება კურიერის მოსვლამდე დროის ათვლა. გადახედეთ შეკვეთის დეტალებს „...“ ხატულაზე დაწკაპუნებით და, როდესაც ის მზად იქნება, შეეხეთ ღილაკს „მზადაა“, რათა შეატყობინოთ კურიერსა და მომხმარებელს.
💡 პროფესიული რჩევა: თუ პრინტერი გაქვთ, მიამაგრეთ შეკვეთის ნომერი შეფუთვაზე. თუ არ გაქვთ — უბრალოდ დააწერეთ.
შეკვეთის გადაცემა
მისატანი შეკვეთებისთვის შეამოწმეთ კურიერის მოსვლის სავარაუდო დრო და მიტანის შემდეგ შეკვეთა გადავა „წინა შეკვეთებში“. წასაღები შეკვეთების შემთხვევაში შეეხეთ ღილაკს „წაღებულია“ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მოაკითხავს შეკვეთას.
შეკვეთების უარყოფა Merchant App-ში
ჩვენ მიზანია შევამციროთ უარყოფილი შეკვეთების რაოდენობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების უკმაყოფილება და ნაკლები შეკვეთა მომავალში. თუმცა, თუ შეკვეთის უარყოფა აუცილებელია, იხილეთ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს:
როგორ უარვყოთ შეკვეთა
შეეხეთ „...“ ხატულას შეკვეთის ბარათზე
აირჩიეთ „შეკვეთის უარყოფა“ და აირჩიეთ მიზეზი (გაუზიარდება მომხმარებელს)
დაადასტურეთ „გაგრძელებაზე“ შეხებით.
💡 რჩევა: უარყოფამდე გაითვალისწინეთ სხვა ვარიანტები, როგორიცაა თქვენი ობიექტის დროებით დახურვა, მიუწვდომელი პროდუქტების გამორთვა ან მომხმარებელთან დაკავშირება. საჭიროების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Wolt-ის მხარდაჭერის გუნდს.
უარყოფის მიზეზები
შეკვეთის უარყოფისას თქვენ უნდა აირჩიოთ მიზეზი:
მიუწვდომელი პროდუქტები: რაღაც არ არის მარაგში.
ძალიან დაკავებული: თქვენ ახლა არ გაქვთ შეკვეთის მომზადების შესაძლებლობა.
მალე იხურება: შეკვეთის შესრულებას ვერ მოასწრებთ, რადგან თქვენი ობიექტი მალე იხურება.
სხვა: შეიყვანეთ მიზეზი, რომელიც მომხმარებელს გაუზიარდება.
სამუშაო საათების მართვა
აპი ავტომატურად ხსნის და ხურავს თქვენს ობიექტს თქვენს მიერ დაყენებული საათების მიხედვით. იხილეთ, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ შეუფერხებელი მუშაობა.
ზოგადი წესები
გქონდეთ აპი გახსნილი სამუშაო საათებში — თუ ის დახურულია, თქვენი ობიექტი არ გამოჩნდება მომხმარებლებისთვის და თქვენ არ მიიღებთ შეკვეთებს. ასევე, დარწმუნდით, რომ ხმა აწეული გაქვთ, რათა არ გამოტოვოთ შეტყობინებები.
თქვენი ობიექტის დროებით დახურვა
გჭირდებათ ცოტა ხნით შესვენება? შეეხეთ ობიექტის სტატუსის ღილაკს და აირჩიეთ დახურვა 30 წუთით, 1 საათით ან შემდეგ დაგეგმილ გახსნის დრომდე.
ობიექტის ხანგრძლივი დროით დასახურად (მაგ., დღესასწაულებზე), შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი სამუშაო საათები mercant.wolt.com-ზე ან დაუკავშირდეთ Wolt-ის მხარდაჭერის გუნდს.
როგორ დავუკავშირდე Wolt-ის მხარდაჭერის გუნდს Merchant App-იდან?
დახმარება გჭირდებათ? Wolt-ის მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება შეგიძლიათ პირდაპირ აპის საშუალებით ორი მარტივი გზით:
შეეხეთ მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირებას ნებისმიერი ბარათიდან.
აირჩიეთ მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება მენიუდან.
როგორ ავარჩიო ჩემთვის სასურველი ხმოვანი შეტყობინება
ხმის სწორი პარამეტრის შერჩევა დაგეხმარებათ, რომ არასდროს გამოტოვოთ შეკვეთა. შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ხმის ვარიანტიდან თქვენთვის სასურველი ან ობიექტის გარემოსთვის შესაფერისი. გამორჩეული ხმის შერჩევით თქვენ ამცირებთ შეკვეთების გამოტოვებისა და ავტომატური უარყოფის რისკს.