როგორ შევიდეთ Wolt Merchant Portal-ში

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ Wolt-ის Merchant სისტემაში შესვლის შესახებ, როგორიცაა თქვენს ანგარიშზე წვდომა, მომხმარებლების დამატება და სხვა.

მიმოხილვა

უკვე ხართ Wolt Merchant-ის პარტნიორი? შედით Merchant Portal-ში..

Wolt Merchant Portal-ში შესვლა პირველი ნაბიჯია მომგებიანი ონლაინ გაყიდვების სისტემის შესაქმნელად. ეს ყოვლისმომცველი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ შეკვეთებს, გააანალიზოთ გაყიდვების მონაცემები და განაახლოთ სამუშაო საათები.

როგორ შევიდეთ Merchant Portal-ში?

Wolt-ის დახმარებით თქვენი ბიზნესის მართვისა და ონლაინ გაყიდვების გაზრდის პირველი ნაბიჯი Merchant Portal-ში შესვლაა.

როდესაც Wolt-ში თქვენი ობიექტი დაარეგისტრირეთ, ჩვენ ავტომატურად შევქმენით ანგარიში რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტისთვის. შესვლის ინსტრუქცია:

  1. გადადით Merchant Portal-ში

  2. შეიყვანეთ ელ. ფოსტა, რომელიც გამოიყენეთ Wolt-ში რეგისტრაციისთვის

  3. გახსენით თქვენი ელფოსტის შემოსული წერილები და მოძებნეთ Wolt-ისგან მიღებული ელ.წერილი

  4. დააჭირეთ ამ ელ.წერილში მოცემულ შესვლის ბმულს

  5. სულ ესაა — შესული ხართ! 

💡რჩევა: მარტივი წვდომისთვის დაამატეთ Merchant Portal თქვენს სანიშნეებში!

არ მახსოვს შესვლის ინფორმაცია

არ ინერვიულოთ — Merchant Portal-ზე წვდომისთვის პაროლი არ გჭირდებათ. თქვენ მხოლოდ იმ ელფოსტის მისამართზე წვდომა გჭირდებათ, რომლითაც დარეგისტრირდით. ყოველ ჯერზე, როდესაც შეხვალთ, ჩვენ გამოგიგზავნით ახალ ბმულს.

შესვლის ელ.წერილი არ მიმიღია

თუ ელ.ფოსტის მისამართის შეყვანის შემდეგ ელ.წერილი არ მოდის, აქ რამდენიმე შესაძლო მიზეზია:

  1. არასწორი ელფოსტის მისამართი გადაამოწმეთ, რომ იყენებთ იმავე ელფოსტას, რომელიც Wolt-ში ობიექტის რეგისტრაციისას გამოიყენეთ. 👉 თუ ამ ელფოსტაზე წვდომა აღარ გაქვთ, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Merchant Team-ს.

  2. ანგარიში ჯერ არ შექმნილა თუ ამ ელფოსტის მისამართით Wolt-ის ანგარიში არასდროს შეგიქმნიათ, შექმენით ის ახლა. თუ თქვენ მოწვეული იყავით Merchant Portal-ზე, ანგარიშის შექმნის შემდეგ ავტომატურად მიიღებთ წვდომას თქვენს ობიექტზე.

როგორ დავამატო მომხმარებლები ჩემს Merchant Portal-ის ანგარიშზე?

გააფართოვეთ თქვენი გუნდის შესაძლებლობები თქვენს Merchant Portal-ის ანგარიშზე მეტი მომხმარებლის დამატებით. აი, როგორ:

  • შედით Merchant Portal-ის ანგარიშზე.

  • ნავიგაციის მარცხენა ჩანართში დააწკაპუნეთ „წვდომის მართვაზე“.

  • „პარტნიორის ადმინისტრატორის მომხმარებლების“ ქვეშ დააჭირეთ ღილაკს „+ მომხმარებლის მოწვევა“, რათა მოიწვიოთ თქვენი გუნდის წევრები ელექტრონული ფოსტით და მიანიჭოთ მათი მომხმარებლის უფლებები იმის მიხედვით, თუ რაზე სჭირდებათ წვდომა:

  • რესტორნის თანამშრომელი: შეუძლია მენიუების ნახვა და რედაქტირება, მაგრამ არ შეუძლია ახალი მომხმარებლების დამატება.

რესტორნის მენეჯერი: შეუძლია მენიუების ნახვ, რედაქტირება და ახალი მომხმარებლების დამატება.

ℹ️ მოწვეული მომხმარებლებისთვის საჭიროა Wolt ანგარიშის შექმნა.

შედით Merchant Portal-ში

გსურთ, გაიგოთ მეტი Merchant Portal-ის შესახებ?

თუ გსურთ, გაიგოთ მეტი, იხილეთ სტატია: Wolt Merchant Portal-ის გამოყენება.

გჭირდებათ მეტი დახმარება?