Venue Credit-ის გამოყენება Wolt-ის სამართავი პორტალიდან

გააუმჯობესეთ ურთიერთობა მომხმარებლებთან და გადააქციეთ შეფასებები განმეორებით შეკვეთებად Venue Credit-ის დახმარებით.

ამ გზამკვლევში გაეცნობით:

ამ გზამკვლევში გასწავლით, როგორ გამოიყენოთ Venue Credit Wolt-ის სამართავ პორტალში, რათა გაზარდოთ მომხმარებელთა ჩართულობა, დააგროვოთ მეტი ლოიალური მომხმარებელი და მიიღოთ მეტი შეკვეთა.

რა არის Venue Credit?

Venue Credit გაძლევთ საშუალებას დააჯილდოოთ ის მომხმარებლები, რომლებიც შეკვეთის შემდეგ ტოვებენ შეფასებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის შემდეგნაირად:

  • წაახალისოთ ახალი მომხმარებლები, რომ კვლავ განათავსონ შეკვეთა

  • გადაუხადოთ მადლობა მათ, ვინც დატოვა დადებითი შეფასება

  • აუნაზღაუროთ შეკვეთის ღირებულება ან დაუტოვოთ მცირედი საჩუქარი იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საუკეთესო გამოცდილება

შეგიძლიათ წაიკითხოთ და უპასუხოთ შეფასებებს და გააგზავნოთ Venue Credit უშუალოდ პორტალიდან.

💡 რჩევა: სწორად გამოყენების შემთხვევაში Venue Credit საშუალებას გაძლევთ არსებული მომხმარებელი აქციოთ თქვენს ლოიალურ მომხმარებლად.

როგორ გავაგზავნოთ Venue Credit

  1. შედით სამართავ პორტალში და აირჩიეთ თქვენი ობიექტი.

  2. გადადით განყოფილებაში „ბიზნეს ანალიტიკა“ და გახსენით „შეფასებები და მიმოხილვები“

  3. მოძებნეთ ის შეფასება, რომლისთვისაც გსურთ კრედიტის გაგზავნა

  4. მიუთითეთ თანხა და წერილობითი შეტყობინება

  5. დააჭირეთ „კრედიტის გაგზავნა“

💡საინტერესო ფაქტები

  • კრედიტის მოქმედების ვადა 30 დღეა

  • გადაიხდით მხოლოდ იმ კრედიტებისთვის, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა

  • ეს თანხები აისახება თქვენს ინვოისში, კატეგორიაში „პროდუქტების გაყიდვები“

  • „შეფასებები და მიმოხილვები“ სექციაში შეგიძლიათ ნახოთ რამდენი კრედიტი გაქვთ გაგზავნილი და რამდენია გამოყენებული მომხმარებლების მიერ.

როგორ გამოიყენოთ Venue Credit

როდესაც აირჩევთ კონკრეტულ შეფასებას, შეგიძლიათ:

  • განსაზღვროთ კრედიტის ოდენობა

  • შეარჩიოთ ვიზუალური ელემენტი შეტყობინებისთვის

  • გამოიყენოთ მზა ტექსტი ან დაწეროთ ინდივიდუალური

ასევე დაგეხმარებათ შემდეგი დეტალების ნახვაში:

  • შეკვეთის საერთო თანხა

  • გამოყენებული ფასდაკლებები

  • მომხმარებელი ახალია თუ დაბრუნებული

  • მიმოხილვაში მოცემული შეფასება

რა ხდება Venue Credit-ის გაგზავნის შემდეგ? 

მომხმარებელი:

  • მიიღებს ელ.ფოსტას კრედიტის ოდენობის, თქვენი შეტყობინების და გამოყენების წესის შესახებ.

  • მიიღებს აპლიკაციაში შეტყობინებას, რომ კრედიტი ხელმისაწვდომია და მოქმედებს 30 დღის განმავლობაში.

  • შეძლებს Venue Credit-ის გამოყენებას შემდეგი შეკვეთისას თქვენი ობიექტიდან 30 დღის ვადაში.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

გადავიხდი ყველა გაგზავნილ კრედიტზე?

არა. იხდით მხოლოდ იმ კრედიტებზე, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა. ისინი ცალკე ველად გამოგიჩნდებათ ინვოისში, „პროდუქტების გაყიდვები“ სექციაში.

რა ვადით არის ძალაში კრედიტი?

კრედიტი ვალიდურია გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში.

არის თუ არა ლიმიტი კრედიტების რაოდენობაზე?

არა. შეგიძლიათ გაგზავნოთ ნებისმიერი რაოდენობა.

სად ვხედავ გამოყენებულ კრედიტებს?

პორტალის „შეფასებები და მიმოხილვები“ განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ გაგზავნილი და გამოყენებული კრედიტების რაოდენობა.

გჭირდებათ მეტი დახმარება?