როგორ ასწავლოთ თქვენს გუნდს Wolt-ის გამოყენება სწრაფად

შეიძინეთ ის ძირითადი უნარები, რომლებიც თქვენს გუნდს სჭირდება შეკვეთების ეფექტურად მართვისთვის, საერთო საკითხების გადასაჭრელად და საუკეთესო პრაქტიკების დასაცავად.

მიმოხილვა

თქვენი გუნდი არის თქვენი ბიზნესის გული და ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ მათ წარმატების მიღწევაში. ამ სახელმძღვანელოში განვიხილავთ იმ აუცილებელ უნარებს, რომლებიც თქვენს პერსონალს სჭირდება შეკვეთების შეუფერხებლად მიღებისა და მართვისთვის, საერთო გამოწვევების დასაძლევად და წარმატების მისაღწევად საუკეთესო პრაქტიკების დასანერგად.

რა უნდა ისწავლონ?

იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი გუნდი მზად არის Wolt-თან მუშაობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:

  • Merchant Portal-ში ნავიგაცია: Merchant Portal-ის გაცნობა აუცილებელია. თქვენმა გუნდმა უნდა იცოდეს სისტემაში შესვლა, სხვადასხვა განყოფილებებზე წვდომა და ინსტრუმენტების პოვნა, რომლებიც მათ სჭირდებათ შეკვეთების მართვისა და ობიექტის ინფორმაციის განახლებისთვის.

  • შეკვეთების მართვა: შეკვეთების მიღებისა და დამუშავებიდან გაუქმების მართვამდე და ამოწურული პროდუქტების დამუშავებამდე — თქვენი გუნდი კომფორტულად უნდა უმკლავდებოდეს შეკვეთის მართვის პროცესს.

  • შეკვეთების დიდი რაოდენობის დამუშავება: მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა გუნდმა შეძლოს მაღალი დატვირთვის პერიოდების ეფექტურად მართვა, მომზადების დროის რეგულირება და, საჭიროების შემთხვევაში, შეკვეთების დროებით გამოტოვება.

  • მომხმარებელთან ინტერაქცია: მომხმარებლის მოლოდინის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა მომზადების დროის ზუსტი მითითებით და განსაკუთრებული მოთხოვნების შემოწმებით.

როგორ შეუძლია ჩემს ოპერაციების გუნდს ობიექტის დაყენება და განახლება?

სანამ თქვენი გუნდი შეკვეთების მიღებას დაიწყებს, თქვენმა ოპერაციების გუნდმა Merchant Portal-ში სწორად უნდა დააყენოს ობიექტი. აქ მოცემულია ეტაპობრივი სახელმძღვანელო დასაწყებად:

  • დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი: შედით და დაამატეთ თქვენი გუნდის წევრები, საჭიროებისამებრ, მომხმარებლის დაარეგულირეთ წვდომის უფლებები.

  • Merchant Portal-ში ნავიგაცია: გაეცანით Merchant Portal-ის სხვადასხვა ძირითად განყოფილებებს, როგორიცაა ჩამონათვალის მენეჯერი, შესყიდვის მონაცემები, გადახდების ანგარიშები და სხვ. 

  • შეიყვანეთ ობიექტის დეტალები: განაახლეთ თქვენი ობიექტის ინფორმაცია, მათ შორის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სამუშაო საათები.

  • დაამატეთ ან დაარედაქტირეთ მენიუ: დაამატეთ, დაარედაქტირეთ და დაალაგეთ პროდუქცია, ფოტოები, კატეგორიები, და წაშალეთ მიუწვდომელი პროდუქცია.

როგორ შეუძლია ჩემს გუნდს დაიწყოს შეკვეთების მიღება?

თქვენს გუნდს შეუძლია შეკვეთების მიღება რამდენიმე სხვადასხვა გზით, რაც დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ კონფიგურაციაზე:

  • Wolt ტაბლეტი:

    • მყისიერად მიიღეთ და აკონტროლეთ ყველა შემომავალი შეკვეთა Wolt Merchant ტაბლეტზე.

    • ეს დაზოგავს დროს თქვენი გუნდისთვის, რომ მათ ყურადღება გაამახვილონ შეკვეთების მომზადებაზე და მომხმარებელის გამოცდილების გაუმჯობესებაზე.

  • გაყიდვის წერტილის (POS) ინტეგრაცია:

    • გამოიყენეთ თქვენი ციფრული POS სისტემა შეკვეთების მართვისთვის, ხოლო რეალურ დროში თვალყური ადევნეთ გაყიდვებს, მარაგებს და ფულადი სახსრების დინამიკას.

როგორ შეუძლია ჩემს გუნდს მართოს და შეასრულოს შეკვეთები ადგილზე?

მას შემდეგ, რაც შეკვეთების მიღებას დაიწყებთ, თქვენს გუნდს შემდეგნაირად შეუძლია მართოს და შეასრულოს ისინი ეფექტურად:

  • შეკვეთების მიღება: შეკვეთების მიღება შესაძლებელია ხელით ან ავტომატურად თქვენი Wolt ტაბლეტის ან სმარტფონის საშუალებით, სადაც გაქვთ დაყენებული Merchant App.

  • შეკვეთების მართვა: განაახლეთ აღების ინსტრუქციები, შეასრულეთ შეკვეთები და მართეთ გაუქმებები.

  • შეკვეთების შეცვლა: შეცვალეთ მიღების დრო, დაუკავშირდით მომხმარებლებს ან პარტნიორ კურიერებს და მოაგვარეთ მიუწვდომელ პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორ მოვიქცეთ, თუ ძალიან ბევრ შეკვეთას მივიღებთ?

პიკის საათებში მნიშვნელოვანია ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობა. აი, როგორ შეუძლია თქვენს გუნდს შეკვეთების დიდი მოცულობის მართვა:

  1. დააყენეთ მომზადების ზუსტი დრო: დაარეგულირეთ მომზადების დრო თქვენი ამჟამინდელი შესაძლებლობისა და შეკვეთის ზომის მიხედვით, რომ გაამართლოთ მომხმარებლის მოლოდინები.

  2. განაახლეთ მენიუს ელემენტები რეალურ დროში: დაუყოვნებლივ მიუწვდომელად მონიშნეთ მარაგში არარსებული პროდუქცია, რომ თავიდან აიცილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები.

  3. შეაჩერეთ თქვენი ობიექტის მუშაობა: საჭიროების შემთხვევაში, დროებით შეაჩერეთ შეკვეთები Merchant Portal-ის ან ტაბლეტის საშუალებით მიღება.

რა არის საუკეთესო პრაქტიკა ჩემი გუნდისთვის?

მომხმარებელთა კმაყოფილების შენარჩუნება მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. გაუზიარეთ ეს საუკეთესო პრაქტიკა თქვენს გუნდს, რომ თქვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ.

  1. დარწმუნდით, რომ სამუშაო საათები სწორია: გადაამოწმეთ, რომ Wolt-ზე მითითებული სამუშაო საათები შეესაბამება თქვენი ობიექტის რეალურ სამუშაო საათებს, განსაკუთრებით უქმე დღეებსა ან განსაკუთრებული ღონისძიებების პერიოდებში. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც Merchant App-იდან, ასევე Merchant Portal-იდან.

  2. დაადასტურეთ შეკვეთები სწრაფად: დაუყოვნებლივ მიიღეთ შეკვეთები, რომ თავიდან აიცილოთ გაუქმებები და მომხმარებლები ინფორმირებულნი იყვნენ.

  3. დააყენეთ მომზადების ზუსტი დრო: თავიდან აიცილეთ უარყოფითი შეფასებები იმ დროის ზუსტად მითითებით, რაც დასჭირდება შეკვეთის მომზადებას.

  4. შეკვეთები მონიშნეთ ეტიკეტებით: დარწმუნდით, რომ შეკვეთები სწორად არის ეტიკეტირებული, რათა თავიდან აიცილოთ შეკვეთების ერთმანეთში არევა.

  5. შეამოწმეთ ცვლილებები: ყურადღება მიაქციეთ სპეციალურ მოთხოვნებს ან ცვლილებებს, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და მომხმარებელთა უკმაყოფილება.

რა არის Merchant Portal?

Wolt Merchant Portal არის პლატფორმა პრინციპით „ყველაფერი ერთში“. ზოგიერთი ძირითადი მოქმედება, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ Merchant Portal-ზე არის შემდეგი:

  • გაყიდვების მონაცემების ანალიზი

  • სამუშაო საათების განახლება

  • მენიუს შეცვლა

  • კამპანიების შექმნა

  • ყველა ინვოისის ჩამოტვირთვა

როგორ უნდა შეხვიდეთ Merchant Portal-ში

💡 რჩევა: დაამატეთ Merchant Portal ჩანიშვნებში მარტივი წვდომისთვის!

რა არის Merchant App?

Wolt Merchant App არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ობიექტში შემოსული შეკვეთების მარტივად მართვაში. ზოგიერთი ძირითადი ქმედება, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ Wolt Merchant App-ში არის შემდეგი:

  • ჩვეულებრივი და დაგეგმილი შეკვეთების მიღება და მართვა

  • შეკვეთების უარყოფა და ავტომატური უარყოფის თავიდან აცილების გზები

  • თქვენი ობიექტის დროებით დახურვა

  • მომხმარებელთან დაკავშირება შეკვეთის თაობაზე

  • Wolt-ის მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება შეკვეთის თაობაზე

თუ გსურთ, გაიგოთ მეტი, იხილეთ სტატია: Wolt Merchant App-ის გამოყენება.

გსურთ წვდომა უფრო დეტალურ ინსტრუქციებზე?