გაამარტივეთ საკვების გუნდური შეკვეთა ანაზღაურებადი კვებით

დააწესეთ საკვების ბიუჯეტი გუნდებისთვის Wolt-ზე შეკვეთისას. გადაიხადეთ მხოლოდ გახარჯული თანხა.

მარტივად შექმენით ანაზღაურებადი კვების პროგრამა Wolt for Work-ის მეშვეობით

თანამშრომელთა კვება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას

ანაზღაურებადი კვება შესანიშნავად მუშაობს როგორც ოფისში, ისე დისტანციურ და ჰიბრიდულ გუნდებში - ან, თუნდაც, ვირტუალურ ივენტებზე.

განსაზღვრეთ გუნდის კვების ბიუჯეტები

დააწესეთ ლიმიტები - როდის, სად და რამდენის დახარჯვა შეუძლიათ თანამშრომლებს Wolt-ზე.

დაიცავით კვებითი პრეფერენციები

თანამშრომლებს შეუძლიათ აირჩიონ საკვები, რომელიც შეესაბამება მათ ჯანმრთელობას და კვებით საჭიროებებს.

მიანიჭეთ თქვენს გუნდს მოქნილობა და არჩევანი

ჩვენი ანაზღაურებადი კვების პროგრამა საშუალებას აძლევს თანამშრომლებს აირჩიონ Wolt-ის რესტორნებისა და სუპერმარკეტების ფართო არჩევანიდან. გუნდის წევრებს შეუძლიათ შეუკვეთონ ის, რაც სურთ საკუთარი პრეფერენციების, გემოვნებისა და კვებითი შეზღუდვების გათვალისწინებით. პროგრამა შესანიშნავად მუშაობს საოფისე, დისტანციური თუ ჰიბრიდული გუნდებისთვის.

დაზოგეთ დრო ავტომატური ანაზღაურებით

თანამშრომლები იღებენ დაფინანსებულ კვებას ქვითრების წარდგენის გარეშე - ამის ნაცვლად, შეკვეთები ავტომატურად ანაზღაურდება კომპანიის ანგარიშიდან, რაც დაზოგავს თქვენს ძვირფას დროს სხვადასხვა მომწოდებლის ქვითრების დამუშავებაზე.

განსაზღვრეთ კვების ბიუჯეტები

თანამშრომლებს შეუძლიათ შეარჩიონ რა შეუკვეთონ, სანამ თქვენ აკონტროლებთ ბიუჯეტს. გამოყავით კვების რეგულარული ან ერთჯერადი ბიუჯეტები. განსაზღვრეთ ბიუჯეტი თანამშრომლის, გუნდის, დღის, დროის ან მდებარეობის მიხედვით. შეზღუდეთ ბიუჯეტი ოფისში მიტანით, თუ გსურთ წაახალისოთ ოფისში მუშაობა.

შექმენით სასიამოვნო სამუშაო გარემო კვების შეთავაზებით

წაახალისეთ გუნდურობა

თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ "ერთად შეკვეთის" ფუნქცია და გაერთიანდნენ საკვების ერთდროულად მისაღებად - ყველაფერი ერთი მიტანის საფასურით.

მხარი დაუჭირეთ თანამშრომლებს ხანგრძლივი სამუშაო დღეების დროს

გაამხნევეთ გვიან ღამემდე დარჩენილი თანამშრომლები მათთვის სასურველი საკვებით. დააყენეთ დრო, დღე და ბიუჯეტი, რათა მათ შეძლონ შეკვეთა, ან გაუგზავნეთ კვების ერთჯერადი ვაუჩერი Events ფუნქციის გამოყენებით.

მოიზიდეთ და შეინარჩუნეთ ტალანტები

შესთავაზეთ მიმზიდველი ანაზღაურებადი კვების პროგრამა და მოიზიდეთ ტოპ ტალანტები ფასეული უპირატესობებით. შეინარჩუნეთ თანამშრომლების მოტივაცია კერძებით, მათი ინდივიდუალურ გემოვნების გათვალისწინებით.

წაახალისეთ ოფისში მუშაობა

ოფისს სრულ განაკვეთზე აბრუნებთ ან ჰიბრიდული მოდელს ნერგავთ? გამოიყენეთ საკვების პროგრამები და გაამარტივეთ გარდამავალი პროცესი.

დაწყება მარტივია

დარეგისტრდით Wolt for Work-ზე რამდენიმე წუთში. შექმენით სასიამოვნო სამუშაო გარემო.

აღმოაჩინეთ Wolt for Work-ის დამატებითი ფუქნციები