დაამშვენეთ ნებისმიერი კორპორაციული ღონისძიება Wolt-ის საკვების მიტანით

გაუგზავნეთ კვების ვაუჩერი თანამშრომლებსა და კლიენტებს ერთჯერადი კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

კვების მოქნილი ერთჯერადი ვაუჩერები

1

განსაზღვრეთ ივენტის დეტალები

აირჩიეთ ვაუჩერის ნომინალი და ვადა. შექმენით ინდივიდუალური ან ჯგუფური ვაუჩერები.

2

დაამატეთ მიმღები

შეიყვანეთ ინფორმაცია თანამშრომლების, კლიენტების და სხვა პირების შესახებ საკვების მისაღებად.

3

გააზიარეთ და თვალყური ადევნეთ ხარჯებს

გააზიარეთ მარტივად ელ-ფოსტით. თვალყური ადევნეთ გამოყენებას და გადაიხადეთ მხოლოდ გამოყენებული ვაუჩერების თანხა.

საკვები ნებისმიერი ივენტისთვის

მარტივად დააორგანიზეთ საოფისე წვეულებები, ვირტუალური ღონისძიებები, შეხვედრები კლიენტებთან ან გუნდური ვორქშოპები. Wolt for Work-ის ფუნქცია "Events" ნებისმიერი სახის ღონისძიების ორგანიზებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დაყენება წამებში

ახალი ივენტის შექმნას და მონაწილეთა მოწვევას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ როგორც თითოეული მონაწილის, ისე ჯამური ხრაჯვები. ივენტის ყველა შეკვეთა აისახება ერთ ინვოისში, რაც დამატებით დროსა და ძალისხმევას დაგიზოგავთ.

დააორგანიზეთ უკეთესი ივენტები, ზედმეტი ხარჯების გარეშე.

არ არის საჭირო ყველას გემოვნებაზე მორგება. ივენტის ინდივიდუალური ვაუჩერებით, დამსწრეებს შეუძლიათ შეუკვეთონ ის, რაც უყვართ, ხოლო თქვენ იხდით მხოლოდ სტუმრების დახარჯულ თანხას და იცით, რომ არ გადააჭარბებთ ღონისძიების ბიუჯეტს.

დაწყება მარტივია

დარეგისტრირდით Wolt for Work-ზე რამდენიმე წუთში.

აღმოაჩინეთ Wolt for Work-ის დამატებითი ფუნქციები