შეიძინე ახალი მომხმარებლები და გაყიდე მეტი ვოლტით
თუ გაქვთ რესტორანი და გსურთ Wolt-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია, დაგვიკავშირდით სამუშაო დღეებში ცხელი ხაზის მეშვეობით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე:+995591402575
ჩვენს შესახებ
ვოლტი საჭმლის მიტანის სერვისია, რომელიც მშიერ მომხმარებლებსა და რესტორნებს, ენთუზიაზმით აღსავსე კურიერების მეშვეობით აკავშირებს. ვოლტის აპლიკაციის საშუალებით ათასობით მომხმარებელს მარტივად ვაკავშირებთ თქვენთან, რაც ბიზნესის გაზრდის საწინდარია.
“ვოლტს მარტივად მოაქვს შედეგი“
ვოლტმა საგრძნობლად გაზარდა შიო რამენის, სკა ჯუს ბარის და სხვა უამრავი რესტორნის გაყიდვები.
რატომ უნდა გახდეთ პარტნიორი რესტორანი?
დამატებითი შემოსავალი
ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით რესტორნისთვის ვოლტის შეკვეთების 91% დამატებითი შემოსავლის წყაროა.
100% რისკის გარეშე
ვოლტთან პარტნიორობის დაწყება სრულიად უფასოა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ჩვენთან თანამშრომლობა. რადგან ვოლტის შემოსავლის წყარო მხოლოდ საკომისიოა, თქვენი შეკვეთების ზრდა ჩვენს ინტერესშიც შედის.
დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ
ჩვენი პარტნიორი კურიერები უზრუნველყოფენ, რომ მომხმარებლებმა შეკვეთა მისი განთავსებიდან 30-40 წუთში მიიღონ. ვოლტი სრულად უზრუნველყოფს გადახდებისა და მომხმარებელთა ონლაინ მხარდაჭერის ნაწილს. შეგიძლიათ საოპერაციო საკითხები ჩვენ მოგვანდოთ და უბრალოდ თვალი ადევნოთ თქვენი ბიზნესის ზრდას, სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.
რესტორნის აპლიკაციის მარტივი ინტერფეისი!
შეკვეთების მიღება ხდება iPad-ის მეშვეობით და ყველა შემოსული შეკვეთა წინასწარ არის გადახდილი. თქვენს თანამშრომლებს მხოლოდ საკვების დამზადება და მისი კურიერისთვის გადაცემა ევალება.

''ჩვენი გუნდისთვის მარტივია ვოლტის აპლიკაციასთან მუშაობა''
ვოლტმა მოგვცა საშუალება საგრძნობლად გაგვეფართოვებინა ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა. დღეს, ლოკალური მომხმარებლების გარდა გვყავს ასობით ერთგული ადამიანი, ვისთვისაც ვოლტის მეშვეობით სკას პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი გუნდისთვისაც მარტივია ვოლტის აპლიკაციასთან მუშაობა.
ანა და გიორგი, ტალახაძეები, სკას დამფუძნებლები, სკა ჯუს ბარი