თქვენი Wolt ტაბლეტისა და პრინტერის ხარვეზების გამოსწორება

სწრაფად გამოასწორეთ Wolt-ის პლანშეტებისა და პრინტერების ყველაზე გავრცელებული ხარვეზები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ შეფერხებები და უზრუნველყოთ შეკვეთების შეუფერხებლად მიწოდება.

მიმოხილვა

პიკის საათებში შეუფერხებლად მუშაობა ნიშნავს, რომ თქვენი Wolt-ის პლანშეტი და პრინტერი შეფერხებების გარეშე უნდა მუშაობდეს. ეს სახელმძღვანელო გაჩვენებთ ყველაზე გავრცელებული ხარვეზების სწრაფ გამოსწორების გზებს, რათა მომხმარებლების მომსახურებას შეფერხების გარეშე დაუბრუნდეთ.

ყოველთვის განაახლეთ თქვენი მოწყობილობები

ხარვეზების გამოსწორებამდე დარწმუნდით, რომ თქვენს პლანშეტი უახლეს ოპერაციულ სისტემაზეა და მასზე დაინსტალირებულია Wolt Merchant აპლიკაციის უახლესი ვერსია. განახლებები ხშირად ასწორებს შეცდომებს, აუმჯობესებს მუშაობას და ხელს უწყობს პრობლემების თავიდან აცილებას.

როგორ შევამოწმოთ პლანშეტის განახლებები

  1. გახსენით Settings თქვენს მოწყობილობაზე.

  2. დააჭირეთ General-ს (iPad) ან System-ს (Android).

  3. აირჩიეთ Software Update ან System Update.

  4. თუ განახლება ხელმისაწვდომია, მიჰყევით ინსტალაციის ინსტრუქციას.

როგორ შევამოწმოთ Merchant App-ის განახლებები iPad-ზე

  1. დააჭირეთ Company Apps-ს iPad-ზე.

  2. აირჩიეთ Merchant App Lite.

  3. დააჭირეთ წითელ Update ღილაკს.

  4. ინსტალაციის შემდეგ, თქვენ ნახავთ მწვანე Installed ეტიკეტს.

როგორ შევამოწმოთ Merchant App-ის განახლებები Android-ზე

  1. გახსენით Google Play Store.

  2. მოძებნეთ Merchant Lite.

  3. გახსენით აპლიკაციის გვერდი და დააჭირეთ Update-ს.

  4. დაელოდეთ განახლების დასრულებას.

Wolt-ის პლანშეტებთან დაკავშირებული გავრცელებული პრობლემები

ბატარეა ძალიან სწრაფად ჯდება

გამოსავალი: პლანშეტი ყოველთვის დამტენთან შეერთებული გქონდეთ, რათა შეკვეთების მისაღებად მზად იყოს.

პლანშეტი არ ირთვება / არ იტენება

გამოსავალი:

  • დამტენი სხვა მოწყობილობით გამოსცადეთ ან პლანშეტზე სხვა დამტენი სცადეთ.

  • გამოიყენეთ თქვენს პლანშეტთან ერთად მოწოდებული ოფიციალური დამტენი.

  • თუ თქვენი დამტენი გაფუჭებულია, მისი შესაცვლელად ოფიციალური დამტენი უნდა შეიძინოთ.

  • თუ პლანშეტი მაინც არ იტენება, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ Merchant Team-ს.

პლანშეტი ინტერნეტს არ უკავშირდება

გამოსავალი:

  1. გახსენით Settings

  2. დააჭირეთ Wi-Fi.

  3. ზედა ნაწილში შეამოწმეთ ჩართულია თუ არა Wi-Fi.

    • თუ ჩართულია: თქვენ ნახავთ ხელმისაწვდომი ქსელების სიას. SIM ბარათზე გადასასვლელად სცადეთ Wi-Fi-ს გამორთვა (თუ თქვენი პლანშეტი ამას მხარს უჭერს).

    • თუ გამორთულია: ჩართეთ და დაუკავშირდით თქვენს Wi-Fi ქსელს. საჭიროების შემთხვევაში შეიყვანეთ პაროლი.

პლანშეტმა გაჭედა ან არ რეაგირებს (მყარი გადატვირთვა)

  • iPad: დააჭირეთ Home + Power ღლაკებს ერთდროულად სანამ Apple-ის ლიგი არ გამოჩნდება, შემდეგ გაუშვით.

  • Android: დააჭირეთ Power + Volume Down ღილაკებს ერთდროულად 7–10 წამის განმავლობაში, სანამ ეკრანი არ გაშავდება და გამოჩნდება Android ლოგო.

პრინტერის გავრცელებული პრობლემები

პრინტერი ბეჭდავს ცარიელ ფურცელს

გამოსავალი:

  • შეამოწმეთ, თერმული ქაღალდი თავდაყირა ხომ არ არის ჩატვირთული. ამოიღეთ, გადააბრუნეთ და ხელახლა ჩადეთ.

  • დარწმუნდით, რომ იყენებთ თერმულ ქაღალდს და არა ჩვეულებრივ ქვითრების ქაღალდს.

პრინტერი წითლად ანათებს 🔴

გამოსავალი:

  • პრინტერს ქაღალდი გაუთავდა. ხელახლა ჩადეთ თერმული ქაღალდი.

  • თუ ქაღალდი ჩადებულია, მაგრამ ინდიკატორი წითლად ანათებს, ამოიღეთ და ხელახლა ჩადეთ, რათა უზრუნველყოთ მისი სათანადო გასწორება.

პრინტერი არ ბეჭდავს

გამოსავალი:

  1. დარწმუნდით, რომ პრინტერი ჩართულია.

  2. პლანშეტზე, გადადით Settings → Bluetooth და შეამოწმეთ ჩართულია თუ არა.

  3. დარწმუნდით, რომ თქვენი პრინტერი ნაჩვენებია, როგორც Connected. თუ არა, ხელახლა დასაკავშირებლად დააჭირეთ პრინტერის სახელს.

  4. Merchant App-ში:

    • გახსენით ☰ Menu → Settings → Printer Settings → Connect.

  5. თუ ის კვლავ არ მუშაობს, გამორთეთ პრინტერი, დაელოდეთ რამდენიმე წამი და ხელახლა შეაერთეთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა პლანშეტები, პრინტერები ან კავშირის კონფიგურაციები. თუ ეს ნაბიჯები არ ემთხვევა თქვენს მოწყობილობას ან პრობლემა კვლავ გრძელდება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Support-ს თქვენი Merchant Portal-ის მეშვეობით. ჩვენი ადგილობრივი გუნდები დაგეხმარებიან სწრაფად დაუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს.

საბოლოო რჩევა

პლანშეტის დატენვა, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და თერმული ქაღალდის სწორად ჩატვირთვა თავიდან აგაცილებთ პრობლემების უმეტესობას. თუ რამე არ მუშაობს, სწრაფი გადატვირთვა ან ხელახლა დაკავშირება, როგორც წესი, წყვეტს პრობლემას. და თუ არა - ჩვენი Merchant Support დაგეხმარებათ Merchant Portal.

გჭირდებათ მეტი დახმარება?