მიიღეთ პერსონალიზებული ზრდის რეკომენდაციები Wolt Merchant Portal-ში

ნახეთ, რომელი ქმედებები დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში და შეასრულეთ ისინი პირდაპირ Merchant Portal-იდან.

ამ გზამკვლევში გაეცნობით:

Wolt-ის ახალი პერსონალიზებული ზრდის რეკომენდაციები ახლა ხელმისაწვდომია Merchant Portal-ზე. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში ინდივიდუალურად მორგებული, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზითა და ზრდის შესაძლებლობებით. აი, როგორ მუშაობს ის და რას უნდა ელოდოთ.

რა არის ზრდის რეკომენდაციები?

ზრდის რეკომენდაციები ახლა ხელმისაწვდომია Merchant Portal-ზე. ის ხაზს უსვამს ყველაზე ეფექტურ ქმედებებს, რომელთა განხორციელებაც შეგიძლიათ შედეგების გასაუმჯობესებლად, თქვენი ობიექტის აქტივობისა და Wolt-იდან რეალურ დროში მიღებული მონაცემების საფუძველზე.

აღარ მოგიწევთ ანგარიშებში ძიება ან ვარაუდი, რა ქმედებებმა შეიძლება იმოქმედოს პოზიტიურად, ახლა თქვენთვის რჩევები პირდაპირ Merchant Portal-ის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება. თითოეული რეკომენდაცია არის ცხადი, ქმედითი და მოიცავს შეფასებას, თუ რამდენად შეუძლია მას თქვენი გაყიდვების გაზრდაში დახმარება.

რამდენიმე სწრაფი ნაბიჯით შეგიძლიათ შეასრულოთ თითოეული რეკომენდაცია (მაგალითად, დაამატოთ ფოტო ან ნივთის აღწერა) და დაიწყოთ ამ მცირე ქმედებების განხორციელება, რომლებიც პირდაპირ გავლენას მოახდენს თქვენს გაყიდვებსა და პროგრესზე.

გაყიდვებზე სავარაუდო ზეგავლენას ჩვენ Wolt-ის რეკომენდაციების სისტემის გამოყენებით ვანგარიშობთ, რომელიც თქვენი ობიექტის მიმდინარე და ისტორიულ მონაცემებს პლატფორმაზე არსებული სხვა ობიექტების მონაცემებს ადარებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ, რამდენად შეიძლება გაიზარდოს თქვენი გაყიდვები მომდევნო 90 დღის განმავლობაში, თუ რეკომენდებულ მოქმედებას შეასრულებთ. ყველა ობიექტი იღებს სხვადასხვა შეთავაზებებსა და გაყიდვების შეფასებას მათი მუშაობის და განლაგების მიხედვით, Wolt-ის მასშტაბით რეალურ დროში მიღებული და ისტორიული მონაცემების გამოყენებით, რაც ეხმარება იმ ქმედებების გამოვლენაში, რომელიც, სავარაუდოდ, თქვენი გაყიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.

ზრდის რეკომენდაციების პირველი ვერსია ფოკუსირებულია ორ მარტივ, მაგრამ ეფექტურ განახლებაზე, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენს მენიუში.

რას გვთავაზობენ რეკომენდაციები

ივლისიდან თქვენ დაიწყებთ პერსონალიზებული რეკომენდაციების მიღებას, რათა თქვენი ობიექტი გამოირჩეოდეს და გაზარდოთ გაყიდვები უკეთესი მენიუს გამოცდილების დახმარებით. მათ იპოვით შეტყობინებების ზონაში თქვენი Merchant Portal-ის ზედა მარჯვენა კუთხეში.

💡არიცითროგორშეხვიდეთსისტემაში? აქმოცემულიამოკლესახელმძღვანელო Wolt Merchant Portal-ზეწვდომისთვის.

პირველი ორი რეკომენდაცია მოიცავს შემდეგს:

1. მენიუში მეტი ფოტოს დამატება

მაღალი ხარისხის ფოტოები ეხმარება მომხმარებლებს გაგებაში, თუ რას უნდა ელოდონ და ხშირად განაპირობებს შეკვეთების ზრდას. კარგი ვიზუალის მქონე ობიექტებში გაყიდვები შესამჩნევად იზრდება. ზრდის რეკომენდაციები ზუსტად გაჩვენებთ, სად აკლია ფოტოები და დაგეხმარებათ მათი ატვირთვის პროცესში.

💡გჭირდებათგანახლება? იხილეთჩვენისახელმძღვანელო, თუროგორგადაიღოთშესანიშნავიმენიუსფოტოებიპრაქტიკული რჩევებისა და მაგალითებისთვის.

2. დაამატეთ აღწერილობები

მკაფიო აღწერილობები ეხმარება მომხმარებლებს, გააკეთონ არჩევანი თავდაჯერებულად, ამცირებს დაბნეულობას და გაუქმების ალბათობას. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცნობი კერძებისთვის, ახალი მომხმარებლებისთვის ან დიეტური პრეფერენციებისა და ალერგიის მქონე მომხმარებლებისთვის. ზრდის რეკომენდაციები გამოკვეთს თუ, რომელ ნივთებს სჭირდებათ აღწერა და დაგეხმარებათ მათი დამატების პროცესში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

თქვენ უკვე შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი სასარგებლო მონაცემი Merchant Portal-ზე—თუმცა იმის ცოდნა, თუ საიდან დაიწყოთ, შეიძლება დიდ დროს მოითხოვდეს. ზრდის რეკომენდაციები ამარტივებს საქმეს, რადგან შესაფერის დროს და თქვენი რეალური მაჩვენებლების საფუძველზე, საჭირო რჩევების გამოვლენას აადვილებს.

თითოეული რჩევა არის:

  • პერსონალიზებული: თქვენი ობიექტის გაყიდვების მონაცემებსა და მენიუს შინაარსზე დაყრდნობით

  • ქმედითი: მოიცავს კონკრეტულ მოქმედებას, რომლის განხორციელებაც დაუყოვნებლივ შეგიძლიათ

  • შესაბამისი: ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება თქვენს ობიექტს და თქვენი ქვეყნის მდებარეობას

  • დროული: ყოველდღიურად განახლდება, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაყიდვებზე გავლენის ყველაზე განახლებული შეფასება

სად ვიპოვოთ რეკომენდაციები

მათ იპოვით შეტყობინებების ზონაში თქვენი Merchant Portal-ისზედა მარჯვენა კუთხეში. თითოეული რეკომენდაცია მოკლეა, გასაგები და დაკავშირებულია მნიშვნელოვან შემდეგ ნაბიჯთან — ასე რომ, შეგიძლიათ გაუმჯობესება სხვადასხვა ხელსაწყოებში ნავიგაციის გარეშე.

დროთა განმავლობაში, ზრდის რეკომენდაციები თქვენი ქმედებებიდან ისწავლის და განახლდება ახალი მონაცემების, ტენდენციებისა და შესრულების საფუძველზე, რათა უკეთ დაგეხმაროთ და უპასუხოს თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.

გჭირდებათ მეტი დახმარება?