თქვენი ობიექტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
მიიღეთ მნიშვნელოვანი რჩევები თქვენი ობიექტის ხელმისაწვდომობის ოპტიმიზაციისთვის და შეკვეთების გამოტოვების თავიდან ასარიდებლად
მიმოხილვა
- დააყენეთ განსაკუთრებული სამუშაო საათები
- განაახლეთ თქვენი მენიუ
- შეინარჩუნეთ ხილვადობა: რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ტაბლეტი
- მართეთ გადატვირთული პერიოდები დროებით ოფლაინ გასვლთ
- დააყენეთ ხმოვანი შეტყობინებები, რომ არ გამოტოვოთ შეკვეთები
ამ სტატიაში გაჩვენებთ სწრაფ ნაბიჯებს განსაკუთრებული სამუშაო საათების დასაყენებლად, მენიუს ელემენტების ჩასართავად/გამოსართავად, გადატვირთული დროების მართვისა და ხმოვანი შეტყობინებების დასაყენებლად, რათა იყოთ ხელმისაწვდომი და მიიღოთ შეტყობინებები.
დააყენეთ განსაკუთრებული სამუშაო საათები
გაქვთ ცვლილება გრაფიკში? აცნობეთ ამის შესახებ მომხმარებელებს განსაკუთრებული სამუშაო საათების დაყენებით, როდესაც თქვენი გრაფიკი იცვლება. აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს:
გახსენით Merchant App და შეეხეთ მთავარ ეკრანზე სახლის 🏠 ხატულას. ეს არის თქვენი მალსახმობი ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული სამუშაო საათების პარამეტრებზე.
აირჩიეთ „განსაკუთრებული სამუშაო საათების დამატება“ და „ახალი დროის სლოტის დამატება“, რათა შეცვალოთ საათები კონკრეტული დღეებისთვის, როდესაც გვიან იწყებთ მუშაობს ან ადრე ხურავთ ობიექტს.
შეინახეთ ცვლილებები იმისთვის, რომ მომხმარებლებს აცნობოთ თქვენი ხელმისაწვდომობა.
გსურთ, გაიგოთ მეტი სამუშაო საათების დაყენების შესახებ?
გადადით სტატიაზე: თქვენი ობიექტის სამუშაო საათების დაყენება.
განაახლეთ თქვენი მენიუ
რეგულარულად შეამოწმეთ და განაახლეთ თქვენი მენიუ და დარწმუნდით, რომ ყველა პროდუქტი, ფასი და ინგრედიენტი სწორად არის მითითებული. განახლებული მენიუ იწვევს ნაკლებ გაუქმებას, უზრუნველყოფს მომხმარებლების კმაყოფილებას დაისინი უფრო ხშირად უბრუნდებიან თქვენ ობიექტს.
იხილეთ, როგორ უნდა ჩართოთ ან გამორთოთ პროდუქცია Merchant Portal-იდან.
თქვენს Merchant Portal ანგარიშში მარცხენა ნავიგაციის ჩანართში აირჩიეთ „ჩამონათვალის მენეჯერი“.
მოძებნეთ ან აირჩიეთ ელემენტი, რომლის რედაქტირებაც გსურთ თქვენი მენიუდან თეთრ ყუთზე დაჭერით და ზედა ზოლში მრგვალი თვალის (ჩართვა/გამორთვა) ხატულაზე დაწკაპუნებით.
აირჩიეთ სასურველი ქმედება და დაადასტურეთ იგი ღილაკზე „ჩართვა“ ან „გამორთვა“ დაჭერით.
გსურთ, გაიგოთ მეტი მენიუს შეცვლის შესახებ?
გადადით სტატიაზე: თქვენი მენიუს მართვა Wolt-ზე.
შეინარჩუნეთ ხილვადობა: რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ტაბლეტი
იმისათვის, რომ თქვენი ობიექტი ხილვადი იყოს და მზად იყოთ შეკვეთებისთვის, ჩვევად აქციეთ თქვენი ტაბლეტის რეგულარული შემოწმება. თუ აპი ფონურ რეჟიმში მუშაობს ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არააქტიურია, თქვენი ობიექტი შეიძლება გაითიშოს სისტემაში — მას არ ექნება ხილვადობა, ვერ მიიღებთ შეკვეთებს. ეს არის სწრაფი შემოწმება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ზოგიერთი ტაბლეტი ხაზგარეშე რეჟიმში გადადის დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, თუ აქტივობა არ შეინიშნება. ამის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ შეამოწმეთ თქვენი ტაბლეტი დღეში რამდენიმეჯერ, რათა დარწმუნდეთ, რომ აპლიკაცია ჩართულია და თქვენი ობიექტი ონლაინაა.
სწრაფი რჩევა: თქვენი ტაბლეტი ხილულ ადგილას მოათავსეთ, რათა მარტივად დაინახოთ და დარწმუნდეთ, რომ აქტიურია. თუ ის ფონურ რეჟიმში გადავა, კვლავ გაააქტიურეთ, რომ შეძლოთ შეკვეთების მიღება.
მართეთ გადატვირთული პერიოდები დროებით ოფლაინ გასვლთ
თუ პიკის საათებში შეკვეთებით გადატვირთული ხართ, დროებით ხაზგარეშე რეჟიმში გასვლა დაგეხმარებათ. Merchant App-იდან შეგიძლიათ გადართოთ „ონლაინ“ და „ოფლაინ“ რეჟიმებს შორის. ხაზგარეშე რეჟიმში, თქვენი ობიექტი არ გამოჩნდება მომხმარებლებისთვის და თქვენ ვერ მიიღებთ შეკვეთებს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ დაბრუნდით ონლაინ რეჟიმში შეკვეთების მისაღებად.
გაეცანით ამ სახელმძღვანელოს, რომ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ დახუროთ ობიექტი დროებით.
დააყენეთ ხმოვანი შეტყობინებები, რომ არ გამოტოვოთ შეკვეთები
შეკვეთის შეტყობინებები მნიშვნელოვანია — ნუ დაუშვებთ, რომ მათი ხმა ჩაიკარგოს ხმაურში. ხმის სწორი პარამეტრის შერჩევა დაგეხმარებათ, რომ არასდროს გამოტოვოთ შეკვეთა. შეარჩიეთ შეტყობინებების ხმოვანი სიგნალი თქვენი პრეფერენციების მიხედვით ან ისეთი, რომელიც გამოირჩევა თქვენი ობიექტის გარემოში, რათა არ გამოტოვოთ შეკვეთა. დააყენეთ ეს თქვენი Merchant App-ის „პარამეტრებში“, შემდეგ აირჩიეთ „ხმის ტიპი“.
ამ ნაბიჯების შესრულების შედეგად თქვენი ობიექტი იქნება ხელმისაწვდომი, შემცირდება გამოტოვებული შეკვეთების რაოდენობა და თქვენი მომხმარებლები მიიღებენ შეუფერხებელ გამოცდილებას.