თქვენი ბიზნესისთვის Wolt-ის საუკეთესო მარკეტინგული შეთავაზებების არჩევა
აღმოაჩინეთ, როგორ უნდა აირჩიოთ Wolt Ads, Promos და Wolt+'ს შორის თქვენი ბიზნეს-მიზნების მისაღწევად.
მიმოხილვა
- Wolt Ads:გაზარდეთ ხილვადობა და მიიქციეთ ყურადღება
- Wolt Promo: მიიპყარით ყურადღება და გაზრადეთ გაყიდვები
- Wolt+: მიიღეთ გარანტირებული გაყიდვები და ხანგრძლივი შენარჩუნება
- თქვენი ბიზნეს-მიზნებისთვის სწორი კომბინაციის არჩევა
სწორი მარკეტინგული მიდგომის არჩევა მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და არსებული მომხმარებლების შესანარჩუნებლად. Wolt-ში მარკეტინგული კამპანიების შესაძლებლობები მუშაობს ხილვადობისა და შესყიდვების გასაზრდელად, და მომხმარებლების დაბრუნების უზრუნველსაყოფად. აქ მოცემულია მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს თითოეული შეთავაზება მომხმარებლის მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპს — ყველაფერი ინდივიდუალურია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები მიზნების მისაღწევად.
Wolt Ads:გაზარდეთ ხილვადობა და მიიქციეთ ყურადღება
თუ გსურთ, რომ თქვენმა ობიექტმა მიიქციოს მეტი ყურადღება და მოიზიდოთ ახალი პოტენციური მომხმარებლები, Ads თქვენთვისაა. რეკლამები ზრდის თქვენს ხილვადობას Wolt აპში და იპყრობს იმ ადამიანების ყურადღებას, რომლებსაც, შესაძლოა, თქვენი ობიექტის შესახებ ჯერ არ სმენიათ. ეს დამატებითი ხილვადობა ხელს უწყობს თქვენი ობიექტის გამოჩენას, როდესაც მომხმარებლები ცდილობენ გადაწყვიტონ, სად სურთ შეკვეთა — შესანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე.
💡 რატომ მუშაობს Ads: Ads-ის საფასურს ჩვენებების მიხედვით არ იხდით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ობიექტის გამოჩენისთვის არ იხდით ფულს. თანხას მხოლოდ მაშინ იხდით, როდესაც მომხმარებელი დააწკაპუნებს და შეუკვეთავს. ეს საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ ხილვადობა რისკის გარეშე; თუ მომხმარებლები ხედავენ თქვენს რეკლამას, მაგრამ არ უკვეთავენ, თქვენ მაინც სარგებლობთ ხილვადობის ამაღლებით, ყველანაირი საფასურის გადახდის გარეშე.
Ads იდეალურია შემდეგისთვის:
სამიზნე აუდიტორიის გაზრდა: მოიზიდეთ ახალი მომხმარებლები, რომლებმაც შეიძლება სხვაგვარად ვერ აღმოაჩინონ თქვენი ობიექტი.
ბრენდის ცნობადობის გაზრდა: მიიქციეთ ყურადღება შემდგომი შეკვეთებისთვის.
გაყიდვების საფუძვლის ჩამოყალიბება: დააპოზიციონირეთ თქვენი ობიექტი, როგორც საუკეთესო არჩვანი ადგილობრივ ბაზარზე.
Wolt Promo: მიიპყარით ყურადღება და გაზრადეთ გაყიდვები
პრომოები მომხმარებლებს მკაფიო მიზეზს აირჩიონ თქვენი ობიექტი სხვებთან შედარებისას. სტიმულით, როგორიცაა ფასდაკლება ან სპეციალური შეთავაზება, თქვენ მიიზიდავთ მომხმარებლებს, რომლებისთვისაც მნიშნელოვანია ფასი და, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. პრომოები ასევე მუშაობს უფრო დიდი შეკვეთების მოსაზიდად, გთავაზობთ ნაკრებების შეთავაზებებს და ფასდაკლებებს, რაც მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველია — სრული კვება ნაცვლად ერთი პროდუქტისა.
რატომ მუშაობს Promo: პრომოები მოქნილია და ანიჭებს თქვენს ობიექტს უპირატესობას, როდესაც მომხმარებლები იღებენ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელი უკვეთავს პრომოს გამოყენებით, ამიტომ თქვენ ინვესტიციას ახდენთ გარანტირებულ გაყიდვებში და არა მხოლოდ დაწკაპუნებებში ან ნახვებში.
აქციები ეფექტურია შემდეგისთვის:
გაყიდვების გაზრდა: მოუწოდეთ მომხმარებლებს იმოქმედონ, როდესაც ისინი ცდილობენ გადაწყვეტილების მიღებას.
შეკვეთის მოცულობის გაზრდა: წაახალისეთ მომხმარებლებს დახარჯონ ოდნავ მეტი, რომ მიიღონ პროდუქტების ნაკრები ან სრული კვების შეთავაზებები.
თქვენი ღირებულების აღქმის გაძლიერება: გახადეთ თქვენი ობიექტი გამორჩეული მიმზიდველი შეთავაზებებით, რაც თქვენს ობიექტს უფრო მიმზიდველს გახდის.
გსურთ, გაიგოთ, როგორ დააყენოთ Ads და Promo კამპანიები?
გადადით მარკეტინგულ კამპანიებზე 101: Ads-ის და Promo-ს გამოყენება.
Wolt+: მიიღეთ გარანტირებული გაყიდვები და ხანგრძლივი შენარჩუნება
Wolt+ მორგებულია Wolt-ის ყველაზე აქტიურ, ერთგულ მომხმარებლებზე, რომლებიც ხშირად უკვეთავენ და რომლებსაც უყვართ ახალი ობიექტები. როგორც Wolt+ პარტნიორი, თქვენი ობიექტი გამოირჩევა ამ მაღალი ღირებულების ჯგუფში. Wolt+'ის წევრები უფრო ხშირად უკვეთავენ, მათ უყვართ ახალი ობიექტებიდან შეკვეთა და შემთხვევების 80% ირჩევენ Wolt+ პარტნიორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომხმარებელთა ბაზიდან მიიღებთ განმეორებით შეკვეთებს.
💡 რატომ მუშაობს Wolt+: Wolt+'ით თქვენ იხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც Wolt+'ის წევრი აკეთებს შეკვეთას, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ხარჯი დაკავშირებულია რეალურ გაყიდვასთან.
Wolt+ იდეალურია შემდეგისთვის:
ერთგულების ჩამოყალიბება: მოიზიდეთ მომხმარებლები, რომლებიც ხშირად უკვეთავენ და სავარაუდოა, რომ დაუბრუნდებიან თქვენს ობიექტს.
გაზარდეთ შემოსავალი განმეორებითი გაყიდვების საშუალებით: გაეცანით აუდიტორიას, რომელიც უკვე იყენებს Wolt+'ს.
მოიზიდეთ შერცეული აუდიტორია: მოახიდნეთ თქვენი ობიექტის პოზიციონირება, როგორც საუკეთესო ვარიანტი პრემიუმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აქტიურად ეძებენ ახალ დაწესებულებებს.
თქვენი ბიზნეს-მიზნებისთვის სწორი კომბინაციის არჩევა
თითოეული ვარიანტი (Ads, Promos და Wolt+) უნიკალურ როლს ასრულებს თქვენი ბიზნესის ზრდაში. ამ შეთავაზებების ერთად გამოყენებით შეგიძლიათ მომხმარებლების გააცნოთ თქვენი ობიექტი და დაიმსახუროთ ლოიალურობა, დაამყაროთ ხანგრძლივი და მყარი კავშირები Wolt-ის საზოგადოებაში. გამოსცადეთ ყოველი შესაძლებლობა, რომ ნახოთ, რომელი კომბინაცია მუშაობს საუკეთესოდ თქვენი ბიზნესისთვის და მიიღეთ განვითარების ახალი შესაძლებლობები.