რესტორნის მენიუს ნიმუში: მენიუს შექმნა

რესტორნის მენიუ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კერძების ჩამონათვალი; სწორედ მისი საშუალებით აღვუძრავთ მომხმარებელს ინტერესს. რასაკვირველია, მრავალი ფაქტორი იზიდავს მომხმარებელს, თუმცა გადამწყვეტი მენიუა, განსაკუთრებით ონლიან სივრცეში, სადაც კერძების ფოტოებმა უნდა გააკეთონ მთავარი. მეგობრული თანამშრომლების, სასიამოვნო გარემოსა და ატმოსფეროს ნაცვლად სწორედ ამ ფოტოებმა უნდა შექმნან ეს კავშირი.

რესტორანი იქნება ეს, კაფე თუ საცხობი, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი შეთავაზებების სწორად მიწოდება გადამწყვეტია. ამ გზამკვლევში წარმოდგენილი მენიუს მაგალითები არა მხოლოდ იზიდავენ ადამიანებს, არამედ მათ ერთგულ მომხმარებლებად გარდაქმნიან.

ყურადღების მიქცევა მენიუს ფოტოებით

ოდესმე კერძის დანახვისას შიმშილი თუ გიგრძვნიათ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მიირთვით? სწორედ ამაშია ხარისხიანი მენიუს ფოტოების ჯადოქრობა. მთელი ხრიკი ისაა, რომ თქვენი კერძები წარმოადგინოთ ისე, რომ მომხმარებელმა მათი შეკვეთისგან თავი ვერ შეიკავოს.

💡 იცოდით?საუკეთესო კერძების მაღალი ხარისხის ფოტოებმა შესაძლოა გაზარდონ Wolt-ზე თქვენი კონვერსიის კოეფიციენტი 9%-მდე, რაც ფოტოებს გაყიდვების წამახალისებელ მძლავრ საშუალებად აქცევს. მენიუს დიზაინის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ Menu Design Essentials-ში.

  • განათება გადამწყვეტია: ბუნებრივი განათება თქვენი საუკეთესო მეგობარია. ის გამოკვეთს იმ ფერებსა და ტექსტურებს, რომლებიც თქვენს კერძებს გამოარჩევენ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სოფტბოქსი ან შუქდიოდური განათება დაგეხმარებათ სუფთა და მკვეთრი გამოსახულების მიღებაში.

  • რაკურსი მნიშვნელოვანია: სწორ რაკურსს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ზემოდან ქვემოთ გადაღებული კადრები უხდება ბრტყელ და დაბალ კერძებს, როგორიცაა პიცა, მაგრამ 45 გრადუსიანი კუთხე უფრო შესაფერისია მაღალი და სავსე ბურგერის გადასაღებად.

  • თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია: შეინარჩუნეთ ერთიანი სტილი სრული მენიუს შედგენისას. ეს თქვენს შეთავაზებებს პროფესიონალურ და დასრულებულ იერსახეს მისცემს.

❓უკვე ვაჭრობთ Wolt-ზე? შეისწავლეთ საუკეთესო პრაქტიკა Wolt-ზე თქვენი მენიუს ფოტოების დასამატებლად, რედაქტირებისა და განახლებისთვის გაყიდვების ოპტიმალური გავლენისთვის  ამ სტატიაში

აღწერითი ენის გამოყენება თქვენი მენიუს გასაუმჯობესებლად  

სიტყვები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საკვებს ეხება. სწორ აღწერას შეუძლია კერძი „შესაძლოას“ კარეგორიიდან წამებში გადაიტანოს „აუცილებლად გასასინჯ“ კატეგორიაში.

  • ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე, გამოხატეთ სათქმელი: გაცდით ჩვეულებრივის ზღვარს. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დაწეროთ „სპაგეტი ტომატის სოუსით“, დაწერეთ „ხელით დამზადებული სპაგეტი მზეზედამწიფებული პომიდვრებისგან და ბაზილიკისგან დამზადებული სოუსში". ასე იხატება კერძი გონებაში და უკვე რთულია მასზე უარის თქმა.

  • ზემოქმედება მოახდინეთ შეგრძნებებზე: ისეთი სიტყვები გამოიყენეთ, რომელიც საშუალებას მისცემს მოხმარებელს წამიერად იგრძნოს კერძის არომატი და გემო უშუალოდ გასინჯვამდე. აქტიურად გამოიყენეთ მსგავსი სიტყვები: „ხრაშუნა“, „წვნიანი“, „ხავერდოვანი“, „პიკანტური“ და ა.შ

  • ხაზი გაუსვით ღირსებებს: აუცილებლად აღნიშნეთ თუ თქვენს კერძში გამოყენებულია ნატურალური, ადგილობრივი ან მაღალი ხარისხის ინგრედიენტები. ეს არა მხოლოდ ამართლებს ფასს, არამედ მეტ ნდობასაც იმსახურებს.

  • მიუთითეთ ულუფების ზომა: ხემსს, გარნირს, გასაზიარებელ და მთავარ კერძებს მიუთითეთ რაოდენობა და რიცხვი, ან დააზუსტეთ რამდენ პერსონაზეა კერძი გათვლილი. ეს დაეხმარება მომხმარებლებს განსაზღვრონ შეკვეთის რაოდენობას და შესაძლო,ა დაამატონ კიდეც პროდუქცია კალათში.

რესტორნის მენიუს გაფორმების ხელოვნება

რესტორნის მენიუს დიზანია — ადგილი, სადაც ჯადოქრობა ხდება. მთავარია მენიუ შეადგინოთ ისე, რომ მომხმარებელი ბუნებრივად დაინტერესდეს იმ კერძებით, რომლებსაც ყველაზე მეტი მოგება მოაქვთ.

  • უპირატესობა მიანიჭეთ ყველაზე ძვირ პროდუქციას: მომხმარებლის მზერა თავისთვადაა მიმართული მენიუს კონკრეტულ ზონებში. განათავსეთ თქვენი მაღალშემოსავლიანი კერძები ამ „ცხელ ზონებში“ და ამ გზით მიეცით მცირედი ბიძგი.

  • წარმოადგინეთ საფრიმო კერძი: გამორჩეული კერძს შეუძლია მოიზიდოს შეკვეთები და ჩამოაყალიბოს თქვენი ბრენდის იდენტობა. აქციეთ საფირმო კერძი მენიუს ვარსკვლავად.

  • მენიუს სივრცე და მოცულობა: მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა თქვენს შეთავაზებზე, როგორც უშუალოდ ადგილზე ასევე ონლაინ.

💡 იცოდით? დესერტებს და სასმელს ხშირად ბოლო მომენტი ამატებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, ამ მაღალი მოგების მარჟის მქონე პროდუქციას შეუძლია საბოლოო ანგარიშის 15%-ით გაზრდა. Wolt-ის Merchant Portal დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ იმ კერძებს, რომლებსაც თქვენთვის ყველაზე მეტი მოგება მოაქვთ.

ონლაინ მენიუს შექმნა თქვენი ვებგვერდისთვის

თქვენი ვებგვერდის მენიუ ერთგვარი ციფრული დახლია, რომელიც ისეთივე ცხადი უნდა იყოს, როგორიც შიდა ვერსია. მომხმარებლებისათვის მოსახერხებელი მენიუ გაზრდის გაყიდვების რაოდენობას. გაუადვილეთ მომხმარებლებს ძებნისა და შეკვეთის პროცესი ინტუიციურად გამართული და ვიზუალურად მიმზიდველი ონალინ მენიუს დახმარებით.

  • დაყავით კატეგორიებად: კატეგორიების მკაფიოდ განაწილება მომხმარებელს ეხმარება მარტივად იპოვოს სასურველი პროდუქცია, იქნება ეს ხემსი, ძირითადი კერძი თუ დესერტი.

  • გაამარტივეთ ძიების პროცესი: საძიებო ფუნქციის დამატება ეხმარება მომხმარებელს ზუსტად იპოვოს ის, რაც სჭირდება.

  • მობილურ ტელეფონზე მორგებული: თქვენი მენიუ კარგად უნდა ერგებოდეს ყველა მოწყობილობას, განსაკუთრებით მობილურ ტელეფონს, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უკვეთავს ამ გზით.

  • დანერგეთ SEO-ს საუკეთესო გამოცდილება: ვებსაიტის მენიუს შექმნისას არ დაგავიწყდეთ საკვანძო სიტყვები შეტანა გვერდის სათაურებსა და აღწერილობებში. ეს მარტივი სტრატეგია გააუმჯობესებს თქვენს რეიტინგს და უფრო მეტ მომხმარებელს აღმოაჩენინებს თქვენს რესტორანს. 

💡მოკლე სტატისტიკა: მომხმარებელთა 61%  თქმით, უფრო დიდი შანსია, რომ შეიძინონ პროდუქცია საიტზე, რომელიც კარგად ერგება მობილურ ტელეფონს. სწორედ ამიტომ მოსახერხებელი, მობილურზე მორგებული მენიუ გადამწყვეტია წარმატებული გაყიდვებისთვის. Wolt Storefront-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მოხერხებული, ბრენდირებული შეკვეთის პროცესი, რომელიც გადასარევად გამოიყურება ნებისმიერ მოწყობილობაზე და ზრდის კონვერსიის მაჩვენებელს.

შეჯამება

თქვენი მენიუ ბევრად მეტია, ვიდრე კერძების უბრალო ჩამონათვალი; მენიუ ძლიერი ინსტრუმენტია გაყიდვების გასაზრდელად და ბრენდის ჩამოსაყალიბებლად. მიმზიდველი ფოტოებით, დამაჯერებელი აღწერით, ფასების სტრატეგიული განაწილებით და ონლაინ აქტიურობით შეგიძლიათ შექმნათ მენიუ, რომელიც არა მხოლოდ მიუზიდავს ადამიანებს, არამედ მათ ერთგულ მომხმარებლებადაც აქცევს.

Wolt-ის Merchant Portalდაგეხმარებათ მარტივად ადევნოთ თვალი გაყიდვებს, გამოავლინოთ თქვენი მენიუს ყველაზე წარმატებული კერძი და გამოეხმაუროთ უკუკავშირს, რაც შეგიქმნით ცხად წარმოდგენას თქვენი მომხმარებლების სურვილებზე. მენიუს შექმნის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Wolt Storefront იმისათვის, რომ შესთავაზოთ ონლაინ შეკვეთა პირდაპირ თქვენი ვებგვერდიდან. მზად ხართ დასაწყებად?

დაწყება მარტივია – დარეგისტრირდით დღესვე

დარეგისტრირდით და მიიღეთ მაქსიმუმი Wolt-ისგან. უბრალოდ შეავსეთ რამდენიმე დეტალი თქვენი ბიზნესის შესახებ და უმოკლეს დროში ყველაფერი მზად იქნება.