მენიუს შედგენის საფუძვლები: რჩევები გაყიდვების და შეკვეთის ღირებულების გასაუმჯობესებლად
საკვების ონალინ გაყიდვის სამყაროში მაღალი კონკურენციაა, შესაბამისად თქვენი მენიუ არ უნდა იყოს მხოლოდ კერძების უბრალო ჩამონათვალი, ის წარმატების მთავარ ინსტრუმენტად უნდა აქციოთ. მენიუს ჭკვიანური დიზაინის ტექნიკის დანერგვით, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის ყურადღება მიაპყროთ მაღალი ღირებულების პროდუქციას, წაახალისოთ დიდი შეკვეთები და შექმნათ უფრო სასიამოვნო კვებითი გამოცდილება. ამ გზამკვლევის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ მენიუს შედგენის საფუძვლებს და რჩევებს, რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენს შეთავაზებებს Wolt-ზე, გაზრდიან მოხმარებელთა კმაყოფილებას და მისცემენ თქვენს შეკვეთებს ბუნებრივ ბიძგს.
1. უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ღირებულების კერძებს
მენიუს გახსნისას, პირველი კერძი, რომელსაც მომხმარებელი ხედავს უნდა იყოს ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე პროდუქცია. აქ არ იგუსლიხმება მხოლოდ ფასი; საუბარია იმ კერძების წარმოჩენაზე, რომლებსაც გააჩნიათ მოგებისა და მიმზიდველობის ბალანსი.
დაიწყეთ აქციებითა და კომბოებით: დასაწყისში განათავსეთ Wolt-ის სპეციალური შეთავაზებები, თქვენი დაწესებულების განსაკუთრეული შეთავაზებები და პროდუქციის კომბოები. ეს ყველაფერი გათვლილია მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად და მისი მიზანია შეკვეთის საშუალო ღირებულების გაზრდა. ისინი, ფაქტობრივად, თქვენი მენიუს სათაურებია — მიმზიდველი და ყურადღებს ცენტრში.
პოპულარული ან პერსონალიზებული ნივთები: Wolt ავტომატურად გამოყოფს მომხმარებლის ფავორიტ კერძებს, მათი წინა შეკვეთებზე დაყრდნობით, რაც საბოლოოდ აადვილებს შეკვეთის პროცესს. უფრო დიდი შანსია, რომ მომხმარებელმა ნაცნობი კერძი აირჩიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მენიუში მათ თვალსაჩინო ადგილი ეთნობათ.
2. შექმენით ლოგიკური თანმიმდევრულობა მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოდგენის შემდეგ
მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს გააცნობთ ყველაზე წარმატებული კერძებს, მნიშვნელოვანია, რომ წარუდგინოთ დანარჩენი შეთავაზეები ინტუიციურად გამართლებული გზით. ლოგიკურად ჩამოყალიბებული თანმიმდევრულობა ამაღლებს მომხმარებლის ჩართულობას და იმის შანსი, რომ შეკვეთის გაკეთებამდე დაკარგოს ინტერესი მცირდება.
სტარტერები/აპეტაიზერები: დაიწყეთ მცირე კერძებით, რომლებიც ქმნიან განწყობას ძირითადი კერძებისთვის.
სალათები/წვნიანები: ამას მოყვება მსუბუქი, გამაჯანსაღებელი ვარიანტები, რომლებიც ამზადებენ გემოს რეცეპტორებს მთავარი კერძისთვის.
ძირითადი კერძები: თქვენი მენიუს სული და გული. იმისათვის, რომ გაუმარტივოთ მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღება, დაახარისხეთ თქვენი ძირითად კერძებული პოპულარობის ან პერსონალიზებული შეთავაზების მიხედვით
გარნირები: შესთავაზეთ მომხმარებლებს ისეთი დამატებითი კერძები, რომლებიც უხდება ძირითად კერძებს და საერთო ჯამში აუმჯობესებენ კერძებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს.
დესერტები და სასმელი: დაასრულეთ ტკბილ ნოტაზე. მენიუ დაასრულეთ დესერტებით და სასმლით — მაღალი მარჟის პროდუქციით, რომლებსაც ხშირად ამატებენ დასასრულისკენ.
3. დახვეწეთ მენიუს სიგრძე და მოცულობა.
მენიუს ზომის განსაზღვრისას მთავარი ბალანსია. ძალიან ფართო არჩევანი აბნევს მომხმარებელს, თუმცა ცოტა ვარიანტი ამცირებს მათი არჩევანის შესაძლებლობას და შეკვეთის ზომას.
დაისახეთ მიზნად მენიუს 100% დაფარვა: დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რაც გაქვთ ადგილზე ხელმისაწვდომი იყოს Wolt-ზეც. მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა თქვენს შეთავაზებებზე და არ აქვს მნიშვნელობა, ადგილზე მიირთმევენ თუ ონლაინ უკვეთავენ სწრაფი რჩევა: ჩვენი მონაცემებით, მთავარი კერძების გამოსახულების გაზრდას შეუძლია თქვენი დაწესებულების კონვერსიის მაჩვენებელი 9%-ით გააუმჯობესოს.
მენიუს ოპტიმალური ზომა: დაწესებულებების უმრავლესობისთვის, 50 კერძზე მეტის ქონდა სოლიდური დასაწყისია, რაც საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელი არ დაიბნეს და ჰქონდეს საკმარისი არჩევანი. ჩვენი მონაცემების მიხედვით, იდეალური ვარიანტია მენიუ, სადაც წარმოდგენილია 60-დან 120 კერძამდე, თუმცა უფრო მცირე დაწესებულებები უნდა ეცადონ, რომ საკმარისი არჩევანი ჰქონდეთ, რომ არ დაიკარგოს მომხმარებლის ინტერესი. აქ გადამწყვეტია მკაფიო და მოკლე კატეგორიები — ისინი ამცირებენ არჩევანის გაკეთების დროს გადაღლას და აადვილებენ სასურველი პროდუქციის პოვნას.
4. გამოიყენეთ აღწერითი ენა
სიტყვებს აქვთ ძალა, რომ კერძი „მარტივი არჩევანის“ კატეგორიიდან გადაიტანოს „აუცილებლად გასასინჯ“ კატეგორიაში. სწორ აღწერას შეუძლია თქვენი მენიუ გააუმჯობესოს და თითოეული კერძი უფრო მიმზიდველი გახადოს.
დახატეთ სურათი: დაივიწყეთ სტანდარტული აღწერები. „გრილზე შემწვარი ქათმის სენდვიჩის“ ნაცვლად დაწერეთ „ცეცხლზე შემწვარი ქათმის სენდვიჩი შებოლილი ჩიპოტლეს მაიონეზით.“ მთავარია ისეთი სურათი შექმნათ, რომ მომხმარებელს კერძზე უარის თქმა გაუჭირდეს.
ითამაშეთ შეგრძნებებზე: ზემოქმედება მოახდინეთ შეგრძნებებზე: ისეთი სიტყვები გამოიყენეთ, რომელიც საშუალებას მისცემს მოხმარებელს იგრძნოს კერძის არომატი და გემო უშუალოდ გასინჯვამდე. აქტიურად გამოიყენეთ მსგავსი სიტყვები: „ხრაშუნა“, „წვნიანი“, „ხავერდოვანი“, „პიკანტური“ — ეს სიტყვები თქვენს კერძებს მომხმარებლის გონებაში გააცოცხლებს.
აღნიშნეთ გამორჩეული.: აუცილებლად აღნიშნეთ, თუ თქვენს კერძში გამოყენებულია ნატურალური, ადგილობრივი ან მაღალი ხარისხის ინგრედიენტები. ეს არა მხოლოდ ამართლებს ფასს, არამედ მეტ ნდობასაც იმსახურებს.
მიუთითეთ უფულების ზომები: აღნიშნეთ კერძი ერთ პერსონაზეა გათვლილი, თუ მისი გაზიარება შეიძლება — მომხმარებელს შეექმნება სწორი მოლოდინი. აღნიშნეთ რამდენი ნაჭერია ან რამდენ ადამიანზეა გათვლილი კონკრეტული კერძი — ასეთი დეტალები შეაგულიანებს მომხმარებელს შეუკვეთოს მეტი.
5. არ გამოგრჩეთ დესერტი და სასმელი
როგორც წესი, დესერტს და სასმელს მომხმარებლები შეკვეთის ბოლოს ამატებენ კალათში, თუმცა ისინი გადამწვეტ როლს თამაშობენ შეკვეთის საერთო ღირებულების გაზრდაში. რეალურად, ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, ამ მაღალი მოგების მარჟის მქონე პროდუქციას შეუძლია საბოლოო ანგარიშის 15%-ით გაზრდა.
ყოველთვის გქონდეთ მაცდუნებელი ტკბილეულის და სასმლის არჩევანი თქვენს მენიუში. დახვეწილი შოკოლადის ნამცხვარი თუ გამაგრილებელი ცივი ჩაი — სწორედ ასეთი საბოლოო დეტალები გარდაქმნის მარტივ შეკვეთას სასიამოვნო კულინარიულ გამოცდილებად. გარდა ამისა, დესერტები და სასმელები მშვენივრად მოგზაურობენ Wolt-ით. ჩვენი თანამედროვე საკურიერო ჩანთები ინახავენ მათ შესაბამის ტემპერატურაზე და მომხმარებელს აწვდიან იდეალურ მდგომარეობაში.
შეჯამება
მენიუს დიზაინის ათვისება განგრძობითი პროცესია, რაც, საბოლოო ჯამში, მოიტანს მნიშვნელოვან წინსვლას. მენიუს სტრატეგიული შედგენით თქვენ არა მხოლოდ აუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას, არამედ აგრეთვე იზიდავთ უფრო მაღალი ღირებულების შეკვეთებს. გახსოვდეთ, რომ ჭვკიანურად შედგენილი მენიუ უჩინარი გამყიდველია, რომელიც დახვეწილი მანერით ეხმარება მომხმარებელს გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომელიც სასარგებლოა, როგორც მათთვის, ასევე თქვენი ბიზნესისათვის.
დაწყება მარტივია – დარეგისტრირდით დღესვე
დარეგისტრირდით და მიიღეთ მაქსიმუმი Wolt-ისგან. უბრალოდ შეავსეთ რამდენიმე დეტალი თქვენი ბიზნესის შესახებ და უმოკლეს დროში ყველაფერი მზად იქნება.