WOLT+ ის წესები და პირობები
ეს წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ შეძენილ Wolt+ის წევრობას, რომელიც ავტომატურად განახლდება და მოიცავს Wolt-ზე განსაზღვრულ შეღავათებსა და ფასდაკლებებს (შემდგომში „გამოწერა“ ან „Wolt+“). Wolt+ წევრობა ექვემდებარება Wolt+ის ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს და, ასევე, Wolt-ის მომხმარებელთა მომსახურების წესებსა და პირობებს.
პარტნიორი, შეკვეთა, მომხმარებელი და Wolt განსაზღვრულია მომხმარებლის მომსახურების წესებსა და პირობებში და აქვთ იგივე მნიშვნელობა.
1. რა არის WOLT+?
მოკლედ Wolt+ ის შესახებ:
გამოწერა ვრცელდება იმ პარტნიორებზე, რომელიც მონიშნულია W+ ლოგოთი Wolt-ზე..
თუ თქვენი შეკვეთა შეკვეთის მინიმალურ ღირებულებაზე ნაკლები თანხისაა, ან თქვენ იმყოფებით მიტანის მაქსიმალური მანძილის მიღმა, რაც ანგარიშდება ობიექტსა და თქვენი მიწოდების მისამართს შორის მანძილით („მიწოდების არეალი“), თქვენ ვერ ისარგებლებთ თქვენი გამოწერით გათვალისწინებული ნულოვანი მიტანის საფასურით.
გამოწერა ავტომატურად განახლდება ყოველთვიურად გადახდის პერიოდის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გააუქმებთ გამოწერას. გამოწერის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თქვენი მომხმარებლის პროფილში უნდა გადახვიდეთ Wolt+ ველში.
გამოწერა შემოთავაზებულია ყოველთვიური გადახდის ფორმით, რომელიც გადახდილ უნდა იქნას საწევროს პერიოდის დასაწყისში.
გამოწერა მოქმედებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ის შეიძინეთ.
Wolt+ ავტომატურად განახლებადი გამოწერის პროგრამაა, რომელიც საწევრო გადასახადის განმეორებით გადახდას მოითხოვს. Wolt+ წევრობით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა შეღავათით და ფასდაკლებით, განსაზღვრული შეთავაზებები აქტიური იქნება მხოლოდ Wolt+ წევრებისთვის.
ხელმოწერის შეძენით თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს და Wol+-ში დეტალურად აღწერილ გამოწერის სპეციფიურ პირობებს. თქვენ ასევე თანხმდებით, რომ თქვენი გადახდა განხორციელდეს ყოველთვიურად, თქვენი გამოწერის ვადის შესაბამისად, განმეორებით საფუძველზე თქვენი გამოწერის ვადის განმავლობაში, თქვენს მიერ შერჩეული გადახდის მეთოდით. გამოწერა ექვემდებარება ცვლილებას, ამიტომ გთხოვთ, დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ გამოწერის მიმდინარე დეტალები.
გამოწერით მინიჭებული შეღავათები ვრცელდება შესაბამის რესტორნებსა და მაღაზიებში განთავსებულ შეკვეთებზე განსაზღვრული მინიმალური შეკვეთის ღირებულებით.
გამოწერის უპირატესობებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის ობიექტებში. Wolt იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოწერის უპირატესობების მქონე პარტნიორთა სია, გაფრთხილებით ან მის გარეშე. გამოწერის შეღავათები დამოკიდებულია გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე და თქვენს შეკვეთაზე შეიძლება ვრცელდებოდეს სხვა საკომისიოები, როგორიცაა მომსახურების საკომისიო, გადასახადები ან სხვა გადახდები.
გამოწერით მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს მიწოდებით მიტანის საფასურის გარეშე შერჩეული რესტორნებიდან და მაღაზიებიდან, და, ასევე, სხვა შეღავათებით, რომლებიც დროდადრო განისაზღვრება Wolt-ის მიერ. პარტნიორები, რომლებიც შედიან გამოწერის პროგრამაში, აღინიშნება W+ ლოგოთი. მოძებნეთ W+ ნიშანი პარტნიორის სახელის გვერდით, რომ ნახოთ, რომელი ობიექტიდან შეკვეთისას შეგიძლიათ ისარგებლოთ Wolt+ის უპირატესობებით.
გამოწერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია გადახდისას, გამოწერის შეძენამდე Wolt+ველში და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პირობებს, როგორიცაა სად და როდის შეიძლება გამოვიყენოთ Wolt-ის გამოწერა, ხელმისაწვდომი სარგებელი(ები), ღირებულება და გამოწერის გადახდის ინტერვალი. გთხოვთ, შეძენამდე გაეცნოთ Wolt-ის გამოწერის დეტალებს.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და მართოთ თქვენი გამოწერა Wolt+ ველში მომხმარებლის პროფილის გვერდზე, Wolt+ზე დაჭერით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და მართოთ პარამეტრები, მათ შორის გადახდის მეთოდი, გამოწერის დასრულების თარიღი, შემდეგი გადახდის თარიღი და ქვეყანა, სადაც თქვენი გამოწერა ძალაშია თქვენი მომხმარებლის პროფილიდან.
2. WOLT+ის შეძენა
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Wolt+ უშუალოდ Wolt+ ველის არჩევით, ღილაკზე Get Wolt+ზე დაჭერით და გააქტიუროთ თქვენი უფასო საცდელი ვერსია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი გამოწერის დეტალები და აირჩიოთ გადახდის მეთოდი Wolt+ის შეძენამდე.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ გამოწერა ერთი თვის ვადით, რომლის გადასახადი ჩამოგეჭრებათ წინასწარ, გადახდის პერიოდის შესაბამისად. გამოწერის შეძენისას, თქვენ ჩამოგეჭრებათ საწევრო გადასახადი, რაც ააქტიურებს Wolt+ს თქვენი მომხმარებლის პროფილში აღწერილი პირობებით.
გადახდის ციკლი ეფუძნება საწყისი შეძენის თარიღს და თქვენს მიერ გამოწერისას შერჩეულ გადახდის მეთოდს. სააბონენტო გადასახადი ჩამოიჭრება გადახდის ამ ციკლის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გადახდის მეთოდი თქვენს მომხმარებლის პროფილში Wolt+ის გვერდზე. თუ არ გსურთ Wolt-ის გამოწერა ავტომატურად განახლდეს, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა ქვემოთ მოცემული მე-4 ნაწილის შესაბამისად.
თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ თქვენი გადახდის დამუშავებას, Wolt მოგთხოვთ გადახდის სხვა მეთოდის არჩევას. თუ თქვენი განმეორებითი გადახდა ვერ განხორციელდა გადახდის ციკლის განმავლობაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ავტომატურად შევწყვიტოთ თქვენი გამოწერა ან ჩამოვჭრათ სააბონენტო გადასახადი წინასწარ განსაზღვრული პერიოდის შემდეგ, რომელიც რეტროაქტიულად გამოითვლება თავდაპირველი გადახდის ციკლის დაწყების თარიღიდან.
ჩვენ შეიძლება ზოგიერთ მომხმარებელს შევთავაზოთ უფასო საცდელი პერიოდი ან სხვა წამახალისებელი შეთავაზება Wolt-ის გამოწერაზე. უფასო საცდელი პერიოდი შეიძლება შეიზღუდოს Wolt-ის შეხედულებისამებრ, მათ შორის, მისი სარგებლობის ან ხანგრძლივობის პირობები. თუ თქვენ მიიღებთ უფასო საცდელი პერიოდის გამოყენების შეთავაზებას, გამოწერით სარგებლობისთვის თქვენ უნდა დაამატოთ გადახდის მეთოდი უფასო საცდელი პერიოდის დაწყებამდე.
ჩვენ ავტომატურად განვაახლებთ თქვენს გამოწერას უფასო საცდელი პერიოდის დასრულებისთანავე და ჩამოვაჭრით გამოწერის საფასურს თქვენს მიერ უფასო საცდელი პერიოდის დაწყებისას შერჩეული გადახდის მეთოდის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა ნებისმიერ დროს, თქვენი მომხმარებლის პარამეტრების მეშვეობით. თუ გამოწერა რაიმე მიზეზით შეწყდა, თქვენ არ გექნებათ უფლება ისარგებლოთ უფასო საცდელი პერიოდით არცერთ შემდგომ გამოწერაზე.
3. გამოწერის შეზღუდვები
თქვენი გამოწერა განკუთვნილია პირადი სარგებლობისთვის და Wolt+ის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ მომხმარებლებს. გამოწერის უპირატესობები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც მომხმარებელმა გამოწერა შეიძინა.
გამოწერა უფლებას გაძლევთ მიიღოთ დასაშვები შეკვეთები მიტანის საფასურის გარეშე. თქვენ დაინახავთ Wolt+ში ჩართულ მხოლოდ იმ პარტნიორებს, რომლებიც მიტანის შესაბამის არეალში არიან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომსახურების საფასური და სხვა გადასახადები შესაძლოა თქვენს შეკვეთაზე კვლავ მოქმედებდეს.
დასაშვები შეკვეთები ის შეკვეთებია, რომლებიც განთავსებულ იქნა შესაბამის პარტნიორ ობიექტში და აკმაყოფილებს ამ პარტნიორის შეკვეთის მინიმალურ ღირებულებას. შეკვეთის მინიმალური ღირებულება გეცნობებათ გამოწერის დროს და Wolt+ის მეშვეობით შეკვეთების განთავსებისას. შეკვეთის მინიმალური ღირებულება დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს და, ასევე, იყოს განსხვავებული სხვადასხვა პარტნიორი ობიექტისთვის. Wolt იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს შეკვეთის მინიმალური ღირებულება ნებისმიერი პარტნიორისთვის. შეკვეთის მიმდინარე მინიმალური ღირებულება თითოეული პარტნიორისთვის ყოველთვის თვალსაჩინოა, ხოლო ზოგადი მინიმალური შეკვეთის მნიშვნელობა მოცემულია Wolt+-ის სექციაში.
მოძებნეთ W+ ნიშანი, რომ ნახოთ რომელი პარტნიორები ახორციელებენ მიწოდებას თქვენთან ახლოს მიტანის საფასურის გარეშე. მსგავსი ობიექტების არჩევანი განსხვავდება თქვენი მიწოდების მისამართის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ შეკვეთას დაემატება მიტანის საფასური, როცა შეკვეთას ახორციელებთ პარტნიორებისგან მიტანის არეალს მიღმა.
თუ თქვენ ჩართული გაქვთ ლოკაციის გაზიარება, მაშინ თქვენ შეძლებთ დაინახოთ Wolt+ პარტნიორები მიტანის არეალში თქვენი ამჟამინდელი ლოკაციისთვის. თუ თქვენ არ გაქვთ ჩართული ლოკაციის გაზიარება, ან არ გაქვთ მითითებული მიტანის მისამართი აპლიკაციაში, მაშინ თქვენ დაინახავთ ობიექტებს, რომლებიც ხვდება მიტანის არეალში თქვენი ქალაქის ცენტრისთვის.
4. WOLT+ გამოწერის გაუქმება
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა მისი განახლების თარიღის წინა დღის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა მომხმარებლის პროფილში, გამოწერის მართვის გვერდზე.
გამოწერის გაუქმების შემთხვევაში, თქვენ კვლავ გექნებათ წვდომა Wolt+-ის უპირატესობებზე მიმდინარე გადახდის ციკლის დასრულებამდე, რომლის ღირებულებაც გადახდილი გაქვთ. ყოველთვიური გადასახადი არ ექვემდებარება დაბრუნებას ან უკან გადარიცხვას, გადახდის ციკლის პერიოდში, ნებისმიერ დროს განხორციელებული გაუქმების შემთხვევაში. უფასო საცდელი პერიოდის გაუქმების შემთხვევაში გამოწერა დაუყოვნებლივ შეწყდება.
თუ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ Wolt+-ის უფასო საცდელი ან სხვა წამახალისებელი გამოწერის პერიოდში, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ Wolt+ის გადახდილი გამოწერა პირველი 48 საათის განმავლობაში და სრულად დაიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი Wolt+ის გამოწერის თანხა (წესების შესაბამისად).
როგორც ყოველთვიური, ასევე წლიური გამოწერის შეძენისას, Wolt+ის გამოწერის პირველი 48 საათის განმავლობაში გაუქმების შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში არ გაქვთ განხორციელებული არცერთი Wolt+ის დასაშვები შეკვეთა, Wolt-ს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, სრულად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი Wolt+ გამოწერის საფასური.
5. ცვლილებების შეტანა გამოწერაში
Wolt-ს შეუძლია შეცვალოს გამოწერის პირობები და შინაარსი ან შეწყვიტოს Wolt-ის გამოწერის შეთავაზება ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში და იტოვებს ამის უფლებას. თუმცა, ჩვენ არ განვახორციელებთ გამოწერაში ისეთ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენზე, მინიმუმ 14 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გარეშე. იმ ცვლილების შესახებ, რომელიც საწევრო გადასახადის გაზრდას ეხება, შეგატყობინებთ წერილობით 45 დღით ადრე. ცვლილებები ძალაში შევა ავტომატურად, შეტყობინების პერიოდის გასვლის შემდეგ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი გამოწერა მე-4 სექციაში მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
Wolt-ს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის გამოწერა, თუ: (i) მომხმარებელი ბოროტად იყენებს Wolt-ის მომსახურებას, ან გამოწერას, ან რაიმე სახის ზიანს აყენებს Wolt-ის მომსახურებას, ან პარტნიორებს, ან Wolt-ს, ან Wolt-ის თანამშრომლებს; (ii) Wolt-ს აქვს გონივრული რწმენა მომხმარებლის მიერ გამოწერის გამოყენებისას თაღლითური ქმედებების შესახებ, ან (iii) მომხმარებელი სხვაგვარად არ ასრულებს Wolt-ის გამოწერის პირობებს ან მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს. Wolt იტოვებს უფლებას, დააკავოს უკვე გადახდილი სააბონენტო გადასახადები, თუ გამოწერა შეწყდება ამ განყოფილებაში განსაზღვრული გარემოების გამო.
6. პერსონალური მონაცემების დამუშავება
მოცემული Wolt-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, აღწერს ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას გამოწერასთან დაკავშირებით.
გამოწერის შემთხვევაში ჩვენ არ გამოვიყენებთ და არ შევაგროვებთ თქვენს არანაირ დამატებით პერსონალურ მონაცემს, გარდა თქვენი გამოწერის გეგმის დეტალებისა, მათ შორის ფასის, გადახდის მეთოდის, მოქმედების ვადის, მოქმედი შეღავათებისა და შეკვეთის მინიმალური ღირებულებისა, და მიტანის დიაპაზონის გავრცელების შესახებ ინფორმაციისა.
Wolt ამუშავებს ზემოაღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს, რათა შეძლოს შემოგთავაზოთ გამოწერა თქვენსა და Wolt-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს, რათა მოგცეთ საშუალება გამოიყენოთ თქვენი გამოწერის უპირატესობები, შეამოწმოთ სტატუსი და განახორციელოთ თქვენი გამოწერის გადახდები. თუ თქვენ ჩვენი მხარდაჭერის გუნდი დაუკავშირდებით, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ან თქვენი საჩივრის მოსაგვარებლად.
Wolt ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რათა შეასრულოს თქვენს წინაშე აღებული სახელშეკრულებო და სამართლებრივი ვალდებულებები.
7. ქეშბექის პროცესი
მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქვთ Wolt+ის აქტიური გამოწერა, Wolt-მა შეიძლება გადაწყვიტოს თანხის დაბრუნება გატანილ შეკვეთებზე ქეშბექის სახით, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ.
მომხმარებელი მიიღებს 5% Wolt კრედიტს გატანილი შეკვეთის ღირებულებიდან.
ქეშბექით სარგებლობა შესაძლებელი იქნება Wolt+ის ყველა იმ ობიექტიდან, რომელთაც “ჩემით წავიღებ” სერვისი აქვთ ჩართული
კრედიტი მოქმედებს 14 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მისი გამოყენების ვადა იწურება.
კრედიტი არ არის გამოსყიდვადი და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Wolt-ის აპლიკაციაში.
კრედიტის მაქსიმალური ჯამური ღირებულება, რომელიც შეიძლება ქეშბექის პროცესით ერთი შესყიდვისთვის გაიცეს შედაგენს 5 ლარს.
ქეშბექი არ გაიცემა ალკოჰოლის შესყიდვის, საქველმოქმედო შემოწირულობების, სასაჩუქრე ბარათის შესყიდვის ან გამოწერის განახლების/შესყიდვისთვის.
Wolt იტოვებს უფლებას გამორთოს ქეშბექის პროცესი იმ მომხმარებლისთვის, რომლის Wolt-ის გამოწერის გადახდა მიმდინარე პერიოდისთვის დაგვიანებულია/გადაუხდელია.
8. ხარვეზები და საჩივრები
გთხოვთ მყისიერად დაუკავშირდეთ support@wolt.com-ს, თუ შეამჩნევთ რაიმე არაავტორიზებულ გადასახადს თქვენი გამოწერის გადახდის მეთოდთან დაკავშირებით ან თუ გაქვთ საჩივარი გამოწერასთან დაკავშირებით.
გამოწერა და/ან მისი რომელიმე ფუნქცია შეიძლება იყოს მიუწვდომელი, არაზუსტი ან დროდადრო შეწყდეს სხვადასხვა მიზეზის გამო და Wolt არ არის პასუხისმგებელი ასეთ შემთხვევებზე.
Wolt+ და მისი მეშვეობით ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის მხოლოდ „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“. ჩვენ არ ვიძლევით რაიმე სახის გამოხატულ ან ნაგულისხმევ გარანტიას ან თავდებობას, რომელიც ეხება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, გამოწერის სიზუსტეს ან სისრულეს ან მის ხელმისაწვდომობას.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ უარს ვამბობთ ყველა ნებისმიერ გარანტიაზე, რომელიც ეხება, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ნაგულისხმევ გარანტიებს ან ვაჭრობას და ვარგისობას გამოწერის კონკრეტული მიზნისთვის.