Wolt-ის ლოიალობის პროგრამა - საქართველო

წესები და პირობები

Wolt-ის ლოიალობის პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“) წარმოადგენს Wolt-ის (შემდგომში „Wolt-ი“, „ჩვენ,“ „ჩვენი“ ან „ჩვენს“) საკუთრებას და იმართება Wolt-ის მიერ.Wolt-ის ლოიალობის პროგრამის წინამდებარე პირობები (შემდგომში „ლოიალობის პროგრამის პირობები“) მოქმედებს თქვენსა (შემდგომში „მომხმარებელი,“ „მომხმარებლები“ ან „თქვენ“) და Wolt-ს ან/და Wolt-თან აფილირებულ პირებს შორის, და არეგულირებს ჩვენს შესაბამის უფლებებსა და ვალდებულებებს. პროგრამაზე ასევე ვრცელდება ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების პირობები, რომლებიც მოქმედებს იმ ქვეყანაში, სადაც იყენებთ Wolt-ის მომსახურებას, და „Wolt-ის კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების“ შესაბამისად, ასევე - ყველა სხვა მოქმედი წესი, პირობა, შეზღუდვა და მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება წინამდებარე პირობებზე და მითითების საფუძველზე წარმოადგენს წინამდებარე პირობების განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე დოკუმენტში დახრილ ფორმატში მოცემულ ყველა ტერმინს აქვე იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია მომხმარებელთა მომსახურების პირობებში. ლოიალობის პროგრამის პირობები, პროგრამის ფარგლებში თქვენთვის მოწოდებული ნებისმიერი სპეციალური შეთავაზების პირობებთან ერთად, წარმოადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და Wolt-ს შორის პროგრამასთან დაკავშირებით. Wolt-მა შესაძლოა საკუთარი შეხედულებისამებრ განაახლოს ან შეწყვიტოს ლოიალობის პროგრამის პირობები და პროგრამა. ლოიალობის პროგრამის პირობებში ცვლილებების შეტანის ან პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება შესაძლოა მოგაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან/და Wolt-ის ვებ-გვერდზე ახალი ლოიალობის პროგრამის პირობების განთავსებით. პროგრამაში მონაწილეობის მიღებით ან მასში დარჩენით თქვენ ეთანხმებით ლოიალობის პროგრამის პირობებში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება და ჩართვა

Wolt-ის მომსახურების რეგისტრირებული მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში. პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებისთვის აუცილებელია, შეინარჩუნოთ Wolt-ის აქტიურიანგარიში (შემდგომში „ანგარიში“) ჩვენთან.

სარგებელი/ბენეფიტები

(1) Wolt-ის ქულები

მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ Wolt-ის ქულები (შემდგომში „ქულები“) შეკვეთის ჯამური თანხის საფუძველზე, ნებისმიერი მოქმედი ფასდაკლებებისა და შეთავაზებების გამოყენების შემდეგ, როგორც ეს Wolt-ის მომსახურებაში უფრო დეტალურადაა განსაზღვრული. შეკვეთასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გადასახდელი, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ე.წ. „თიფებს“, მიტანის საფასურს, მომსახურების საფასურს ან სხვა დამატებით გადასახადებს, არ შედის შეკვეთის თანხაში და არ აგროვებს ქულებს. თუ Wolt-ის მომსახურებაში სხვა რამ არ არის მითითებული, ქულების მიღება შესაძლებელია ყველა ტიპის შეკვეთაზე. შესაძლოა, გარკვეულ პროდუქტებზე მოქმედებდეს შეზღუდვები. ჯგუფურ შეკვეთაში მონაწილე სტუმრები ვერ მიიღებენ ქულებს, თუ ისინი შეკვეთის საფასურის გადახდას Wolt-ის მომსახურების გამოყენებით თავად არ განახორციელებენ. მომხმარებლებს შეუძლიათWolt-ის ქულების დაგროვება მხოლოდ იმ ქვეყანაში განხორციელებული შესაბამისი შესყიდვებიდან, სადაც მათი ანგარიშია რეგისტრირებული. ზოგიერთი შესყიდვა, მათ შორის, სასაჩუქრე ბარათების შეძენა, საქველმოქმედო შემოწირულობა ან გარკვეული შეზღუდული კატეგორიის პროდუქტები, არ აგროვებს Wolt-ის ქულებს.

(2) გამოწვევები

შეზღუდული დროით მოქმედი გარკვეული შეთავაზებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მხოლოდ კონკრეტული ობიექტებიდან შეკვეთები, შეკვეთაში განსაზღვრული ნივთების დამატება ან განსაზღვრული რაოდენობის შეკვეთების შესრულება, მომხმარებლებს შეიძლება დამატებითი ქულების მიღების საშუალებას (შემდგომში „გამოწვევები“) აძლევდეს. გამოწვევების საშუალებით დაგროვებული ქულების გამოყენება უნდა მოხდეს Wolt-ის მომსახურებაში დეტალურად განსაზღვრული წესების მიხედვით.

(3) დასრულება, კორექტირება და პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ქულები საბოლოოდ დაფიქსირდება და ხელმისაწვდომი იქნება თქვენს ანგარიშში შეკვეთის დასრულების შემდეგ, ხოლო გამოწვევების შემთხვევაში – როდესაც ქულებს მიიღებთ Wolt-ის მომსახურებაში. ქულების კონვერტაციის კოეფიციენტი და გამოყენების წესები გეცნობებათ Wolt-ის მომსახურების მეშვეობით და შესაძლოა, დროდადრო შეიცვალოს ჩვენი შეხედულებისამებრ. პროგრამის ფარგლებში მიღებულ ქულებს არ აქვთ ფულადი ღირებულება, ისინი არ არის გადაცემადი, ვერ დაბრუნდება ან გაიცვლება სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, და არ ექვემდებარება თანხაში გადაცვლას. მომხმარებლებს არ აქვთ ქულებზე საკუთრების უფლება. თქვენს ანგარიშზე დარიცხული ქულები ანულირდება, შემცირდება ან გაუქმებულად ჩაითვლება, თუ თქვენი შენაძენი სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნდა, გაუქმდა, მომხმარებელს ღირებულება აუნაზღაურდა, შეიცვალა, არ მიეწოდა მომხმარებელს ან თუ ქულები მოპოვებულია თაღლითური ან სხვა ისეთი ქმედებით, რომელიც არღვევს წინამდებარე ლოიალობის პროგრამის პირობებს ან მომხმარებელთა მომსახურების პირობებს, როგორც ეს ჩვენი შეხედულებისამებრ განისაზღვრება. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ქულების დაკარგვასა თუ მათ თაღლითურ გამოყენებაზე თქვენ ან მესამე პირების მიერ. ჩვენ ასევე არ ვართ პასუხისმგებელნი ქულების დაკარგვაზე, მოპარვაზე ან სხვა მიზეზით განადგურებაზე. აკრძალულია პროგრამის ფარგლებში დაგროვებული ქულების გაყიდვა, გაცვლა, გადაცემა, გაზიარება, გაერთიანება ან ქულებზე უფლებების მინიჭება ნებისმიერი პირის მიერ, ჩვენ გარდა. პროგრამის ფარგლებში მიღებული ქულებით გამოწვეული ნებისმიერი გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.

(4) ქულების გამოყენება

მომხმარებლებს შეუძლიათ მათ მფლობელობაში არსებული მოქმედი ქულების გამოყენება შეკვეთების განსახორციელებლად იმ ქვეყანაში, სადაც მათი ანგარიშია რეგისტრირებული. ქულების გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივ ვალუტასთან ურთიერთჩანაცვლებით Wolt-ის წესების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებს მომხმარებლის მიერ შეძენის პროცესის დასრულებისას Wolt-ისათვის გადახდის განხორციელებით (შემდგომში „გადახდა“). ქულების კონვერტაციის ღირებულება ადგილობრივ ვალუტაში გადახდის განხორციელების დროს შესაძლოა შეიცვალოს ჩვენი შეხედულებისამებრ.

(5) ქულების მოქმედების ვადის გასვლა

ქულები ექვემდებარება ვადის გასვლას მომხმარებლის ისეთიაქტივობების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ქულების გამოყენება, გამომუშავება ან გამოწვევების შესრულებით დაგროვება (შემდგომში „მაკვალიფიცირებელი აქტივობა“). თქვენი ქულების მოქმედების ვადის დასასრული დინამიურია და გადაითვლება ყოველი მაკვალიფიცირებელი აქტივობის შემდეგ. თუ ზედიზედ [X] თვის განმავლობაში თქვენ მიერ არ განხორციელდება მაკვალიფიცირებელი აქტივობა, თქვენს ყველა ქულას ავტომატურად გაუვა ვადა მომდევნო თვის პირველ დღეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვადის გასვლისთანავე თქვენი ქულები მთლიანად წაიშლება ანგარიშიდან და აღარ იქნება შესაძლებელი მათი აღდგენა ან გამოყენება. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქულების ვადის გასვლის თარიღი Wolt-ის მომსახურებაში.

შეწყვეტა და შეცვლა

(1) პროგრამა და მისი სარგებელი/ბენეფიტები განისაზღვრება ჩვენი შეხედულებისამებრ. ჩვენი შეხედულებისამებრ, შეიძლება ნებისმიერ დროს გავაუქმოთ, შევცვალოთ, შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ ლოიალობის პროგრამის პირობები, პროგრამა ან პროგრამის რომელიმე ასპექტი ან ფუნქცია წინასწარი შეტყობინების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცვლილებები შეიძლება შეეხებოდეს უკვე დაგროვებული ქულების ღირებულებას ან/და მათი გამოყენების შესაძლებლობას.

(2) როდესაც თქვენი ანგარიში დაიხურება, თქვენს ანგარიშზე არსებული ქულები წაიშლება. წაშლილი ქულები აღარ იქნება მოქმედი და, შესაბამისად, ვეღარ იქნება გამოყენებული შეკვეთების განხორციელებისას.