Courier Referral Program T&Cs

Wolt-ის პარტნიორი კურიერების რეკომენდაციის პროგრამის წესები და პირობები

ძალაში შესვლის თარიღი: 17.02.2025

შესავალი

Wolt Enterprises („Wolt“, „ჩვენ“) სიამოვნებით სთავაზობს უშუალოდ Wolt-თან ჩართულ დამოუკიდებელ პარტნიორ კურიერებს („პარტნიორი კურიერები“ ან „მონაწილეები“) მონაწილეობას Wolt-ის პარტნიორი კურიერების რეკომენდაციის პროგრამაში („რეკომენდაციის პროგრამა“ ან „პროგრამა“).

პროგრამა რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით („პირობები“), რომლებიც წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას Wolt-სა და მონაწილეებს შორის. პროგრამაში მონაწილეობით, მონაწილეები სრულად ეთანხმებიან აღნიშნულ პირობებს.

1. რეფერალ კამპანიის მიზანი

რეფერალური კამპანია მიზანია წაახალისოს არსებული პარტნიორი კურიერები, რომლებიც წარმატებით ურჩევენ ახალ კანდიდატებს Wolt-ის პარტნიორ კურიერებად რეგისტრაციას.

კამპანია ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს დანამატს ახალი პარტნიორი კურიერებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას (ონბორდინგს) და შეასრულებენ პირველ შეკვეთებს, ადგილობრივი პროგრამის პირობების შესაბამისად.

2. მონაწილეობისთვის შესაბამისობა

პროგრამაში მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც:

არიან Wolt-ის პარტნიორი კურიერები რეკომენდაციის გაკეთებისა და დანამატის გაცემის მომენტში;

მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორები თავიანთ იურისდიქციაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

არ დაურღვევიათ Wolt-ის პარტნიორი კურიერის მომსახურების ხელშეკრულება, პარტნიორი კურიერების სახელმძღვანელო ან წინამდებარე პირობები.

პარტნიორები, რომლებიც პროგრამის მეშვეობით არიან მოწვეულნი უნდა ფლობდნენ ყველა საჭირო ნებართვასა და/ან ლიცენზიას, რათა შეძლონ შესაბამის ქვეყანაში საკურიერო საქმიანობის განხორციელება.

3. რეკომენდაციის მექანიზმი და პირობები

მონაწილეებს მიენიჭებათ უნიკალური რეკომენდაციის კოდი („რეფერალური კოდი“), რომლის გაზიარებაც შეუძლიათ პოტენციურ კანდიდატებთან.

კანდიდატმა რეკომენდაციის კოდი უნდა შეიყვანოს განაცხადის ფორმის შევსებისას, რეგისტრაციის პროცესში.

Wolt იტოვებს უფლებას მონიტორინგი გაუწიოს, გადაამოწმოს და უარყოს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც ჩაითვლება არასწორად ან/და დარღვეულია წესები და პირობები.

დანამატის გაცემა დამოკიდებულია იმაზე რომ პარტნიორი:

ფლობდეს ყველა საჭირო ნებართვასა და/ან ლიცენზიას;

შეასრულოს დამოუკიდებელი კონტრაქტორის სტატუსისთვის საჭირო ადგილობრივი საკანონმდებლო მოთხოვნები;

დაასრულოს Wolt-ის მიერ განსაზღვრული შეკვეთების რაოდენობა განსაზღვრულ ვადაში.

ზუსტი პირობები განისაზღვრება Wolt-ის მიერ და გამოქვეყნდება ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

4. რეფერალური კამპანიის ჯილდოს ხასიათი და გაცემა

პროგრამის ფარგლებში გაცემული ჯილდო პირობითია და გაიცემა მხოლოდ ხსენებული პირობების შესრულების გადამოწმების შემდეგ.

ჯილდო შეიძლება იყოს: ფულადი გადახდა; დანამატი; ან სხვა სახის სარგებელი, Wolt-ის გადაწყვეტილებით.

დამატებით მოქმედებს შემდეგი პირობები:

ჯილდო არ არის გადაცემადი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ პარტნიორ კურიერს ჰყავს შემცვლელი;

Wolt-ს ეკუთვნის სრული დისკრეცია განსაზღვროს ჯილდოს გაცემის ფორმა და დრო;

ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება ეკისრება მიმღებს.

5. აკრძალული ქმედებები

მონაწილეებს ეკრძალებათ პროგრამის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის:

თვითრეკომენდაცია, აკრძალული რეკომენდაციები ან ფიქტიური ანგარიშების შექმნა;

პროგრამის პირობების ან სარგებლის არასწორი წარმოდგენა;

კამპანიის წესებისა და სარგებლის არამიზნობრივად გამოყენება.

ადგილობრივი კანონმდებლობის, ეთიკური ნორმების ან Wolt-ის პარტნიორი კურიერის მომსახურების ხელშეკრულების დარღვევა.

ამ პირობების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:

პროგრამიდან დაუყოვნებელი დისკვალიფიკაცია, დანამატის გაუქმება ან Wolt-თან თანამშრომლობის შეწყვეტა.

6. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა

Wolt დაამუშავებს მონაწილეებისა და რეკომენდირებული პარტნიორი კურიერების პერსონალურ მონაცემებს კურიერის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის GDPR-ის შესაბამისად (სადაც ეს ვრცელდება).

მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ პროგრამის ადმინისტრირებისა და გაუმჯობესების მიზნით.

პროგრამაში მონაწილეობით, რეკომენდაციის კოდის გაზიარებით ან გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ Wolt-ს შეუძლია გააზიაროს გარკვეული ინფორმაცია (მაგალითად: სახელი, რეგისტრაციის სტატუსი და პროგრესი ჯილდოს მიღებამდე) პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

თუ თქვენ ხართ რეკომენდატორი პარტნიორი კურიერი, აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გაუზიარდეს რეკომენდირებულ პირს, ხოლო თუ თქვენ ხართ რეკომენდირებული პარტნიორი კურიერი — რეკომენდატორს.

პროგრამაში მონაწილეობით, მონაწილეები აღიარებენ, რომ Wolt-ს სჭირდება მათი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გამოყენება პროგრამასთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

7. ცვლილებები და პროგრამის შეწყვეტა

Wolt იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, შეცვალოს ან შეწყვიტოს პროგრამა ან ეს პირობები, წინასწარი შეტყობინებით ან მის გარეშე.

ცვლილებები გამოქვეყნდება Wolt-ის ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებში და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, Wolt არ აგებს პასუხს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ზარალზე, დანაკარგზე ან მოთხოვნებზე, მათ შორის შეცდომებზე, ტექნიკურ ხარვეზებზე ან არასანქცირებულ წვდომაზე.

მონაწილეები უარს აცხადებენ Wolt-ის მიმართ ნებისმიერ პრეტენზიაზე პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობა სხვაგვარად განსაზღვრავს.

9. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა

ეს პირობები რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც მოქმედებს ის ადგილობრივი Wolt-ის იურიდიული პირი, რომელთანაც პარტნიორ კურიერს აქვს ხელშეკრულება.

პირობებიდან წარმოშობილი დავები განიხილება იმ ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან, სადაც გაფორმებულია პარტნიორობის ხელშეკრულება.

10. სხვა დებულებები

სრული შეთანხმება:

ეს პირობები წარმოადგენს სრულ შეთანხმებას Wolt-სა და მონაწილეებს შორის კამპანიასთან დაკავშირებით და ანაცვლებს ყველა წინა შეთანხმებას ან განცხადებას ამ საკითხზე.

განცალკევებადობა:

თუ რომელიმე დებულება ჩაითვლება არავალიდურად ან აღსრულებადად შეუძლებლად, დანარჩენი დებულებები ძალაში დარჩება.

უარის არარსებობა:

Wolt-ის მიერ რომელიმე დებულების არგამოყენება არ ნიშნავს ამ დებულებაზე უარის თქმას.

დადასტურება

Wolt-ის პარტნიორი კურიერების რეკომენდაციის პროგრამაში მონაწილეობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.

კამპანიასთან (რეფერალურ პროგრამასთან) დაკავშირებული კითხვებისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ Wolt-ის მხარდაჭერის გუნდს.