Wolt-ის მომხმარებლის მომსახურების პირობები გზავნილების მიწოდებისთვის

გზავნილებისა და სხვა პირადი ნივთების მიწოდებისთვის „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ამ „მომხმარებლის მომსახურების პირობებს გზავნილების მიწოდებისთვის“ („გზავნილების მიწოდების პირობები“). გთხოვთ, გზავნილების მიწოდების შეკვეთის განთავსებამდე ყურადღებით წაიკითხოთ „გზავნილების მიწოდების პირობები“. თუ არ ეთანხმებით „გზავნილების მიწოდების პირობებს“, ამ მიზნით „Wolt-ის მომსახურების“ გამოყენებას ვერ შეძლებთ. „გზავნილების მიწოდების პირობების“ დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს Wolt-ზე თქვენი ანგარიშის დაბლოკვა.

თუ თქვენ გაქვთ Wolt for Work ანგარიში, „გზავნილების მიწოდების პირობები“, ასევე, ვრცელდება Wolt for Work-ის „მომხმარებელ ორგანიზაციაზე“, რომელმაც მოგანიჭათ Wolt for Work ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც გზავნილების მიწოდების შეკვეთას განათავსებთ Wolt for Work ფუნქციის გამოყენებით. თუ არსებობს რაიმე შეუსაბამობა „გზავნილების მიწოდების პირობებსა“ და „მომხმარებელი ორგანიზაციისთვის“ მოქმედ „Wolt-ის კორპორატიულ წესებსა და პირობებს შორის“, უპირატესობა ენიჭება „Wolt-ის კორპორატიულ წესებსა და პირობებს“.

„გზავნილების მიწოდების პირობები“ მოქმედებს „Wolt-ის მომხმარებლის მომსახურების პირობებთან“ ერთად და წარმოადგენს მის დამატებას. გზავნილების მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული „პირადი ნივთების მიწოდების პირობებით“, რეგულირდება ადგილობრივი „მომხმარებლის მომსახურების პირობებით“. ბრჭყალებში ჩასმულ ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის ცალკე განმარტებული „გზავნილების მიწოდების პირობებში“, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას მინიჭებული აქვს  ადგილობრივი „მომხმარებლის მომსახურების პირობებში“.

გზავნილების მიწოდების მომსახურების აღწერა

გზავნილების მიწოდების მომსახურება განკუთვნილია გზავნილებისა და სხვა პირადი ნივთების ერთი მისამართიდან მეორეზე მიწოდებისთვის ხელმისაწვდომ მიწოდების არეალში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გზავნილების მიწოდების მომსახურება „Wolt-ის აპლიკაციის“ ან Wolt-ის ვებ-გვერდის საშუალებით. გზავნილს მოგაწვდით „Wolt-ის“ „პარტნიორი კურიერი“. Wolt არ იძლევა გარანტიას, რომ გზავნილების მიწოდების მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ყოველთვის და ყველა არეალში, სადაც „Wolt-ის მომსახურება“ არის ხელმისაწვდომი. 

გზავნილების მიწოდების შეკვეთის განთავსებისას, თქვენ მოგეთხოვებათ შეკვეთის შესასრულებლად საჭირო დეტალების, მათ შორის და არამხოლოდ, აღებისა და ჩაბარების ადგილის, გამგზავნი პირის სახელისა და ტელეფონის ნომრის, მიმღები პირის სახელისა და ტელეფონის ნომრის, ასევე, მისაწოდებელი გზავნილის ზოგიერთი დეტალის, მითითება. მას შემდეგ, რაც დაადასტურებთ თქვენს შეკვეთას პირადი გზავნილების მიწოდების შესახებ და „Wolt-ი“ დაეთანხმება შეკვეთის მიღებას, Wolt-ი მოგაწვდით შეკვეთის დასტურს და მოგცემთ თქვენი შეკვეთისთვის თვალყურის მიდევნების საშუალებას. „Wolt-ის მომსახურებაში“ თქვენთვის მოწოდებული ნებისმიერი მიწოდების, აღების ან ჩაბარების დრო მხოლოდ სავარაუდო დროა. „Wolt-ი“ არ იძლევა გარანტიას, რომ შეკვეთის აღება ან თქვენთვის მოწოდება მოხდება ზუსტად იმ სავარაუდო დროში, რაც მოცემულია თვალყურის მიდევნების ბმულზე.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის უზრუნველყოფაზე, რომ გზავნილის მიმწოდებელი პირი იმყოფებოდეს მითითებულ მისამართზე გზავნილის ასაღებად სავარაუდო დროს და გადასცეს „პარტნიორ კურიერს“ გზავნილი. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ გზავნილი სათანადოდ და უსაფრთხოდ არის შეფუთული ისე, რომ ნივთები დაცული, ხოლო ნებისმიერი ყუთი დახურული იყოს. იმ შემთხვევაში, როცა გზავნილი მოიცავს მსხვრევად ნივთებს, ისინი უნდა იყოს შესაბამისად შეფუთული, მათ შორის, მათ შესაფუთად გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი მასალა, როგორიცაა - ჰაერბუშტოვანი ცელოფანი. როგორც მიწოდების ინსტრუქციაში, რომელიც ივსება შეკვეთის განთავსებისას, ასევე, თავად გზავნილის შეფუთვაზე შესამჩნევად უნდა იყოს მითითებული სიტყვა „მსხვრევადი“. თქვენ, ასევე, ხართ პასუხისმგებელი იმის უზრუნველყოფაზე, რომ გზავნილის მიმღები პირი იმყოფებოდეს მითითებულ მიწოდების მისამართზე, რათა დახვდეს „პარტნიორ კურიერს“ მიწოდების სავარაუდო დროს და იმ შემთხვევაში, თუ თვალყურის დევნების ფუნქციონალი ამის საშუალებას იძლევა, „პარტნიორ კურიერს“ წარუდგინოს ამ ფუნქციონალიდან PIN კოდი, რათა „პარტნიორმა“ შეძლოს გადამოწმება შეკვეთის შესაბამისი ადრესატისთვის ჩასაბარებლად.

თუ გზავნილის გამგზავნი ან მიმღები მიუწვდომელია და „პარტნიორი კურიერი“ ან „Wolt-ი“ მასთან დაკავშირებას ვერ შეძლებს, ან თუ მიმღები უარს ამბობს შეკვეთის ჩაბარებაზე, „Wolt-მა“ შეიძლება გააუქმოს მიწოდების შეკვეთა და თქვენ ჩამოგეჭრებათ შეკვეთის სრული ღირებულება. ამის შემდეგ „Wolt-ი“ დაგიკავშირდებათ, რათა გაცნობოთ, თუ როგორ დაუბრუნდება გამგზავნს ის გზავნილი, რომლის მიწოდებაც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მიწოდების მთელი პერიოდის განმავლობაში, მიმღებისთვის გზავნილის ჩაბარებამდე, თქვენ უნდა იყოთ ხელმისაწვდომი იმისათვის, რომ „პარტნიორმა კურიერმა“ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. იმ შემთხვევაში, როცა გზავნილი ვერ ჩაბარდება მიმღებს და საჭირო იქნება მისი დაბრუნება გამგზავნთან „პარტნიორი კურიერი“ ან „Wolt“-ის მხარდაჭერის გუნდი დაგიკავშირდებათ გზავნილის დაბრუნების თაობაზე თქვენ მიერ შეკვეთის განთავსებისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ან იმ ტელეფონის ნომერზე, რომლითაც რეგისტრირებული ხართ „Wolt-ის მომსახურებაში“).  იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება თქვენთან დაკავშირება ან/და გამგზავნი ვერ იღებს გზავნილს, ის შეიძლება დატოვებული იქნას გზავნილის აღების მისამართზე (მაგ., კარის გარეთ).

თქვენ არ შეგიძლიათ გააუქმოთ გზავნილების მიწოდების შეკვეთა მას შემდეგ, რაც განათავსებთ მას და „Wolt-ი“ დაეთანხმება თქვენი შეკვეთის მიღებას. „Wolt-ი“ იცავს გაუქმების უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც, გაუქმების უფლება არ არსებობს საქონლის გადაზიდვის ხელშეკრულებებისთვის, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს შესრულების კონკრეტულ თარიღს ან პერიოდს.

სახელშეკრულებო ურთიერთობა

გზავნილების მიწოდების შეკვეთის განთავსებისა და Wolt-ის მიერ მისი მიღების შემდეგ, თქვენ დებთ შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებას მიწოდების მომსახურებაზე Wolt-ის ჯგუფის კომპანიასთან, როგორც ეს მითითებულია „მომხმარებლის მომსახურების პირობებში“, რომელიც მოქმედებს იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით.

„Wolt-ი“ არ არის მიწოდების ბიზნესში ჩართული, მაგრამ უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს თქვენს შეკვეთას „პარტნიორ კურიერთან“. თქვენი შეკვეთის შესრულება დამოკიდებულია „პარტნიორი კურიერის“ ხელმისაწვდომობაზე და „Wolt-ი“ იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, გააუქმოს ან უარი თქვას გზავნილების მიწოდების შეკვეთაზე.

გადახდა

Wolt დაგაკისრებთ მიწოდების საფასურს, შესაძლო მომსახურების საფასურსა და სხვა დამატებით გადასახადებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თქვენი გზავნილების მიწოდების შეკვეთისთვის, როგორც ეს უფრო დეტალურად იქნება განსაზღვრული „Wolt-ის მომსახურებაში“ შეკვეთის განთავსების დროისათვის.

გადასახდელი თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება მითითებულ მისამართზე მიწოდების დასრულების შემდეგ. Wolt-ს უფლება აქვს, შეკვეთის განთავსების დროს უკვე დააკავოს თანხა შეკვეთისთვის გამოყენებულ საკრედიტო ბარათზე. თქვენ ეთანხმებით, რომ სრულად ჩამოგეჭრებათ თანხა იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი შეკვეთის შესრულება ვერ მოხერხდება თქვენ მიერ „გზავნილების მიწოდების პირობების“ დარღვევის გამო.

მომსახურებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

ზომისა და ღირებულების შეზღუდვები.  მისაწოდებელი გზავნილი არ უნდა აღემატებოდეს „Wolt-ის მომსახურებაში“ შეკვეთის განთავსებამდე მითითებულ წონისა და ზომის ლიმიტს. ასევე, უნდა დაიცვათ „Wolt-ის მომსახურებაში“ განსაზღვრული ნებისმიერი ფულადი ღირებულების შეზღუდვა მისაწოდებელი ნივთებისთვის.

აკრძალული ნივთები. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მომსახურება აკრძალული ნივთების გასაგზავნად, მათ შორის: (i) უკანონო ან არაკანონიერ საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები; (ii) მოპარული ნივთები ან ნივთები, რომელთა ფლობის უფლება კანონის თანახმად არ აქვს გამგზავნს ან მიმღებს; (iii) ცეცხლსასროლი იარაღი, იარაღი და მათი ნაწილები; (iv) ალკოჰოლი, თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტები და ვეიპები) ან მედიკამენტები; (v) ნაღდი ფული; (vi) ცოცხალი ცხოველები; (vi) საშიში, სახიფათო ან შხამიანი საქონელი, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერებები და ნივთები, აირები, აალებადი სითხეები და მყარი ნივთიერებები, დამჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები, ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები, რადიოაქტიური მასალა, კოროზიული ნივთიერებები და სხვა საშიში ნივთიერებები და ნივთები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ მიწოდების დროს, როგორც ეს უფრო დეტალურად არის აღწერილი იმ ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებში, სადაც თქვენ იმყოფებით.

„პარტნიორ კურიერს“ შეუძლია უარი თქვას გზავნილის მიწოდებაზე, თუ გზავნილის მონაცემები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ შეზღუდვებს ან „პარტნიორი კურიერი“ აღმოაჩენს, რომ გზავნილი შეიცავს აკრძალულ ნივთებს. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაგეკისრებათ შეკვეთის სრული ღირებულების ანაზღაურება.

პასუხისმგებლობა

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი, ნებისმიერი მესამე პირის ან „Wolt-ის“ მიერ განცდილი ნებისმიერი სახის ზიანისა  და დანაკარგვისთვის, რაც გამოწვეული იქნა თქვენი გზავნილის შიგთავსით ან თქვენ მიერ ამ „გზავნილის მიწოდების პირობების“ დარღვევით.  

„Wolt-ის“ პასუხისმგებლობა არაპირდაპირი ზიანისთვის ან დანაკარგისთვის გამორიცხულია. Wolt-ის პასუსხისმგებლობა პირდაპირი ზიანისთვის - „გზავნილის“ დაზიანების ან დაკარგვისთვის, შემოიფარგლება თქვენს შეკვეთაში შემავალი დაზიანებული/დაკარგული ნივთების საბაზრო ღირებულებით. „Wolt-ი“ შეიძლება პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გზავნილის დაზიანება ან დაკარგვა „Wolt-ის“ ბრალით ხდება. „Wolt-ის“ პასუხისმგებლობა კატეგორიულად გამორიცხულია იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენ არ დაიცავთ „გზავნილების მიწოდების პირობებს“.

თქვენ აღიარებთ, რომ შეიძლება გაგიუქმდეთ ან შეგიჩერდეთ „Wolt-ის მომსახურება“, თუ თქვენ ან ის პირი, რომელიც მითითებულია გზავნილის გამგზავნად ან მიმღებად, ჩაერთვება შემდეგ ქმედებებში გზავნილების მიწოდების თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებით: (i) გზავნილების მიწოდების მომსახურების გამოყენება არაკანონიერი მიზნებით ან უკანონო გზით; (ii) „Wolt-ის მომსახურების“ ბოროტად გამოყენება ან რაიმე ზიანის მიყენება „Wolt-ის მომსახურებით“ სარგებლობისთვის ან „პარტნიორი კურიერებისთვის“ ან „Wolt-ისთვის“ ან „Wolt-ის თანამშრომლებისთვის“; (iii) თაღლითური ქმედებები; (iv) ყალბი შეკვეთის განთავსება, მაგალითად, გადაუხდელობით ან აღების ან ჩაბარების ადგილას არყოფნით ან „გზავნილების მიწოდების პირობების“ სხვაგვარად დარღვევით; ან (iv) „პარტნიორი კურიერის“ ან „Wolt-ის თანამშრომლების“ მიმართ მუქარის შემცველი, შევიწროების შემცველი, რასისტული, სექსისტური ან ნებისმიერი სხვა ქცევა, რომელსაც „Wolt-ი“ შეუფერებლად მიიჩნევს.

კონფიდენციალურობა

გზავნილების მიწოდების შეკვეთასთან დაკავშირებით „Wolt-თან“ პერსონალური მონაცემების, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი, გაზიარებისას, თქვენ ადასტურებთ, რომ მიიღეთ თანხმობა იმ პირისგან, ვის მონაცემებსაც უზიარებთ „Wolt-ს”. თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობეთ ნებისმიერ ასეთ პირს, რომ „Wolt-მა“ ან „პარტნიორმა კურიერმა“ შეიძლება დაურეკოს ამ პირს მოცემულ ტელეფონის ნომერზე და რომ „Wolt-თან“ გაზიარებული მათი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენი „კონფიდენციალურობის განცხადების“ შესაბამისად.

ცვლილებები

„გზავნილების მიწოდების პირობები“ შეიძლება დროდადრო განახლდეს. Wolt გამოაქვეყნებს განახლებულ „გზავნილების მიწოდების პირობებს“ „Wolt-ის მომსახურებაში“ და აცნობებს „მომხმარებლებს“ ამ პირობებში არსებითი ცვლილებების შესახებ „Wolt-ის მომსახურების“ მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტით, „მომხმარებლის“ მიერ Wolt-ისთვის მიწოდებულ მისამართზე.

თუ თქვენ არ ეთანხმებით განახლებულ „გზავნილების მიწოდების პირობებს“, თქვენ უნდა შეწყვიტოთ გზავნილების მიწოდების მომსახურებით სარგებლობა. გზავნილების მიწოდების მომსახურების გამოყენება ნიშნავს თქვენ მიერ იმ მომსახურების პირობებზე თანხმობას, რომელიც გამოქვეყნებულია „Wolt-ის მომსახურებაში“ შეკვეთის განთავსების დროისათვის.

ბოლო განახლება: 2025 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით